ჯანმრთელობა

7 მარტივი დილის ხრიკი, რომელიც მუცლის ცხიმის მოშორებაში დაგეხმარებათ

7 მარტივი დილის ხრიკი, რომელიც მუცლის ცხიმის მოშორებაში დაგეხმარებათ

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი დარდობს წონაზე, როგორც ჩანს, მათ უმრავლესობას მუცლის ცხიმი განსაკუთრებით აწუხებს. სინამდვილეში, თქვენი წონა არ არის განსაზღვრავს თქვენს გარეგნობას, უბრალოდ, სიმსუქნე თქვენს ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. ზედმეტი ცხიმი იწვევს ბევრ სერიოზულ დაავადებას: როგორიცაა დიაბეტი, ინფარქტი, დეპრესია და ა.შ.

არ იჩქაროთ

7 მარტივი დილის ხრიკი, რომელიც მუცლის ცხიმის მოშორებაში დაგეხმარებათ

როდესაც დილით გეჩქარებათ და ცდილობთ არ დააგვიანოთ სამსახურში ან სკოლაში, სტრესის ქვეშ ექცევით. შესაბამისად, თქვენს სხეულში იზრდება ჰორმონი კორტიზოლის რაოდენობა, რომელიც პასუხისმგებელია ამ პროცესზე. როგორც კვლევებით დასტურდება, ეს გამოიწვევს წონის მატებას თქვენს მუცელზე. ამიტომ შეეცადეთ უფრო მშვიდად გაიაროთ თქვენი დილის რუტინა.

გააკეთეთ მინი ვარჯიშები

7 მარტივი დილის ხრიკი, რომელიც მუცლის ცხიმის მოშორებაში დაგეხმარებათ

ვარჯიში წონის დაკლების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა და დილით ამის გაკეთება შეიძლება ენერგიის საუკეთესო წყაროც კია. უფრო მეტიც, დილის მარტიცი 10-15 წუთიანი ვარჯიშები, არა მხოლოდ მუცლის ცხიმის, არამედ წონის კლებაშიც დაგეხმარებათ.

საუზმეზე მიიღეთ ცილები და ბოჭკოები

7 მარტივი დილის ხრიკი, რომელიც მუცლის ცხიმის მოშორებაში დაგეხმარებათ

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მეტი ცილის მიღება იწვევს მუცლის ცხიმის ნაკლებობას. საუზმეში აუცილებლად შეიტანეთ ხორცი, თევზი, კვერცხი და ლობიო. უფრო მეტიც, სხვა კვლევამ აჩვენა, რომ ბოჭკოვანი საკვები ასევე დადებითად მოქმედებს მუცლის ცხიმის წვაზე. სელის თესლი, ბროკოლი, ავოკადო და ა.შ. - ბოჭკოვანი ნივთიერებების შესანიშნავი წყაროა თქვენს საკვებში.

დალიეთ წყალი წვენის ნაცვლად

7 მარტივი დილის ხრიკი, რომელიც მუცლის ცხიმის მოშორებაში დაგეხმარებათ

საუზმეზე წვენის მიღება ძალიან გავრცელებული ჩვევაა, თუმცა, ეს ნამდვილად არ არის ჯანმრთელი. წვენები სავსეა თხევადი ფრუქტოზით და მათი ყოველდღიური მოხმარება, სიმსუქნის მიზეზია. გარდა ამისა, კვლევებმა აჩვენა, რომ შაქრიანი სასმელები იწვევს ღვიძლში ცხიმის მომატებას.

წინასწარ გაამზადეთ ლანჩი

7 მარტივი დილის ხრიკი, რომელიც მუცლის ცხიმის მოშორებაში დაგეხმარებათ

ეს პატარა ჩვევა დაგეხმარებათ, დღის განმავლობაში უკეთ აკონტროლოთ კალორიების რაოდენობა. როდესაც ლანჩზე გავდივართ, შეიძლება უფრო მეტი საკვები მივიღოთ, ვიდრე დღის ამ პერიოდისთვისაა რეკომენდებული. ჭამაზე კონტროლის სტრატეგია, რომელიც დაგეხმარებათ ცხიმის დაწვაში.

უფრო მეტხანს გამოიძინეთ

7 მარტივი დილის ხრიკი, რომელიც მუცლის ცხიმის მოშორებაში დაგეხმარებათ

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ არასაკმარისი ძილი პირდაპირ კავშირშია ზედმეტ წონასთან. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ თქვენი ძილის საათებს.

იარეთ ფეხით ან ველოსიპედით

7 მარტივი დილის ხრიკი, რომელიც მუცლის ცხიმის მოშორებაში დაგეხმარებათ

ცნობილია, რომ კარდიო ვარჯიშები საუკეთესო საშუალებაა მუცლის ცხიმის დასაწვავად. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ ველოსიპედით მისვლა თქვენს სამუშაო ადგილზე ან სკოლაში, ყველაზე ჯანმრთელი ჩვევაა.