LIFE

3 მიზეზი, თუ რატომ არის „თანმიმდევრულობა“ წარმატების საიდუმლო

3 მიზეზი, თუ რატომ არის „თანმიმდევრულობა“ წარმატების საიდუმლო

”თანმიმდევრულობა არის ის, რაც საშუალო მაჩვენებელს ბრწყინვალე შედეგად გადააქცევს”.

წარმატების ერთ-ერთი მთავარი გასაღები დაწყებული საქმის გაგრძელებაა. ეს შესაძლოა უჩვეულოდ ჟღერდეს, მაგრამ ზოგჯერ, „გაგრძელება“ მარტივი სულაც არ არის. დაწყებული საქმის შუა გზაზე მიტოვების თავიდან ასაცილებლად, იდეალური გზაა „თანმიმდრევრულობის“ ჩვევის გამომუშავება.

თქვენ უნდა დაუთმოთ დრო და ძალისხმევა თქვენს მიზანს. ეს არის ერთადერთი გზა მის მისაღწევად. მართალია, მარტივად ვერ მიაღწევთ თქვენს მიზანს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ცხოვრება მოგზაურობაა და არა დანიშნულების წერტილი. „თანმიმდევრულობა“ სწორედ ამ მოგზაურობას გააუმჯობესებს და დაგეხმარებათ ცხოვრებით ტკბობაში.

ჰკითხეთ საკუთარ თავს, ნამდვილად გსურთ თუ არა იმ მიზნის მიღწევა, რომელსაც მისდევთ. გსურთ საკუთარი ბიზნესი? გსურთ წიგნის დასრულება? გსურთ ამ ურთიერთობამ წარმატებას მიაღწიოს? თუ თქვენი პასუხია „დიახ“, მაშინ გააგრძელეთ.

1. გზა ყოველთვის რთულია

3 მიზეზი, თუ რატომ არის „თანმიმდევრულობა“ წარმატების საიდუმლო

ამ დროს ენერგიასა თუ მოტივაციას კარგავთ, შესაძლოა საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეგაქვთ. მაგრამ თუ შუა გზაზე დანებდებით, ვერასოდეს მიაღწევთ სასურველ შედეგს.

დაიმახსოვრეთ, თუ არ ხართ თანმიმდევრული, ეს იმიტომ რომ თქვენ თვითონ არ ხართ იმდენად დაინტერესებული კონკრეტული იდეით, რომ იფიქროთ სასურველ შედეგებზე.

თუ უკვე დაიწყეთ საკუთარი მიზნისკენ სვლა, მაშინ უკვე უსწრებთ ადამიანების უმეტესობას. დაფიქრდით, რამდენი ადამიანი უბრალოდ საუბრობს საკუთარ ოცნებებზე და არასდროს მოქმედებს. თქვენ უამრავ ასეთ ადამიანს იცნობთ, ამიტომ დაიჯერეთ, რომ უკვე ლიდერობთ.

გარკვეული დრო სჭირდება ჩვევების ჩამოყალიბებას. მისი მიღწევის გასაღები თანმიმდევრულობაშია. მას შემდეგ, რაც ჩვევა ჩამოყალიბდება, ეს ყველაფერი ბევრად უფრო მარტივი გახდება, მაგრამ პირველ რიგში, საჭიროა ამ ეტაპზე გადასვლა.

2. როდის გადაიქცევა კონკრეტული ქცევა ჩვევად?

3 მიზეზი, თუ რატომ არის „თანმიმდევრულობა“ წარმატების საიდუმლო

ამ კითხვაზე ერთი პასუხი არ არსებობს. ამას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე კვირა ან ორი თვე. თუ თქვენ თანმიმდევრული იქნებით, ამ ტრანსფორმაციამდე აუცილებლად მიხვალთ.

მაშინაც კი, თუ გულდაწყვეტილი დარჩებით, განაგრძეთ წინსვლა. იყავით თანმიმდევრული და ეს ჩვევა შინაგან მაგიას გააქტიურებს! არ დანებდეთ, როდესაც გზის ნახევარი უკვე გაიარეთ და როდესაც ასე ახლოს ხარ წარმატებისკენ.

3. შეადგინეთ გეგმა და მიჰყევით მას. იცოდეთ ზუსტად რა უნდა გააკეთოთ დღეს, ხვალ და ერთი კვირის შემდეგ, რათა გზიდან არ გადაუხვიოთ.

3 მიზეზი, თუ რატომ არის „თანმიმდევრულობა“ წარმატების საიდუმლო

თანმიმდევრულობა არის გასაღები იმის მისაღწევად, რისი გაკეთებაც გსურთ. ხალხმა მხოლოდ თანმიმდევრულობის წყალობით დაიწყო სახლების აშენება, ოკეანეების გადაკვეთა და ცხოვრების გაუმჯობესება. თუ გააგრძელებთ, არ არ იარსებებს საზღვარი, თუ რისი მიღწევა შეგიძლიათ ცოტა თანმიმდევრულობის წყალობით.



<a href="https://www.makemebetter.net/">https://www.makemebetter.net/</a>