LIFE

რა არის აფირმაცია და როგორ გაიუმჯობესოთ ცხოვრება მისი საშუალებით?

რა არის აფირმაცია და როგორ გაიუმჯობესოთ ცხოვრება მისი საშუალებით?

რა არის აფირმაცია?

აფირმაცია არის მტკიცებულებითი წინადადებები, სადაც გადმოცემულია ჩვენი სურვილები, რომლებიც გვინდა რომ ახდეს. აფირმაცია ეს არის ქვეცნობიერის დაპროგრამების მეთოდი, რათა შეცვალოთ ის, რაც არ მოგწონთ და თქვენს ცხოვრებაში მიიზიდოთ ის, რაც გსურთ. პოზიტიური აფირმაცია ეს არის ერთგვარი „თესლი“, რომელსაც მიწაში ღრმად მარხავთ და ელოდებით როდის გაიზრდება.
დაიმახსოვრეთ, რომ ნაყოფს აუცილებლად მიიღებთ თუ ის დათესილია კარგ მიწაში და სწორად ირწყვება.

რა არის აფირმაცია და როგორ გაიუმჯობესოთ ცხოვრება მისი საშუალებით?

აფირმაცია არის წინადადებაში გამოხატული ემოციური აზრი, რომელიც ერთდროულად ქმნის როგორც საერთო ემოციურ ფონს, ისე – ემოციურ მიმართულებას. ემოციის გარეშე აფირმაციის წარმოთქმას და გამეორებას აზრი არა აქვს, რადგან ემოცია, განცდა, გრძნობა აფირმაციის “საწვავია”.

აფირმაციის ძალა მდგომარეობს სწორი განზრახვის დადგენაში. თქვენ ირჩევთ რას გააკეთებთ და როგორ იგრძნობთ თავს. აფირმაცია არის შეთანხმება, რომელსაც საკუთარ თავთან აფორმებთ და იხსენებთ, თუ რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი.

ჩვენ დღის განმავლობაში ვრეაგირებთ იმ რამეებზე, რაც ჩვენს თავს ხდება. ეს გვაიძულებს, ვიცხოვროთ მხოლოდ მიღებული შეტყობინებებისა ან განცდების გათვალისწინებით. ამის ნაცვლად, აფირმაცია არის იმის გადაწყვეტის გზა, თუ რას ვაპირებთ.

საჭიროა აფირმაციების დღეში სამჯერ რამდენიმე წუთით გამეორება.
თავდაპირველად საჭიროა დამშვიდდეთ, მოდუნდეთ, გონებაში დაინახოთ საკუთარი მიზნები, სურვილები, მისწრაფებები და დაიწყოთ აფირმაციების გამეორება.

როგორ გაიუმჯობესოთ ცხოვრება მისი საშუალებით?

რა არის აფირმაცია და როგორ გაიუმჯობესოთ ცხოვრება მისი საშუალებით?

თქვენ შეგიძლიათ დღე შთაგონებით დაიწყოთ. მარტივი აფირმაცია დაეხმარება თქვენს ტვინს გააკეთოს ის, რაც გჭირდებათ.

”დღეს მე კეთილი ვიქნები და ვაჩვენებ საკუთარ თავს, თუ რამდენად დიდ პატივს ვცემ ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებს. მე მადლიერებას გამოვავლენ იმ ადამიანების მიმართ, ვინც მეხმარება და სიკეთეს ვუჩვენებ მათ. ვეცდები ვიყო უკეთესი ადამიანი და სხვების ჩემი საუკეთესო ვერსია შევთავაზო”

ხშირად, დილის დასაწყისი განსაზღვრავს მთელ დღეს. თუ ჯიუტად აგრძელებთ, რომ ადგეთ უკანასკნელ მომენტში, გამოტოვეთ საუზმე და იჩქაროთ, სავარაუდოდ თავს შფოთვის ემოციით ამძიმებთ. თუ შეძლებთ დილა ნაყოფიერად დაიწყოთ, მაშინ მთელი დღე პოზიტიური ემოცია გაგყვებათ. ამის მარტივი გზა აფირმაციით იწყება.

როგორ შეგიძლიათ შექმნათ დილის აფირმაციები? ძალიან მარტივად, აირჩიეთ ის, რისი გაკეთებაც გსურთ დღეს. რა მიზანი გაქვთ დღეს? რამ შეიძლება შთაგაგონოთ ამ დილით?

მაგალითად:

”აი ის, რაც დღეისთვის დავგეგმე. გადავხედავ ყველაფერს, რისი გაკეთებაც მაქვს განზრახული და დარწმუნებული ვიქნები, რომ ჩემი შესაძლებლობების გათვალისწინებით, ყველაფერს გეგმის მიხედვით გავაკეთებ.”

”ის, რაც გუშინ მოხდა, დღეს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. დღეს ახალი დღეა და მე მას ახალ დასაწყისთან ვარ. თუ გუშინ შეცდომა დავუშვი, დღეს მისი გამოსწორება შემიძლია. დღეს დავასრულებ სინანულს და აღარ გავიმეორებ დაშვებულ შეცდომებს. დღეს გავაკეთებ იმას, რის გაკეთებასაც ვაპირებ, რათა ჩემი ყოველი დღე დანაშაულის, სინანულისა და სირცხვილის გრძნობების გარეშე განვლიო. ”

ღრმად ჩაისუნთქეთ, შეხედეთ თქვენს ანარეკლს და გაიმეორეთ აფირმაცია. აქ იმალება ის საიდუმლო, რისი საშუალებითაც შეგიძლიათ დღე მაქსიმალურად შეცვალოთ.

პირველ რიგში, გადახედეთ თქვენს დღევანდელ გეგმას:

„მე მაქვს შესაძლებლობა დავასრულო ის, რაც დღეისთვის დავგეგმე“.

”დღეს თავიდან ავიცილებ შეცდომას ისეთი საქმის გაკეთება, რასაც ხვალ ვნანობ.”

რა არის აფირმაცია და როგორ გაიუმჯობესოთ ცხოვრება მისი საშუალებით?

დღის ბოლოს წარმოიდგინეთ საკუთარი თავი, კმაყოფილი და ამაყი იმით, რაც თქვენ გააკეთეთ: "მე შევასრულებ ყველა ჩემს მცირე მიზანს და დავიძინებ კმაყოფილი". განიზრახეთ ბედნიერი, დანაშაულისა და სინანულის გარეშე ცხოვრება. შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ არ გაღიზიანებდეთ სხვების ქმედებებზე: ”ყველას პატივისცემით მოვექცევი და ვცდილობ ყოველდღე უკეთ გავხდე”.
დაიმახსოვრეთ, რომ აფირმაციას ჯადოსნური ძალა გააჩნია, დაიჯერეთ მისი შესაძლებლობების და ცხოვრება, გაცილებით უკეთესი გახდება!



<a href="https://www.makemebetter.net/">https://www.makemebetter.net/</a>