დავიწყოთ ოსკარ უაილდის ცნობილი ციტატით: „სისულელეა ადამიანების ცუდებად და კარგებად დაყოფა. ისინი ან მომხიბვლელები არიან, ან სულელები.”

თქვენ აუცილებლად იცნობთ ადამიანს, რომელიც ყველას მოსწონს და უყვარს. არ არსებობს სიტუაცია და სოციუმი, სადაც ის ვერ მოიპოვებს სიმპათიას. კი მაგრამ, რა პიროვნული მახასიათებლები აქვს ამ ადამიანს? რატომაა ეს ადამიანი ასეთი განსაკუთრებული და მომხიბლავი?

ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ 5 თვისებას, რომლიც განსაკუთრებით მომხიბლავ ადამიანებს ახასიათებთ.

ადამიანების გაბედნიერება

მომხიბვლელი ადამიანები ხშირად ახალისებენ ხალხს. მათ მოსწონთ ადამიანებთან კომუნიკაცია და ყოველთვის ცდილობენ აგრძნობინონ სხვებს, თუ რაოდენ განსაკუთრებულები არიან. ადამიანების უმეტესობა არასრულფასოვნებას განიცდის, ხოლო მომხიბლავი ადამიანები მუდამ ცდილობენ მათ შექებას, გაძლიერებასა და გაბედნიერებას. მათ საერთოდ არ ერიდებათ სხვებისთვის კომპლიმენტების გაკეთება. ისინი ყოველთვის ხედავენ იმ ადამიანების დადებით მხარეს, რომელთანაც ურთიერთობენ და აიგნორებს სხვების უარყოფითი მხარეებს.

პოზიტიური დიალოგი

ისინი თავიანთ დროს სხვებთან ხარისხიანად ატარებენ სხვებთან და არ ფიქრობენ ინვესტიციის მიღებაზე. ისინი ასევე ყურადღებით ფოკუსირდებიან მოსაუბრის ნათქვამზე და აფასებენ მათ პერსპექტივებს. მიუხედავად ამისა, თუ მოსაუბრის პერსპექტივა მათთვის მისაღებია თუ არა, მათ აქვთ შესანიშნავი თვისება, რომ ნებისმიერი დისკუსია სასიამოვნო კომუნიკაციად გადააქციონ. როგორც წესი, ამისთვის ისინი ხშირად იყენებენ ხუმრობებსა და იუმორის ძალას.

კარგი მსმენელი

მომხიბლავი ადამიანები შესანიშნავი მსმენელები არიან. ისინი მხოლოდ ლაპარაკისკენ კი არ მიისწრაფვიან, არამედ უსმენენ სხვების ნათქვამს. მათ სჯერათ, რომ ყველასგან რაღაცის სწავლაა შესაძლებელი, რადგან მათ ყველაფერი აინტერესებთ. დიდი ინტერესით ადამიანების მოსმენა და მათი გრძნობების დაკავშირება ნებისმიერ პიროვნებას ყველასათვის საყვარელ ადამიანად აქცევს.

შეხების ძალა

მომხიბლავი ადამიანები გრძნობენ, როდისაა ადამიანი ღია შეხებისთვის და როდის არა. ამას ისინი იყენებენ სხვებთან დასაკავშირებლად და მათი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. შეხება არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს სხვების ემოციების გააზრებას. ეს კავშირი ნებისმიერ ადამიანს ხიბლავს და მოიცავს. მაგალითად, მხარზე ნაზი შეხებით, მომხიბლავი ადამიანები მათი სიტყვების გულწრფელობას გამოხატავენ.

უცნაურობები

ძალიან საშიშია, როდესაც ადამიანი არ აღიარებს რომელიმე ნაკლოვანებას. მომხიბვლელ ადამიანს არ ეშინია უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნის და სხვები ამ თვისების გამო მათ კიდევ უფრო მეტ პატივს სცემენ. ისინი არასდროს მალავენ თავიანთ შეცდომებს, რადგან შესანიშნავად ესმით საკუთარი ნაკლი და არწმუნებენ სხვას, რომ მომავალში მის თავიდან ასაცილებლად იზრუნებენ.