ალბათ, არავინ ელოდა, რომ გასული წელი ასეთი მძიმე იქნებოდა. ჩვენ ყველანი ძველი და ახალი პრობლემებით, დარდითა და სიტუაციებით ვიყავით გართულნი.

ახლა ის დროა, როდესაც უმეტესობა მომავალი წლისთვის რეზოლუციების მიღებას იწყებს. სინამდვილეში, საახალწლო რეზოლუციების ნაცვლად, ჩვენ ყოველდღიურად უნდა შევაფასოთ ჩვენი ცხოვრება, ჩვევები და მიზნები.

1. დაივიწყეთ რეზოლუციები - ჩამოწერეთ ყოველდღიური დავალებების სია

ყოველდღიურად თვითშეგნების გრძნობის განვითარებითა და განმტკიცებით, ადამიანი გაცილებით ადვილად მიაღწევს წარმატებას. რეზოლუციების დაწერის ნაცვლად, შეიძლება უფრო სასარგებლო იყოს ყოველდღიურად შესრულებული ჩამონათვალის შენახვა, რათა შემდეგ ჩვენი სურვილები ამ მისწრაფებების გარშემო დავალაგოთ და დღის ბოლოს, შევაფასოთ განვლილი დღე. ეს ჩვენი გაუმჯობესების უფრო ეფექტური გზაა, რადგან ის უზრუნველყოფს, რომ ინფორმაციის ნაკლებობის შედეგად, არ დავკარგოთ თვითგანვითარების გეგმა.

წერა ჰგავს ღამით მანქანის მართვას: თქვენ მხოლოდ საკუთარი ფარების დანახვა შეგიძლიათ, თუმცა შესანიშნავად გადაადგილდებით. ამიტომ, დაივიწყეთ საახალწლო რეზოლუციები. 1 იანვარი ხომ მხოლოდ სხვა დღეა. ახალი წელი მაგიურად არ გადაგაქცევთ ახალ ადამიანად. ამის ნაცვლად, კონცენტრირება მოახდინე ყოველდღიურ მცირე წარმატებაზე. შეადგინეთ მოქმედი დავალებების სია, რომლებსაც ყოველდღე შეასრულებთ, რათა გააუმჯობესოთ თქვენი ცხოვრების ხარისხი.

თქვენ არ უნდა დააპიროთ კედლის აშენება. თქვენ არ უნდა თქვათ, „მე ავაშენებ ყველაზე დიდ კედელს, რაც კი ოდესმე აშენებულა“. ამის ნაცვლად უნდა თქვათ, "მე ამ აგურს ისე დავდებ, რომ მეორე აგურის დადებაც იქნება შესაძლებელი. თუ ამას ყოველდღე გააკეთებთ, ძალიან მალე, კედელი თავისით აშენდება.

2. იყავით საკუთარი თავის ყველაზე დიდი მხარდამჭერი და კრიტიკოსი

აუცილებელია, რომ იმ მოგზაურობის დროს, რომელსაც სიცოცხლე ჰქვია, გამუდმებით შევაფასოთ საკუთარი თავი. ეს უზრუნველყოფს, რომ გამუდმებით შევიცვალოთ და არ დავუშვათ შეცდომა მაშინ, როდესაც გავჯიუტდებით.

ყოველი დღის ბოლოს ჰკითხეთ საკუთარ თავს:

· გავაკეთე დღეს რამე, რაც ჩემს ოცნებასთან დამაახლოვებს?

· სწორად გავანაწილე დრო და შევასრულე მნიშვნელოვანი საქმეები?

· კარგად შევძელი კონცენტრაცია?

· ვმუშაობდი საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე?

გახსოვდეთ, რომ ამ მოგზაურობაში, აუცილებელია საკუთარი თავის მიმართ თანაგრძნობა. თუ თქვენ შეძლებთ საკუთარი მცირე გამარჯვებების დანახვას და აღნიშვნას, მაშინ ახლავე დაიწყებთ მოგზაურობით ტკბობას.

3. მოაგვარეთ ძველი პრობლემები

იმისათვის, რომ ჩვენს ცხოვრებაში რაიმე თვალსაჩინო შევქმნათ, მაშინ ჯერ უნდა გავასუფთავოთ ძველი არეულობა.

”სწავლის ნაწილი არის ის, რაც თქვენ უკვე იცოდით.” მოდით დავიწყოთ მარტივი დავალების შესრულებით. რა არის ერთი ჩვევა, შფოთვა, აზრი ან თუნდაც ადამიანი, რომელიც იცით, რომ თქვენთვის საზიანოა? თუ გულს მოუსმენთ, აღმოაჩენთ, რომ უკვე იცით რა არის ეს. მოიცილეთ ის ერთი რამ, რომლის არარსებობა თქვენს ცხოვრებას გააუმჯობესებს. ეს მხოლოდ ერთია, რაზეც უნდა გაამახვილო ყურადღება.

მაგრამ ამ ნივთის გათავისუფლება თქვენს ცხოვრებაში ადგილს გაუხსნის ახალ ჩვევას, დისციპლინას ან ადამიანს. შეგიძლიათ ნელ-ნელა დაიწყოთ სხვა დავალებების დამატება, რომელთა გამეორებასაც შეეცდებით ყოველდღე, რათა თქვენს მიზნებს მიუახლოვდეთ. მოდით ჩვენი გონებრივი ენერგია დავხარჯოთ ამ ყოველდღიურ მიზნებზე, იმის ნაცვლად, რომ მივიღოთ ფართო, განზოგადებული რეზოლუციები, რომელთა მიღწევაც ამჟამად რთულია.

უფრო ხშირად, ჩვენ ვითარდებით მცირე, თანდათანობითი ცვლილებებით და არა უზარმაზარი ნახტომით. ეს ის მცირე ცვლილებებია, რომლებიც დროთა განმავლობაში იქმნება და მნიშვნელოვან ძვრებს ქმნის ჩვენს ცხოვრებაში.