LIFE

ოცნება თუ მოქმედება? – 3 რამ, რისი შეხსენებაც აუცილებლად გჭირდებათ

ოცნება თუ მოქმედება? – 3 რამ, რისი შეხსენებაც აუცილებლად გჭირდებათ

გაქვთ სანუკვარი ოცნება? თუ თქვენი პასუხია „დიახ“, არის ეს ყველაზე პირადი რამ, რაც ცხოვრებაში გაგაჩნიათ?

ძალიან ხშირად, ჩვენ ცხოვრებით იმ იდეებით, რომლებიც სხვა ადამიანებს ემყარება. ჩვენ მივყვებით მშობლების ოცნებას წარმატებაზე. ჩვენ მივყვებით ჩვენს მეგობრებსა და ჩვენს მისაბაძ ადამიანებს. ჩვენ საშუალებას ვაძლევთ საზოგადოებას, რომ მან ჩამოაყალიბოს ის გზა, როგორზეც ჩვენ ვოცნებობთ.

ხშირად, თავს უფლებას არ ვაძლევთ გავაანალიზოთ ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, რადგან გვეშინია უარყოფის ან კრიტიკის. მაგრამ ყველას გვაქვს უფლება ვიოცნებოთ და გულით ვატაროთ ის სურვილი, რომელიც ჩვენთვის ყველაზე განსაკუთრებულია.

1. შეიძლება ზუსტად არ იცოდეთ რა გსურთ და რა არა, მაგრამ ნამდვილად იცით, თუ რაზე ოცნებობთ.

ოცნება თუ მოქმედება? – 3 რამ, რისი შეხსენებაც აუცილებლად გჭირდებათ

ხშირად, ჩვენვე ვართ ის ადამიანები, ვინც საკუთარ ოცნებებს ანადგურებს ან უარყოს, რადგან, როგორც ჩანს, გვეშინია, რომ ისეთი სურვილი გვაქვს, რაც დღევანდელი სიტუაციაში შეუძლებელია.

თქვენ შეიძლება ამბობთ: ”მე ამას გავაკეთებ მას შემდეგ, რაც ბავშვები გაიზრდებიან”. თქვენ შეიძლება ასევე თქვათ: ”სისულელეა ამის გაფიქრება ჩემს ასაკში, საიდუმლოდ უნდა შევინახო ” მაგრამ ეს მხოლოდ ის შეზღუდვებია, რომლებსაც საკუთარ თავს ვუწესებთ.

2. თუ საკუთარ თავს არა მარტო ოცნების, არამედ მოქმედების საშუალებასაც მისცემთ, ვერავინ შეძლებს თქვენს შეჩერებას.

ოცნება თუ მოქმედება? – 3 რამ, რისი შეხსენებაც აუცილებლად გჭირდებათ

ჩვენი ოცნებაა ის, რაც ყველაზე მეტად გვამოძრავებს, ამიტომ მას გათავისუფლების საშუალება უნდა მივცეთ.

ოცნება შეიძლება ძალიან პატარა ნაბიჯია, მაგრამ საკუთარი თავისთვის მისი ფლობის ნებართვა ცვლილებას მოახდენს ჩვენს ცხოვრებაში.

საკუთარ თავს უთხარი, რომ ამ ოცნებას აუცილებლად გაჰყვებით. დაე, თავისუფლად იმოგზაუროს თქვენს გონებაში, მოგცეთ ენერგია და იგრძნოთ შთაგონება. ამის გაკეთების შემდეგ, თქვენ შეძლებთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას და წინსვლას.

3. რაც არ უნდა მიუღწეველი გეჩვენებოდეთ ოცნება, მას არ უღალატოთ, რადგან ის, მოძრაობაში დაგეხმარებათ.

ოცნება თუ მოქმედება? – 3 რამ, რისი შეხსენებაც აუცილებლად გჭირდებათ

რა თქმა უნდა, ოცნება მხოლოდ პირველი ნაბიჯია. მაგრამ ეს აუცილებელია იმისთვის, რომ გააგრძელოთ ის გზა, რომლის გავლაც გსურთ. ეს შთაგაგონებთ, მოგცემთ ენერგიას და დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

დართეთ საკუთარ თავს ნება ოცნების უფლება და დაინახავთ, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრების მისი საშუალებით. ოცნება არის პირველი მოქმედებისკენ, ამიტომ გადადგით ეს პირველი ნაბიჯი დღესვე.



<a href="https://www.makemebetter.net/">https://www.makemebetter.net/</a>