სილამაზე

Perfect Skin - თავის მოვლის ახალი პროდუქტი ქართულ ბაზარზე

Perfect Skin - თავის მოვლის ახალი პროდუქტი ქართულ ბაზარზე

ქართულ ბაზარზე თავის მოვლის ახალი პროდუქტი, Perfect Skin გამოჩნდა. ის აერთიანებს სახის, სხეულისა და თმის მოვლის საშუალებებს. კარგად ცნობილი სილამაზის ამანათებისგან განსხვავებით, Perfect Skin ჯანმრთელობაზეა ორიენტირებული. ამანათში ვერ შეხვდებით დეკორატიულ კოსმეტიკას, თუმცა აუცილებლად აღმოაჩენთ თქვენი კანის ტიპის შესაბამის პროდუქციას, რომელიც დერმატოლოგებისა და კოსმეტოლოგების მიერაა შერჩეული.

Perfect Skin კანის მოვლის საშუალებების ამანათია, რომელის შეძენაც სეზონურად, წელიწადში ოთხჯერაა შესაძლებელი. Perfect Skin-ის ყველა პროდუქტი შერჩეულია დერმატოლოგების მიერ მომხმარებლის კანის ტიპის შესაბამისად: მშრალი, ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის. ის ქართულ ბაზარზე არსებულ ყველაზე ხარისხიან, საუკეთესო ბრენდებს აერთიანებს. მისი საშუალებით შესაძლებელია დღისა და ღამის რუტინის აწყობა. Perfect Skin სამი განსხვავებული ფერითაა წარმოდგენილი.

Perfect Skin - თავის მოვლის ახალი პროდუქტი ქართულ ბაზარზე

მწვანე ფერის ამანათი ცხიმიანი კანისთვისაა განკუთვნილი, ცისფერი კომბინირებულის, ხოლო ვარდისფერი - მშრალი კანისთვის. Perfect Skin-ის მომხმარებელი სახის მოვლის 5-6 პროდუქტს, სხეულის ან თმის მოვლის 1 პროდუქტსა და 1 კოსმეტოლოგიური პროცედურას აღმოაჩენს. გარდა ამისა, პროდუქტს თან ახლავს ექიმ-დერმატოლოგის რეკომენდაციები სახის, სხეულისა და თმის მოვლასთან დაკავშირებით.

BO-2 Multipic:

Perfect Skin-ის ავტორია დერმატოლოგი ქეთევან ხიშტოვანი - მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს დერმატოლოგიური სამსახურის უფროსი; საქართველოს ბავშვთა დერმატოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოში კლინიკური სამეცნიერო ორგანიზაციის მკვლევარი.

BO-3 Multipic:

„ჩვენ შევქმენით Perfect Skin, რათა მომხმარებლამდე მიგვეტანა მსოფლიოში არსებული უკანასკნელი სიახლეები სახის, სხეულისა და თმის მოვლის შესახებ. Perfect Skin-ში აღმოაჩენთ თავის მოვლის ისეთ საშუალებებს, რომლებიც ჯანმრთელობისა და სილამაზის გარანტიაა. დერმატოლოგებისა და კოსმეტოლოგების მიერ შერჩეული პროდუქცია განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ხარისხსა და სანდოობას“ - ქეთევან ხიშტოვანი, Perfect Skin-ის ავტორი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი.

Perfect Skin ამანათების ფასი სამივე ტიპის კანისთვის 49 ლარია. ამანათის ფასი არ არის დამოკიდებული კანის ტიპსა თუ პროცედურებზე და არ არის ცვალებადი. მომხმარებელს მისი გამოწერა ვებგვერდიდან და სოციალური ქსელების საშუალებით შეეძლებათ. პროდუქტი ხელმისაწვდომი იანვრიდან გახდება.