LIFE

7 რამ, პრინცესა დიანას შესახებ, რაც სულ ახლახანს გავიგეთ

7 რამ, პრინცესა დიანას შესახებ, რაც სულ ახლახანს გავიგეთ

მსოფლიოს ისტორიაში, ის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საყვარელი პრინცესაა. მისი ღიმილისა და ბრწყინვალების მიღმა იმალება პირადი ისტორიები, რომლებიც მის სტილსა თუ გემოვნებაზე მაღლა დგას. მისი ყოველი გამოჩენა საზოგადოებაში იმდენად დასამახსოვრებელი იყო, რომ რამდენიმე ათწლეულის შემდეგაც კი, არ ჩერდება პრინცესა დიანას პიროვნებაზე საუბარი.

სამეფო გვირგვინი და უხილავი ქსოვილი

7 რამ, პრინცესა დიანას შესახებ, რაც სულ ახლახანს გავიგეთ

პრინცესა დიანამ იცოდა უზადოდ ჩაცმა. თუმცა ის ისეთ დეტალებსაც აქცევდა ყურადღებას, რაც ერთი შეხედვით შეუმჩნეველიც კია. მაგალითად, სამეფო გვირგვინებს თმის ფერის ქსოვილის გამოყენებით იმაგრებდა. თუ ყურადღებით დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ამ უბრალო ტექნიკის საშუალებით, მის თმაზე გვირგვინი ყოველთვის ბუნებრივად ჩანს.

ნალის სიმბოლო იღბლისთვის და საქორწინო კაბა

7 რამ, პრინცესა დიანას შესახებ, რაც სულ ახლახანს გავიგეთ

ერთ-ერთმა დიზაინერმა, რომელმაც პრინცესას საქორწინო კაბა შექმნა, თავის წიგნში გაამჟღავნა, რომ ნალის სიმბოლო 18 კარატიანი ოქრო იყო და თეთრი ბრილიანტები ამშვენებდა. იღბლის სიმბოლო სამოსის ეტიკეტზე იყო დატანებული.

სენტიმენტალური სამაჯური

7 რამ, პრინცესა დიანას შესახებ, რაც სულ ახლახანს გავიგეთ

ეს სამაჯური ერთ-ერთი პირადი საგანძური იყო, რომელსაც მის გულში განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ქმრისგან, პრინც ჩარლზისგან მიღებულ საჩუქრს, ასოები "W" და "H" , მისი 2 ვაჟის, უილიამის და ჰარის ინიციალები ამშვენებდა.

ფეხსაცმელი დაბალ ქუსლზე

7 რამ, პრინცესა დიანას შესახებ, რაც სულ ახლახანს გავიგეთ

იმისათვის, რომ დარწმუნებულიყო, პრინცი ჩარლზი მასზე მაღალი ჩანდა, ძალიან მაღალ ქუსლებს არ აცმევდა. ამის მიზეზი ისაა, ისინი თითქმის თანაბარი სიმაღლის იყვნენ. თუმცა ერთად გამოჩენისას, ეს ხშირად აშკარა არ იყო, რადგან პრინცესა ფეხსაცმელს დაბალი ქუსლებით ატარებდა.

ჩანთები "დეკოლტესთვის“

7 რამ, პრინცესა დიანას შესახებ, რაც სულ ახლახანს გავიგეთ

სამეფო წესის ეტიკეტის გამო, პრინცესას ჰქონდა ვალდებულება, რომ მანქანიდან გადმოსვლის დროს, მოკრძალებული იერი შეენარჩუნებინა. სწორედ ამიტომ, ძალიან ხშირად მკერდს clutch ჩანთების საშუალებით ფარავდა. ამ ხრიკის წყალობით, პაპარაცები ვერ ახერხებდნენ სკანდალური ფოტოების გადაღებას, ხოლო პრინცესა, ცხოვრების ნებისმიერ მომენტში, ელეგანტურად გამოიყურებოდა.

პირველი ქალი სამეფო ოჯახიდან, რომელმაც ოფიციალური ღონისძიებაზე შარვალი ჩაიცვა

7 რამ, პრინცესა დიანას შესახებ, რაც სულ ახლახანს გავიგეთ

პრინცესამ ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ყოველთვის წინდახედული და გაბედული იყო. მას აშკარად არ ეშინოდა სიახლეების და მიუხედავად იმისა, რომ შარვლის ტარება ოფიციალურ ღონისძიენბაზე არ არღვევდა სამეფო ჩაცმულობის ეტიკეტს, ის გახდა პირველი ქალი, რომელმაც ეს გაბედა.

პრინც ჩარლზთან დაშორების შემდეგ, კვლავ ატარებდა ნიშნობის ბეჭედს

7 რამ, პრინცესა დიანას შესახებ, რაც სულ ახლახანს გავიგეთ

თუ კარგად დააკვირდებით მის ფოტოებს, შეამჩნევთ, რომ პრინც ჩარლზთან დაშორების შემდეგ, 1992 წელს, მან გააგრძელა ნიშნობის ბეჭდის ტარება. დიანამ თავისი ბეჭედი არ მოიშორა არც მომდევნო 4 წლის განმავლობაში, სანამ ისინი ოფიციალურად განქორწინდნენ 1996 წელს.



<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>