ჰოროსკოპი

ზოდიაქოს რომელ 3 ნიშანზე იმოქმედებს ყველაზე მეტად 2021 წლის 11 თებერვლის ახალი მთვარე?

ზოდიაქოს რომელ 3 ნიშანზე იმოქმედებს ყველაზე მეტად 2021 წლის 11 თებერვლის ახალი მთვარე?

მზად ხართ ახალი, ინოვაციური პროექტების დასაწყებად? ახლა შესანიშნავი დროა - რადგან 2021 წლის თებერვლის ახალი მთვარე, ჩვენს ცხოვრებაში ცვლილებების ქარს საკმაოდ მძლავრად დაუბერავს. ეს ახალი მთვარე, მერწყულის ეპიკური სტელიუმის კულმინაციურ წერტილშია.

მიუხედავად იმისა, რომ ყველას ექნება შესაძლებლობა გამოიყენოს მთვარის მძლავრი ენერგიის არხი, ზოგიერთ ზოდიაქოს ნიშანს, 2021 წლის თებერვალი განსაკუთრებულ სიახლეებს ჰპირდება.

ასტროლოგიაში ახალი მთვარე საუკეთესო დროა ახალი საქმეების დასაწყებად, ახალი გეგმების დასახვისა და პირადი განზრახვების ასრულებისთვის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, ეს რეტროგრადულ მერკურის შეუძლია მარტივად აურიოს ჩვენი ახალი მთვარის გეგმები.

კურო

ეს ახალი მთვარე თქვენს კარიერას სახლს გაანათებს, ამიტომ მოსალოდნელია სერიოზული ცვლილებები, რომლებიც წარმოიქმნება თქვენი ამჟამინდელი კარიერული ტრაექტორიის გარშემო. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ სამსახურში ჩვეული რუტინული რეჟიმის დატოვება გსურთ, ან შეიძლება მთლიანად სხვა პროფესიულ გზაზე გადაუხვიოთ.

ასეა თუ ისე, მიზანზე ორიენტირებული მარსი, რომელიც ახლა თქვენს ნიშანში იმყოფება, თავს ძალიან გაბედულად გაგრძნობინებთ. საკუთარი ინდივიდუალობის წყალობით, ნებისმიერ სამსახურში იბრწყინებთ. ეს არის თქვენი შანსი, გამოხვიდეთ საზღვრებს გარეთ და დაიწყოთ ახალი ბილიკების ძიება. გახსოვდეთ, რომ 2021 წლის თებერვლის ცა სწორედ ასეთი ცვლილებებისთვისაა შექმნილი.

ლომი

შეიძლება თქვენ ჯერ კიდევ ვერ რეაბილიტირდით თქვენი ნიშნის, ლომის დრამატული სავსე მთვარის შემდეგ, მაგრამ ახლა სხვა ინტენსიური სავსე მთვარისთვის მოგიწევთ მომზადება. ეს იმიტომ, რომ ახალი მთვარე თქვენი ურთიერთობის სახლს გაანათებს, რაც ხაზს უსვამს სასიყვარულო ცხოვრების მნიშვნელობას.

მერკურის რეტროგრადული სიგნალებით, ამ დღეებში შეიძლება გაგიჭირდეთ პარტნიორებთან ურთიერთობა - მაგრამ უთანხმოება სულ მალე გამოსწორდება. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა განაახლოთ ურთიერთობები და ხელახლა განსაზღვროთ საკუთარი თავისთვის დადგენილი წესები. თუ მარტოხელა ხართ, ეს მშვენიერი დროა, გახსნათ თქვენი გონება (და გული), რათა შეხვდეთ ახალ ადამიანებს.

მერწყული

ეს თქვენი ახალი მთვარეა, მერწყულო, მაგრამ თავს ძლიერად სულაც არ გრძნობთ. ამის მიზეზი ისაა, რომ თქვენ სერიოზულ პირად ცვლილებებს გადიხართ ამ თვეში პლანეტის სტელიუმის წყალობით - და ეს პერიოდი, ამ კოსმოსური გარდაქმნას კიდევ უფრო მეტ სიმძაფრეს შესძენს. თქვენ ამჟამად ფიქრობთ იმაზე, თუ როგორია თქვენი ავთენტური ვერსია, ამიტომ მნიშვნელოვანია თქვენი საკუთარი საჭიროებების პატივისცემა.

ამდენი ღრმა ცოდნა თქვენი პიროვნების შესახებ შეიძლება დამღლელიც კი იყოს, მაგრამ თქვენი ინოვაციური იდეები და ცხოვრების არატრადიციული ხედვა, სხვა ადამიანებს ნამდვილად შთააგონებთ. გამოიძახეთ თქვენი უნიკალური სიძლიერე, თუნდაც ახალი მთვარის ცვლილებებისა და გამოწვევების ფონზე.