LIFE

თუ ცხოვრების შეცვლა გადაწყვიტეთ: 5 რამ, რაც ყოველდღე უნდა გაუმეოროთ საკუთარ თავს

თუ ცხოვრების შეცვლა გადაწყვიტეთ: 5 რამ, რაც ყოველდღე უნდა გაუმეოროთ საკუთარ თავს

ცხოვრება ადვილი არ არის. ახლა უნდა გადაწყვიტოთ, მიდიხართ რისკზე თუ რჩებით იმავე ადგილზე. მაგრამ ერთი რამ ცხადია: თუ ხვალინდელ დღეს დაელოდებით თქვენ არასდროს გახდებით ის ადამიანი, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდით.


სინამდვილეში, წარმოდგენაც არა გაქვთ, იმდენი ძალაა დამალული თქვენს სხეულში. თქვენ შეიძლება ნებისმიერ დილას გაიღვიძოთ და გადაწყვიტოთ, რომ დღეს ის დღეა, როდესაც შეცვლით თქვენი ცხოვრების მიმდინარეობას. თანაც, ვერაფერი შეგიშლით ხელს სხვა მიმართულებით გადახვევაში და იმის გადაწყვეტაში, თუ რა უნდა გააკეთოთ პირველ რიგში. რა თქმა უნდა, შეიძლება არსებობდეს გარე ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის თქვენს გეგმებს, მაგრამ უნდა ჰკითხოთ საკუთარ თავს, არის კი ეს რეალური ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლით წინსვლაში, თუ სინამდვილეში ეს ბარიერები წარმოსახვითია?

თქვენ არ უნდა დაელოდოთ სრულყოფილ მომენტს, რომ შეცვალოთ ცხოვრება - იმიტომ, რომ ეს დრო, უბრალოდ არ არსებობს. ყოველთვის გამოჩნდება საბაბი, რომლის საშუალებითაც თავს გაიმართლებთ და არ იმოქმედებთ. თქვენ არ გჭირდებათ იოცნებოთ რაღაც ჯადოსნურ, სრულყოფილ ცხოვრებაზე, რომელსაც შორეულ მომავალში გაატარებთ. თქვენ უნდა იმოქმედოთ. თქვენ უნდა დაიწყოთ ამ ცხოვრების აშენება დღესვე.

თქვენ არ უნდა დაიწყოთ დიდი ოცნებების ასრულებით. თქვენ შეგიძლიათ ნელა იმოძრაოთ, ნაბიჯ-ნაბიჯ, გაატაროთ ტკბილი დრო - მაგრამ არასდროს გაჩერდეთ. გაჭიანურებამ შეიძლება უბრალოდ გააქროს თქვენი ოცნებები. მას შეუძლია გაანადგუროს თქვენი საოცნებო მომავალი, რომლისკენაც ამდენი ხანია მიდიხართ. ოცნება იმაზე, თუ რამდენად ცუდად გსურთ მიზნის მიღწევა, არსად მიგიყვანთ - თქვენ უნდა გააკეთოთ თქვენი საქმე, რათა დანიშნულების ადგილამდე მიაღწიოთ. რა თქმა უნდა, მთელი მოგზაურობის განმავლობაში მხოლოდ საკუთარ თავს უნდა ენდოთ. არაუშავს, თუ მაშინვე არ მიაღწევთ წარმატებას. არაუშავს, თუ თქვენს წინაშე მდგომი გზა რთული აღმოჩნდება. დაიმახსოვრეთ, რომ ცხოვრებაში არაფერია ადვილი.

ცვლილება არასოდეს არის ადვილი, მაშინაც კი, თუ ეს ნიშნავს, რომ მიიღებთ ყველაფერს, რაზეც ოდესმე გიოცნებიათ. არაფერია ცუდი იმაში, რომ შეგეშინდეთ დიდი ნაბიჯების გადადგმის. შიში ყოველთვის არ ნიშნავს, რომ არასწორი გზას ადგახართ. ზოგჯერ ეს ნიშნავს, რომ სწორი მიმართულებით მიდიხართ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ რისკავთ ყველაფერს, რათა მიიღოთ ის, რაც ყოველთვის გსურდათ.

გახსოვდეთ, ყოველდღიურად თქვენ აკეთებთ მილიონ პატარა არჩევანს. თქვენი ჩვეული რუტინის დაცვა იმის ნაცვლად, რომ ოცნებებს დაედევნოთ, ერთ-ერთი ასეთი არჩევანია. სავალდებულო არ არის დღეს იგივე გააკეთოთ, რასაც გუშინ აკეთებდით. თქვენ შეგიძლიათ არ გააგრძელოთ ისტორია. შესაძლოა გრძნობთ, რომ არ არსებობს სხვა გზა, გარდა იმისა, რასაც ცხოვრება გთავაზობთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენ იმაზე მეტი არჩევანი გაქვთ, ვიდრე აცნობიერებთ. თქვენ აკონტროლებთ თუ საით გადადგამთ შემდეგ ნაბიჯს. თქვენ ყოველთვის გაქვთ არჩევანი, მაშინაც კი, თუ ზოგჯერ, მას ვერ ხედავთ.