სტილი

8 რამ, რაც გაღვიძებისთანავე უნდა გააკეთოთ, რომ მთელი დღე ფხიზლად იყოთ

8 რამ, რაც გაღვიძებისთანავე უნდა გააკეთოთ, რომ მთელი დღე ფხიზლად იყოთ

1. გაიღვიძეთ თავის დროზე

8 რამ, რაც გაღვიძებისთანავე უნდა გააკეთოთ, რომ მთელი დღე ფხიზლად იყოთ

დროულად გაღვიძება (ან თუნდაც ადრე) თქვენი დღის პროდუქტიული დასაწყისის წინაპირობაა. ეს საშუალებას მოგცემთ ხარისხიანად შეასრულოთ დილის რუტინა და დღე ბედნიერად, აუღელვებლად დაიწყოთ.

2. გადასწიეთ ფარდები

8 რამ, რაც გაღვიძებისთანავე უნდა გააკეთოთ, რომ მთელი დღე ფხიზლად იყოთ

ერთ-ერთი პირველი, რაც უნდა გააკეთოთ ადგომისთანავე, არის თქვენი საძინებლის ფარდების გადაწევა. ეს ნელ-ნელა გამოფხიზლების ფანტასტიკური გზაა. ამასთან, ეს საშუალებას მოგცემთ დატკბეთ დილის მსუბუქი სინათლითა და ენერგიით აივსოთ.

3. გაასწორეთ საწოლი

8 რამ, რაც გაღვიძებისთანავე უნდა გააკეთოთ, რომ მთელი დღე ფხიზლად იყოთ

გახსოვთ ის დღეები, როდესაც თქვენი საწოლის ალაგება ალბათ ბოლო რამ იყო, რაზეც ფიქრობდით, როდესაც ასე გეძნელებოდათ გამოფხიზლება?

თუ გსურთ, რომ გაზარდოთ თქვენი და პროდუქტიულობა - დილა აუცილებლად ლოგინის ალაგებით უნდა დაიწყოთ. ამას ერთ წუთზე ნაკლები დრო დასჭირდება, მაგრამ შედეგად მოწესრიგებულ ოთახსა და თვითკმაყოფლების გრძნობას მიიღებთ.

4. შეამოწმეთ დავალებების სია

8 რამ, რაც გაღვიძებისთანავე უნდა გააკეთოთ, რომ მთელი დღე ფხიზლად იყოთ

ორგანიზებულ ადამიანებს აქვთ დავალებების სია. ეს მათ ეხმარება თვალყური ადევნონ იმას, თუ რისი გაკეთებაა საჭირო სახლში, სამსახურსა და მის ფარგლებს გარეთ.

დავალებების სია შეიძლება აწარმოოთ ქაღალდზე ან სულაც მობილურში. დილა საუკეთესო დროა თქვენი დავალებების სიის შესამოწმებლად და დღის პრიორიტეტების დასალაგებლად.

5. მოუსმინეთ ოპტიმისტურ მუსიკას

8 რამ, რაც გაღვიძებისთანავე უნდა გააკეთოთ, რომ მთელი დღე ფხიზლად იყოთ

ცნობილია, რომ მუსიკა მოქმედებს განწყობაზე. თუ დილის ადამიანი არ ხართ, მაშინ ეს დაგეხმარებათ ფიზიკური და ემოციური მდგომარეობის ამაღლებაში.

მუსიკის მოსმენა შეგიძლიათ შხაპის დროს, სამზარეულოში ან უბრალოდ გზად სამსახურისკენ.

6. მედიტაცია 5 წუთის განმავლობაში

8 რამ, რაც გაღვიძებისთანავე უნდა გააკეთოთ, რომ მთელი დღე ფხიზლად იყოთ

გიფიქრიათ მედიტაციაზე? მიუხედავად იმისა, რომ მედიტაციის სხვადასხვა ფორმა არსებობს, უმარტივესი მეთოდია თვალების დახუჭვა, სუნთქვის კონტროლი… და ფიქრების დალაგება. რაც უფრო მეტს ივარჯიშებთ მედიტაციაზე, მით უფრო ადვილი გახდება თქვენთვის.

7. ე.წ. გაწელვები

8 რამ, რაც გაღვიძებისთანავე უნდა გააკეთოთ, რომ მთელი დღე ფხიზლად იყოთ

შეიძლება გაგღვიძებიათ ძლიერი ტკივილით კისრისა ან ზურგის არეში. რამდენიმე საათის დაწოლილ მდგომარეობაში გატარებამ, შესაძლოა კვალი დატოვოს თქვენს სხეულზე. ე.წ. გაწელვები იდეალური საშუალებაა ამ დისკომფორტის შესამცირებლად.

8. დალიეთ ერთი ჭიქა წყალი

8 რამ, რაც გაღვიძებისთანავე უნდა გააკეთოთ, რომ მთელი დღე ფხიზლად იყოთ

დატენიანება აუცილებელია, განსაკუთრებით კი რამდენიმე საათი ძილის შემდეგ. მაშინაც კი, თუ კოფეინზე დამოკიდებული ადამიანი ხართ, შეეცადეთ დალიოთ ერთი ჭიქა წყალი. შედეგად კი თავს ბევრად ენერგიულად და ხალისიანად იგრძნობთ.