სილამაზე

3 უჩვეულო ნიშანი იმისა, რომ თქვენი სახე დაბერებას იწყებს

3 უჩვეულო ნიშანი იმისა, რომ თქვენი სახე დაბერებას იწყებს

მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ჩვენი კანი დროთა განმავლობაში დაბერდება, შესაძლებელია, რომ კანის დაბერების ნიშნები 25 წლის ასაკიდან გამოჩნდეს. ამ ფიზიკური ცვლილებების უმეტესობა უვნებელია, მაგრამ მათ შეუძლიათ არასასიამოვნო შეგრძნება მოგვიტანონ და გავლენა მოახდინონ ჩვენს განწყობაზე.

როგორც კი კანის დაბერების ადრეულ ნიშნებს დავადგენთ, ნიშნავს, რომ დროა ჩვენი ცხოვრების სტილი და ჩვევების შევცვალოთ, რათა უფრო დიდხანს ვისიამოვნოთ ახალგაზრდობით.

თქვენი ტუჩები თხელდება

3 უჩვეულო ნიშანი იმისა, რომ თქვენი სახე დაბერებას იწყებს

თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი ტუჩები ოცდაათიანი წლების ტრენდულ ტუჩებს ემსგავსება მაშინ შესაძლებელია, რომ თქვენი კანი უფრო სწრაფად ბერდება, ვიდრე ნორმალურია. მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს კოლაგენის ნაკლებობა. ასევე შეიძლება ეს გამოწვეული იყოს დეჰიდრატაციით, მოწევით, მზის ზედმეტი ზემოქმედებითა და C ვიტამინის ნაკლებობით.

თქვენი კანი ადვილად ზიანდება

3 უჩვეულო ნიშანი იმისა, რომ თქვენი სახე დაბერებას იწყებს

იდუმალებით მოცული, არსაიდან გაჩენილი სისხლჩაქცევები ნაადრევი დაბერების ნიშანია. ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვენი კანი დათხელდა და სისხლჩაქცევებისკენ მიდრეკილი გახდა. ასეთ შემთხვევაში, ჭრილობების შეხორცებაც ნელა მიმდინარეობს. კანის ხშირი და ღრმა დატენიანება დაგეხმარებათ დაბერების პროცესის შეკავებაში.

ე.წ. „ბალიშები“ თვალებზე

3 უჩვეულო ნიშანი იმისა, რომ თქვენი სახე დაბერებას იწყებს

ადვილია დაბერების ამ ნიშნის უგულებელყოფა, რადგან ე.წ. „ბალიშები“ 20 წლის ასაკშიც კი ჩვეულებრივი მოვლენაა. თვალების შეშუპების მიზეზი, ძილის უკმარისობის გარდა, თვალის გარშემო სითხის დაგროვებაა. მისი გაქრობის ერთ-ერთი გზაა მარილიანი საკვების ამოღება ჩვენი რაციონიდან, რათა თვალის მიდამოში წყლის შეკავება ავიცილოთ თავიდან.