სტილი

ჯენიფერ ლოპესის სრულყოფილი კანის საიდუმლო ცნობილია: მომღერალმა კანის მოვლის საკუთარი ხაზი, JLO BEAUTY, გამოუშვა

ჯენიფერ ლოპესის სრულყოფილი კანის საიდუმლო ცნობილია: მომღერალმა კანის მოვლის საკუთარი ხაზი, JLO BEAUTY, გამოუშვა

ოდესმე დაფიქრებულხართ, როგორ გამოიყურება ჯენიფერ ლოპესის კანი ასე კარგად? სულ ცოტა ხნის წინ, 51 წლის ვარსკვლავმა ფანებს კანის მოვლის რუტინა გაუზიარა.

საიდუმლო არ არის, რომ ჯენიფერ ლოპესს წარმოუდგენელად კარგი კანი აქვს. როდესაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელოვანი კანის მოვლის საკუთარი ხაზის, JLo Beauty-ის გამოშვებას გეგმავს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი ქალის ყურადღება მიიქცია.

კიდევ უკეთესი, Instagram- ზე გამოქვეყნებული ვიდეოს საშუალებით, ვარსკვლავმა გულშემატკივრებს საკუთარი კანის მოვლის რუტინაც კი გაუზიარა, სადაც ის მაკიაჟის მოშორების და კანის მოვლის მნიშვნელობაზე საუბრობს.

BO-1 Custom embed code

როგორია ჯენიფერ ლოპესის კანის მოვლის რუტინა?

აღსანიშნავია, რომ ჯენიფერი არ მიმართავს მრავალსაფეხურიან, დამღლელ კანის მოვლის რუტინას. მისი წესები ძალიან ადვილია - ჯერ გაწმენდა, შემდეგ დატენიანება.

საღამოს კანის მოვლის რუტინის დასაწყებად, ჯენიფერი იყენებს გამწმენდს JLo Beauty-ის ხაზიდან: That That Single Cleanser. კრემოვანი გამწმენდი იდეალურად აშორებს მაკიაჟს, ასუფთავებს, არბილებს და ჯანსაღ ფერს ანიჭებს კანს.

ჯენიფერ ლოპესის სრულყოფილი კანის საიდუმლო ცნობილია: მომღერალმა კანის მოვლის საკუთარი ხაზი, JLO BEAUTY, გამოუშვა

შემდეგ, JLo იყენებს That JLo Glow შრატს, რომელიც შექმნილია სახის კანის დასატენიანებლად, გასამკვრივებლად და გასათეთრებლად.

”ყველა ჩვენი პროდუქტი ანათებს კანს” - ამ სიტყვებით მომღერალმა ზედმიწევნით აღწერა მის ხელწერად ქცეული ბზინვარე კანის მნიშვნელობა. როგორც ამბობენ, ჯენიფერმა საიდუმლო ფორმულა 23 – ჯერ გააგზავნა ლაბორატორიაში, სანამ სრულყოფილი შედეგს არ მიიღებდა.

მის რუტინაში ბოლო ნაბიჯი აღმოჩნდა დამატენიანებელი კრემი.

”ჩემი ერთ-ერთი მიზანი, ახალგაზრდობის შენარჩუნებაა. ხალხს სურს, რომ ჩემი კანის საიდუმლო გაიგოს - მე მჯერა, რომ ეს მზისგან დამცავი, SPF 30-ის შემცველი კრემია, რომელსაც უკვე მრავალი წელია ყოველდღიურად ვიყენებ. მას შემდეგ, რაც 30 წლის გავხდი, ერთი დღეც კი არ გამომიტოვებია მზისგან დამცავი დამატენიანებელი კრემის გარეშე.“ - აღნიშნავს მომღერალი.

რაც შეეხება ღამის დატენიანებას, ამ შემთხვევაში მზისგან დამცავი კომპონენტი აუცილებელი სულაც აღარ არის.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე JLO BEAUTY-ის კანის პროდუქტები აერთიანებს გამწმენდ საშუალებებს, შრატებს, დამატენიანებელ და მზისგან დამცავ კრემებს, თვალის კრემებსა და სახის ნიღბებს, ხოლო ფასები 38 $-დან 118 $-მდე მერყეობს.



<a href="https://www.womanandhome.com/">https://www.womanandhome.com/</a>