LIFE

რას ნიშნავს „კარგი ადამიანი“ და როგორ გავხდეთ ერთ-ერთი მათგანი?

რას ნიშნავს „კარგი ადამიანი“ და როგორ გავხდეთ ერთ-ერთი მათგანი?

რას ნიშნავს, „კარგი ადამიანი“? კარგია, ხასიათის გარკვეული თვისებები და ასევე ის, თუ როგორ რეაგირებს ადამიანი სიტუაციებსა და სხვისი ხასიათის უარყოფით თვისებებზე, ამასთან, როგორ რეაგირებს ის საკუთარ წარმატებაზე. ადამიანები იბადებიან თავდაცვის იმ ბუნებრივი ინსტიქტით, რომელიც მრავალ უარყოფით თვისებად ითვლება. ცხოვრებისეული სიტუაციებისა და ვითარების მიმართ გარკვეული ქცევა იგივეა, რაც რეაქცია სხვა ადამიანებისა და მათი მოქმედებების მიმართ. 

მაშ რა არის "კარგი ადამიანი"?

რას ნიშნავს „კარგი ადამიანი“ და როგორ გავხდეთ ერთ-ერთი მათგანი?

პირველ რიგში, საჭიროა გავშიფროთ ადამიანის ქცევა და პიროვნება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ადამიანის ხასიათი შედგება 3 ძირითადი ნაწილისგან: ღირებულებები, ქცევა და შინაგანი კომპასი.

  1. ღირებულება არის ის, თუ როგორ რეაგირებ ძირითად იდეაზე. მაგალითად, როგორ აფასებ სიკეთესა და ბოროტებას? იყენებ კი ამ შეფასების კრიტერიუმებს რეალურ ცხოვრებაში?
  2. ქცევა, რომელსაც "პიროვნების თვისებებს" უწოდებენ, გულისხმობს იმას, თუ რას აკეთებთ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებში. მაგალითად, აფასებთ გამბედაობას და სწავლობთ, თუ როგორ უნდა იყოთ უფრო მამაცი ადამიანი?
  3. ხოლო თუკი საკუთარი სიტყვებისა და ღირებულებების შესაბამისად მოქმედებ, ეს შენი შინაგანი კომპასია, უფრო სწორედ ის, ვინც ხარ.

რა ითვლება ხასიათის კარგ თვისებებად?

რას ნიშნავს „კარგი ადამიანი“ და როგორ გავხდეთ ერთ-ერთი მათგანი?

სიკეთე; ემპათია; მოწყალება; მზრუნველობა; თავმდაბლობა; პატიოსნება; მიმტევებლობა; პასუხისმგებლობა; პოზიტიურობა; გამბედაობა; თავაზიანობა; ლიდერობა; გულმოდგინება; ზომიერება; სამართლიანობა; ერთგულება; ამბიციურობა; ცნობისმოყვარეობა; დამოუკიდებლობა; პუნქტუალურობა - მოკლედ, ნებისმიერი ადამიანის ხასიათის ნებისმიერი თვისება შეიძლება ჩაითვალოს „კარგ თვისებად“.

ხასიათის ისეთი თვისებები, როგორიცაა სიკეთე, სიყვარული, თანაგრძნობა დეფინიციაში ძალიან ჰგავს ერთმანეთს. სინამდვილეში, ამ ჩამონათვალში მოცემული თვისებების უმეტესი ნაწილი თავისთავად ცხადია, რადგან ისინი ისეთი რამეებია, რასაც ბავშვობაში უნდა გვასწავლიდნენ. დანარჩენებზე რას იტყვი?

შეუპოვრობამ და მოთმინებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ერთმანეთს. დაელოდეთ სწორ დროს და მიიღეთ ის მოვლენები, რომელთა შეცვლაც არ შეგიძლიათ. ეს ორი თვისება აუცილებლად მოგიტანთ წარმატებას. 

რას ნიშნავს „კარგი ადამიანი“ და როგორ გავხდეთ ერთ-ერთი მათგანი?

მაგალითად, იქნებ სადმე მოგზაურობაზე, სადაც არასდროს ყოფილხართ? იცით რამდენ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა დაუყოვნებლივ შეუკვეთოს ფრენა და საოცნებო ადგილზე გაეშუროს? საქმეს დრო სჭირდება! იქონიეთ მოთმინება და ამასობაში გაემზადეთ! 

ან იქნებ ისეთ პროფესიაზე ოცნებობთ, რაც იცით, ადვილი არ იქნება. გახსოვდეთ, რომ ის, რისკენაც მიისწრაფვით, დიდ მოთმინებასა და მოთმინებას მოითხოვს.

როგორც არ უნდა განვიხილოთ „კარგი ადამიანის“ მახასიათებლები, ფაქტი ერთი იქნება - ნებისმიერი თვისების შეცვლა, შეძენა თუ გამომუშავებაა შესაძლებელი. არ არსებობს ხასიათის ის თვისება, რომელიც ცალმხრივად კარგი ან ცუდია. შესაბამისად, არც მხოლოდ კარგი ან ცუდი ადამიანები არსებობენ. ყველა ადამიანს შეუძლია გახდეს უკეთესი ან უარესი ადამიანი.

დაიმახსოვრეთ, რომ თუ საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე ფიქრობთ, მაშინ თავმდაბლობის შენარჩუნება, ცვლილებებზე ადაპტირება და პოზიტიური აზროვნება დაგჭირდებათ. აიღე ეს ძირითადი თვისებები და მათთან ერთად გაემზადეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიასთან შესახვედრად.



<a href="https://thoughtcatalog.com/">https://thoughtcatalog.com/</a>