LIFE

7 რამ, რაც 2021 წლის დასაწყისში, აუცილებლად უნდა აპატიოთ საკუთარ თავს

7 რამ, რაც 2021 წლის დასაწყისში, აუცილებლად უნდა აპატიოთ საკუთარ თავს

1. აპატიეთ საკუთარ თავს, რომ არ იყავით გულახდილი

7 რამ, რაც 2021 წლის დასაწყისში, აუცილებლად უნდა აპატიოთ საკუთარ თავს

აპატიეთ საკუთარ თავს, რომ ისეთი რამ თქვით, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს. სიტყვები, რომლებიც დღემდე გტკივათ, ჯერ არ განკურნებულა. დაიმახსოვრეთ, რომ ის სიტყვები, შეესაბამებოდა იმ ადგილს, სადაც მაშინ იყავით და არა აქვს კავშირი იმ ადგილთან, სადაც ახლა ხართ.

2. აპატიეთ საკუთარ თავს, რომ ტკივილს თქვენი პიროვნების შეცვლის საშუალება მიეცით

7 რამ, რაც 2021 წლის დასაწყისში, აუცილებლად უნდა აპატიოთ საკუთარ თავს

აპატიეთ საკუთარ თავს, რომ ტრავმის გამო, ცოტა ხნის განმავლობაში, ის ადამიანი გახდით, ვინც სინამდვილეში არ ხართ. აპატიეთ საკუთარ თავს, რომ სხვა ადამიანებს ცუდად ექცეოდით. აპატიეთ საკუთარ თავს და აღარასოდეს მისცეთ ტკივილს საშუალება, რომ თქვენზე გაიმარჯვოს.

 3. აპატიეთ საკუთარ თავს, რომ იმაზე ნაკლებს დასთანხმდით, ვიდრე იმსახურებთ

7 რამ, რაც 2021 წლის დასაწყისში, აუცილებლად უნდა აპატიოთ საკუთარ თავს

აპატიეთ საკუთარ თავს, რომ იმაზე ნაკლებს დასთანხმდით, რაც იმსახურებთ. მაშინ, ფიქრობდით, რომ უფრო მნიშვნელოვანია კონკრეტული სიტუაციის დალაგება, ვიდრე საკუთარი თავის პატივისცემა.

4. აპატიეთ საკუთარ თავს, რომ არ გქონდათ პერსონალური საზღვრები

7 რამ, რაც 2021 წლის დასაწყისში, აუცილებლად უნდა აპატიოთ საკუთარ თავს

აპატიეთ საკუთარ თავს ყველა ის სიტყვა, რომელიც თქვენი ღირებულებებისთვის მიუღებელი იყო, მაგრამ საჭიროების გამო, მაინც თქვით, ყველა ის ქმედება, რომლის გაკეთებაც სინამდვილეში არ გინდოდათ, მაგრამ ხალხის მხარდაჭერის გამო, ასე მოგიწიათ. აპატიეთ საკუთარ თავს, რომ უკეთესად ვერ დაიცავით თქვენი ღირებულებები. გახსოვდეთ, რომ თქვენი საზღვრები მუდმივად ვითარდება, ისევე როგორც თქვენ.

5. აპატიეთ საკუთარ თავს, რომ მეტად არ შეეცადეთ

7 რამ, რაც 2021 წლის დასაწყისში, აუცილებლად უნდა აპატიოთ საკუთარ თავს

აპატიეთ საკუთარ თავს, რომ მეტად არ შეეცადეთ და მიზანს ვერ მიაღწიეთ. მხოლოდ ასე შეძლებთ გახდეთ ის ადამიანი, ვისაც ნამდვილად გსურთ. თქვენ უამრავ საქმეს ეჭიდებით და ზოგჯერ, შეუძლებელია მეტის გაკეთება - ეს მუდამ გახსოვდეთ.

6. აპატიეთ საკუთარ თავს, რომ შინაგან ხმას არ უსმენდით

7 რამ, რაც 2021 წლის დასაწყისში, აუცილებლად უნდა აპატიოთ საკუთარ თავს

აპატიეთ საკუთარ თავს ყველა სიტუაცია, სადაც შინაგან ხმას არ მოუსმინეთ. აპატიეთ საკუთარ თავს, რომ სერიოზულად არ აღიქვით საკუთარი ინსტინქტები. მაშინ თქვენ არ იცოდით, როგორ და რატომ უნდა მოგესმინათ საკუთარ გულისთვის.

7. აპატიეთ საკუთარ თავს, რომ ბედნიერება ვერ შეიგრძენით

7 რამ, რაც 2021 წლის დასაწყისში, აუცილებლად უნდა აპატიოთ საკუთარ თავს

აპატიეთ საკუთარ თავს ყველა მომენტი, რომელიც სრულყოფილად ვერ შეიგრძენით, რადგან შიში და შფოთვა ხელს გიშლიდათ ცხოვრებით ტკბობაში. მომენტები, როდესაც თავს უფლებას არ აძლევდით, ყოფილიყავით ბედნიერი და ფიქრობდით, რომ არ იმსახურებდით ამას. აპატიეთ საკუთარ თავს ზედმეტი ფიქრი, თვითგანსჯა და ყველა ის სიტუაცია, როდესაც საკუთარ თავს, უბრალოდ უფლებას არ აძლევდით. აპატიეთ საკუთარ თავს, რომ არ მიეცით საშუალება ყოფილიყავით ბედნიერი. ახლა სიხარულის ახალი შესაძლებლობების დროა, თქვენ ამას იმსახურებთ.