ჯანმრთელობა

5 პროდუქტი, რომლის ყოველდღიური მიღება ენერგიით აგავსებთ

5 პროდუქტი, რომლის ყოველდღიური მიღება ენერგიით აგავსებთ

ყველა საკვები არ ზრდის ენერგიის დონეს?

5 პროდუქტი, რომლის ყოველდღიური მიღება ენერგიით აგავსებთ

დიახ, მაგრამ სხვადასხვა გზით. შაქრიანი სასმელები, ტკბილეული და ნამცხვრები ძალიან სწრაფად ავსებენ სისხლს შაქრით - ერთგვარი საწვავით. მომხდარი „ავარიიდან“ ცოტა ხანში კი ისევ შიმშილისა და დაღლილობის გრძნობა შეგაწუხებთ. რთული ნახშირწყლებისგან განსხვავებით, ჯანსაღ ცხიმებსა და ცილებს უფრო მეტი დრო სჭირდებათ გადასამუშავებლად, თუმცა უფრო სტაბილურად აკმაყოფილებენ შიმშილის გრძნობას და სხეულს ენერგიით ავსებენ.

შვრია

5 პროდუქტი, რომლის ყოველდღიური მიღება ენერგიით აგავსებთ

შვრია რთული ნახშირწყალია, რაც ნიშნავს, რომ იგი სავსეა ბოჭკოთი და ნუტრიენტებით. ორგანიზმი ნელა ითვისებს შვრიის ფაფას, ხოლო მთელს სხეულს თანაბარზომიერად გადასცემს ენერგიას. დილით მიღებული შვრიის ფაფა, რამდენიმე საათის განმავლობაში უზრუნველყოფს თქვენს ენერგიას.

კვერცხი

5 პროდუქტი, რომლის ყოველდღიური მიღება ენერგიით აგავსებთ

ერთი კვერცხის ენერგეტიკული ღირებულება მხოლოდ 70 კალორიაა, მაგრამ აქვს 6 გრამი ცილა. ეს კი ნიშნავს, რომ ის სავსეა საწვავით, რომელიც ნელა გამოიყოფა. კვერცხს ასევე გააჩნია უფრო მეტი საკვები ნივთიერება, ვიდრე კალორიები. შედეგად კი ორგანიზმი ხანგრძლივად იკმაყოფილებს შიმშილს და თანაც, დიდი ენერგიით ივსება.

ლობიო

5 პროდუქტი, რომლის ყოველდღიური მიღება ენერგიით აგავსებთ

ლობიო ცილის შესანიშნავი წყაროა, განსაკუთრებით თუ ვეგეტარიანელი ან ვეგანი ხართ. ლობიოს გააჩნია უამრავი ბოჭკო, რაც ხელს უწყობს საჭმლის მონელების სისტემის გააქტიურებას. ასევე, ის მდიდარია მაგნიუმითაც, რაც თქვენს უჯრედებს საჭირო ენერგიის მიღებაში ეხმარება.

ნიგოზი

5 პროდუქტი, რომლის ყოველდღიური მიღება ენერგიით აგავსებთ

ნიგოზი ომეგა-3-თაა მდიდარი. მიუხედავად იმისა, რომ ის მაღალკალორიული პროდუქტია, კვლევებით დასტურდება, რომ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად მიირთმევენ ნიგოზს, წონაში არ იმატებენ. ამის მიზეზი ისაა, რომ ბოჭკოები ანელებენ კალორიების მიღების სიჩქარეს, ხოლო პარალელურად, "ჯანმრთელი" ცხიმები შიმშილის გრძნობას აკმაყოფილებენ.

წყალი

5 პროდუქტი, რომლის ყოველდღიური მიღება ენერგიით აგავსებთ

როდესაც სხეული არ იღებს საკმარისი რაოდენობის წყალს, ის მარტივად იღლება. წყალი ასევე ხელს უწყობს საწვავისა და საკვებ ნივთიერებებს თქვენს უჯრედებამდე მიტანას და ნარჩენების მოცილებას. ადამიანები, რომლებიც უფრო მეტ წყალს სვამენ, ჩვეულებრივ იღებენ ნაკლებ ცხიმს, შაქარს, მარილს, ქოლესტერინს და საერთო კალორიებს.



<a href="https://www.webmd.com/">https://www.webmd.com/</a>