LIFE

სად არიან და რას საქმიანობენ „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ დღეს

სად არიან და რას საქმიანობენ „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ დღეს

ABC-ის საკულტო სერიალი „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ პირველად ეთერში 2004 წლის 3 ოქტომბერს გავიდა და მას შემდეგ უამრავი ემი, ოქროს გლობუსი თუ მსახიობთა გილდიის ჯილდო მოიპოვა. სერიალი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა მსოფლიოს ხუთ კონტინენტზე.

მარკ ჩერის საიდუმლოებით მოცულ კომედიურ დრამაში ტერი ჰატჩერი - სიუზენ მეიერი, ფელისიტი ჰოფმანი - ლინეტ სკავო, მარშა კროსი - ბრი ვან დე კამპი, ევა ლონგორია - გაბრიელ სოლისი მონაწილეობენ. ქალები გამოგონილ ამერიკულ დასახლებაში, ვისტერია ლეინის ქუჩაზე ცხოვრობენ. ულამაზესი სახლებისა და მოწესრიგებული ეზოების მიღმა სერიოზული ადამიანური დრამები იმალება.

სერიალი ეთერში 8 წლის განმავლობაში გადიოდა და უამრავი გულშემატკივარი ჰყავდა. 

გადავავლოთ თვალი როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ დღეს საკულტო მსახიობები.

ტერი ჰატჩერი - სიუზენ მეიერი

სად არიან და რას საქმიანობენ „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ დღეს

„სასოწარკვეთილი დიასახლისების“ დასრულების შემდეგ ტერის ერთი ხმოვანი როლი ჰქონდა 2013 წელს დისნეის ფილმ "თვითმფრინავებში". ტერიმ ასევე კულინარიის სიყვარული პოპულარობაშიც გამოიყენა. 2018 წლის იანვარში YouTube-ზე საკუთარი არხი Hatching Change გახსნა, რათა დაეხმაროს თავის მაყურებელს "პოზიტიური ცვლილებები შეიტანონ ცხოვრებაში...“

ფელისიტი ჰოფმანი - ლინეტ სკავო

სად არიან და რას საქმიანობენ „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ დღეს

ლინეტმა სულ ცოტა ხნის წინ პროკურორი ლინდა ფეირშტეინი განასახიერა ფილმში „როდესაც ისინი გვეჩვენებიან“. 2019 წლის მარტში კი სერიოზულ სკანდალში გაეხვა, რის შემდეგაც დააპატიმრეს. ჰოფმანმა 2017 წელს $15 000 გადაიხადა იმისთვის, რომ მისი შვილის გამოცდის შედეგები საიდუმლოდ გასწორებულიყო, რათა მას უნივერსიტეტში ჩაებარებინა. საიდუმლო სქემა წლის დასაწყისში გამოაშკარავდა, რომლის მიხედვითაც, მდიდარი ოჯახები შვილების სასწავლებელში მოსახვედრად ფულს იხდიდნენ. ჰოფმანს კოლეჯის სკანდალის საქმეში მონაწილეობისთვის 14-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. 

მარშა კროსი - ბრი ვან დე კამპი

სად არიან და რას საქმიანობენ „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ დღეს

მოკლე კარიერული პაუზის შემდეგ, 2015 წელს კროსმა კიდევ ერთ ფილმში ითამაშა. მსახიობი ტყუპ ქალიშვილებს, ედენსა და სევანას ქმართან ტომ მაჰონთან ერთად ზრდის. 2019 წლის ივნისში ქალმა განაცხადა, რომ მას სიმსივნე ჰქონდა და ახლა რემისიაშია. 

ევა ლონგორია - გაბრიელ სოლისი

სად არიან და რას საქმიანობენ „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ დღეს

ევა ლონგორია გარდა მსახიობისა პროდიუსერი, ბიზნესვუმენი და ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი აქტივისტია. „სასოწარკვეთილი დიასახლისების“ შემდეგ რეჟისორ მარკ ჩერის ახალ სერიალში, „ცბიერ მოახლეებში“ მონაწილეობდა. პარალელურად აქტიურად არის ჩართული ქველმოქმედებაშიც, ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და კიბოსთან მებრძოლ ქალებს. ევამ 2016 წელს ხოსე ბასტონზე იქორწინა, ორ წელიწადში კი შვილი სანტიაგო შეეძინა.

ნიკოლეტ შერიდანი - იდი ბრიტი

სად არიან და რას საქმიანობენ „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ დღეს

ნიკოლეტ შერიდანი სერიალამდე „ვოგისა“ და „კოსმოპოლიტენისთვის“ პოზირებდა. მისი გმირი თავიდან უმნიშვნელო პერსონაჟად იყო ჩაფიქრებული, მაგრამ მისი სამსახიობო მონაცემები საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ სცენარისტებს სპეციალურად მისთვის დაეწყოთ ისტორიების წერა. მართალია იდი მაყურებელმა შეიყვარა, მაგრამ ნიკოლეტს შოუს შემქმნელთან მწვავე დაპირისპირების გამო სერიალიდან წასვლა მოუხდა. 2018 წელს ნიკოლეტი ქმარს, სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ გაშორდა. 

ვანესა უილიამსი - რენე პერი

სად არიან და რას საქმიანობენ „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ დღეს

ბოლო წლებში უილიამსი გამოჩნდა სატელევიზიო შოუებში. 2018 წლის აპრილში კი განაცხადა, რომ მუშაობდა თავის მეცხრე ალბომზე. უილიამსს ოთხი შვილი ჰყავს: მელანი, ჯილიანი და დევინი - პირველ მეუღლესთან, რამონ ჰერვი II და საშა - მეორე მეუღლე, რიკ ფოქსთან. მესამედ 2015 წელს ჯიმ სკრიპზე იქორწინა.

სტივენ კალპი - რექს ვან დე კამპი

სად არიან და რას საქმიანობენ „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ დღეს

მას შემდეგ რაც სერიალში კალპის პერსონაჟი მოკლეს, ის რამდენიმე სატელევიზიო შოუში კიდევ გამოჩნდა. მათ შორის, ცნობილ „გრეის ანატომიაში“. სტივენს რეალურ ცხოვრებაში ჰყავს ორი ქალიშვილი, ქეითი და ჯო, მეუღლე ბარბარა აიერსი.

რიკარდო ანტონიო ჩავირა -  კარლოს სოლისი

სად არიან და რას საქმიანობენ „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ დღეს

ჩავირამ 2013 წელს Burn Notice-ის ორ ეპიზოდში ითამაშა. იმავე წელს მოკლე კონტრაქტი ჰქონდა NBC-ის სიტკომში „Welcome to the Family“. რიკარდოს ჰყავს მეუღლე, მარსეა დიტცელი, ვაჟი ტომასი და ქალიშვილი ბელენი.

ჯეიმს დენტონი - მაიკ დელფინო

სად არიან და რას საქმიანობენ „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ დღეს

ჯეიმსი სერიალის დასრულების შემდეგ არაერთ სატელევიზიო ფილმებსა თუ სერიალში მონაწილეობდა, მაგრამ მისი ვერც ერთი როლი ვერ გახდა ისეთივე წარმატებული, როგორიც „სასოწარკვეთილ დიასახლისებში“ მაიკ დელფინოს პერსონაჟი იყო. ჯეიმსს ჰყავს მეუღლე და ქალ-ვაჟი. გარდა მსახიობობისა 2006 წლიდან ის გიტარაზე უკრავს ერთ-ერთ სატელევიზიო ბენდში.

ბრენდა სტრონგი - მერი ელის იანგი

სად არიან და რას საქმიანობენ „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ დღეს

სერიალის მთხრობელი ბრენდა სტრონგი „სასოწარკვეთილ დიასახლისებში“ გამოჩენამდეც ტელევიზიის ვარსკვლავი იყო. ის მონაწილეობდა სერიალებში „თვინ პიქსი“, „საინფილდი“, „დალასი“, „სასწრაფო...“ მისი ხმა 180 სერიის განმავლობაში ესმოდა მაყურებელს. ბრენდა დღემდე აქტიურად ჩნდება ეკრანზე და მონაწილეობას იღებს ისეთ შოებში, როგორებიცაა: სკანდალი, ძვლები, 100, ნოტარიუსი, გეშინოდეთ მოსიარულე მკვდრების, სუპერგოგო და ა.შ პირველი ქორწინებიდან მსახიობს ერთი ვაჟი ჰყავს, მეორედ კი 2015 წელს ჯოან ბოკაზე იქორწინა.

დაგ სევანტი - ტომ სკავო

სად არიან და რას საქმიანობენ „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ დღეს

სერიალის დასრულების შემდეგ, რეალურ ცხოვრებაშიც ოთხი შვილის მამა რამდენიმე პროექტში გამოჩნდა, მაგრამ არცერთი არ აღმოჩნდა მისთვის წარმატებული. სამწუხაროდ დაგის გმირი მაყურებელებისთვის მხოლოდ საკულტო სერიალში აღმოჩნდა საყვარელი.