სილამაზე

3 შეცდომა, რომელსაც მაკიაჟის გაკეთების პროცესში ყველა ქალი უშვებს

3 შეცდომა, რომელსაც მაკიაჟის გაკეთების პროცესში ყველა ქალი უშვებს

მაკიაჟი გვეხმარება ხაზი გავუსვათ ჩვენს მიმზიდველ სახის ნაკვთებსა და დავმალოთ ჩვენი არასრულყოფილება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მაკიაჟის სწორად გამოყენება, აგრეთვე შეგვეძლოს სწორი რაოდენობის შერჩევა და პროდუქტის არჩევა კანის ტიპისა და ტონის შესაბამისად. თუმცა არსებობს შეცდომები, რომელსაც მაკიაჟის გაკეთების პროცესში თითქმის ყველა ქალი უშვებს, შედეგად კი საპირისპირო შედეგს აღწევს.

არ ამზადებთ კანს მაკიაჟის გამოყენებამდე

3 შეცდომა, რომელსაც მაკიაჟის გაკეთების პროცესში ყველა ქალი უშვებს

დაიმახსოვრეთ, კარგი მაკიაჟი იწყება დეკორატიული პროდუქტების გამოყენებამდე. პირველ რიგში, თქვენ უნდა მოამზადოთ კანი: ამისთვის, მისი გაწმენდა და ტონირება აუცილებელია. მხოლოდ ამის შემდეგ დგება პრაიმერის დრო. პრაიმერი არამარტო ეხმარება თქვენს მაკიაჟს მთელი ღამის განმავლობაში უზადოდ გამოიყურებოდეს, არამედ ხელს უწყობს მცირე ლაქების დამალვასაც კი.

თქვენ უბრალოდ უნდა წაისვათ პრაიმერი კარგად დატენიანებულ კანზე ისე, რომ ნაოჭები დარბილდეს, ფორები დავიწროვდეს და სახის კანი გახდეს გლუვი.

არ იყენებთ ფუნჯს ტონალური კრემისთვის

3 შეცდომა, რომელსაც მაკიაჟის გაკეთების პროცესში ყველა ქალი უშვებს

ტონალური კრემის თითების საშუალებით გადანაწილება, ხშირად ვერ იძლევა სრულყოფილ შედეგს. გარდა ამისა, ეს ძალიან არაჰიგიენური პროცესია. ამის ნაცვლად, რბილი ფუნჯის გამოყენება დაგეხმარებათ, შეამციროთ გამოყენებული პროდუქტის რაოდენობა და მარტივად მიაღწიოთ უნაკლო კანის ეფექტს.

ამ ნაბიჯის შესრულებისას ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ეს არის პროდუქტი, რომელიც კანს ერთგვაროვან ტონს ანიჭებს. სწორედ ტონალური კრემი განსაზღვრავს მთელს მაკიაჟს. მაგალითად, ძალიან ბევრი ტონალური კრემის ისე გამოიყურება, თითქოს "ნიღაბი" გაქვთ გაკეთებული. გარდა ამისა, პროდუქტის დიდი რაოდენობა ნაოჭებში ღრმად ჯდება და კიდევ უფრო შესამჩნევს ხდის ასაკს.

ე.წ. მატე პროდუქტების გამოყენება

3 შეცდომა, რომელსაც მაკიაჟის გაკეთების პროცესში ყველა ქალი უშვებს

ტონალური კრემი, კორექტორი და ფერუმარილი შექმნილია იმისთვის, რომ თქვენმა T ზონამ (შუბლი, ცხვირი და ნიკაპი) არ იპრიალოს და თქვენი მაკიაჟი მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდეს. თუ რომელიმე პროდუქტი გამოყენებულია სხვა მიზნისთვის ან არ არის გამოყენებული სათანადო მეთოდით, ის გააქრობს თქვენი კანის ბუნებრივ, პრიალა ეფექტს და უფრო მეტიც, ხაზს გაუსვამს ნაოჭებს თქვენს კანზე.

ამ ტიპის პროდუქტები ჩვეულებრივ რეკომენდებულია ცხიმიანი კანისთვის და გამოიყენება მხოლოდ T ზონაზე. თუ მშრალი ან ნორმალური კანი გაქვთ, უმჯობესია თავიდან აიცილოთ მათი გამოყენება და აკონტროლოთ კანის ცხიმიანობა კანის მოვლის კარგი რეჟიმით.