წარმოგიდგენთ ჰოლივუდის ვარსკვლავების სხვადასხვა წლების ფოტოებს, რომელთა საშუალებითაც ადვილად მიხვდებით თუ ვინ გაიკეთა პლასტიკური ოპერაცია და სამწუხაროდ არ მოუხდათ...

დემი მური

Fend–ის 2021 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექციის ჩვენების შემდეგ, განხილვის თემა არა იტალიური ბრენდის კოლექცია, არამედ 58 წლის დემი მურის გამოჩენა იყო. მსახიობმა შოუ შავი ფერის აბრეშუმის კაბით გახსნა, მაგრამ გულშემატკივრებს "მოჩვენების" ვარსკვლავის ამოცნობა გაუჭირდათ. მართალია, ფანების ნაწილი ამტკიცებს, რომ ასეთი კონტრასტი მხოლოდ ცუდი მაკიაჟის ბრალი იყო, მაგრამ მოდით, ვიყოთ გულწრფელები, დემი მურმა ხანგრძლივი კარიერის მანძილზე არაერთხელ მიმართა პლასტიკურ ქირურგებს.

ნიკოლ კიდმანი

მსახიობის გარეგნობაში ცვლილებები 2017 წლის „ოსკარების“ ცერემონიალიდან ერთი კვირის შემდეგ შეიტანა. ნიკოლმა ლოყები და ნიკაპი ზედმეტად შეივსო სპეციალური შემავსებლებით. თაყვანისმცემლებსაც კი გაუჭირდათ მსახიობის ამოცნობა. როგორც ჩანს, ნიკოლმა კომპეტენტურ და ძვირადღირებულ პლასტიკურ ქირურგს მიმართა, რადგან სახეზე არ ჰქონდა სისხლჩაქცევები მეზოთერაპიისგან.

2020 წლის ნოემბერში გამოვიდა სერიალი Play Back, სადაც ნიკოლმა მთავარი როლი შეასრულა. ამასთან, თაყვანისმცემლებმა ძლივს იცნეს 53 წლის მსახიობი. მისი სახე ინიექციებისგან ნიღაბს ჰგავდა.

პამელა ანდერსონი

როდესაც მალიბუს „მაშველების“ ვარსკვლავი, თავის ვაჟთან, ბრენდონ ტომას ლისთან ერთად ლოს ანჯელესში საქველმოქმედო საღამოზე მივიდა, რომელიც მისი მეგობრის შონ პენის ორგანიზებით მოაწყო, ყველა გააკვირვა თავისი ახალი სახით. ვარსკვლავის შუბლზე და თვალების გარშემო ნაოჭები სრულად გაქრა.

თაყვანისმცემლებმა აღნიშნეს, რომ მსახიობი გაახალგაზრდავებულია, მაგრამ ეს აღარ არის პამელა, უფრო სწორად, ის პამი, რომელიც ჩვენ გვიყვარდა და ვიცნობდით.

კიმ ბესინგერი

90-იანი წლების ვარსკვლავის გულშემატკივრები იმედგაცრუებულები არიან, რადგან უკანასკნელმა ქირურგიულმა ჩარევამ იმდენად შეცვალა მსახიობი, რომ ცნობილი კატის მზერისგან კვალიც კი აღარ დარჩა.

კიმ კარდაშიანი

მოდით, გვერდზე დავტოვოთ კარდაშიანის "ფატალური" იმპლანტები დუნდულოებში და ყურადღება გავამახვილოთ მის სახეზე. ქირურგების თქმით, მას გაკეთებული აქვს ცხვირის კორექცია, ლაზერი, სახიდან თმის მოსაცილებლად,გაკეთებული აქვს ტუჩის პლასტიკური ოპერაცია, თუმცა თავად ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი კარგი მაკიაჟის წყალობით აქვს.

მირანდა კერი

ვარსკვლავი ირწმუნება, რომ მის სახეს ქირურგის დანას არ მიკარებია. თუმცა ბოლო დროს, „ოსკარების“ ცერემონიალზე მირანდას მკერდმა ყველას ყურადღება მიიქცია.

რენე ზელვეგერი

"ბრიჯიტ ჯონსის დღიურების" ვარსკვლავს როლისთვის სწრაფად მოუწია წონაში მატება და შემდეგ დაკლება. ეს გარდამტეხი კორექცია დამღუპველი აღმოჩნდა მისი კანისთვის, რომელიც აღარ იყო ისეთი ელასტიური. პლასტიკური ქირურგები ირწმუნებიან, რომ ზელვეგერმა გადაწყვიტა ნიკაპში სპეციალური იმპლანტის ჩასმა, ასევე ბოტოქსის რამდენიმე ინიექციის გაკეთება. ამის წყალობით კანი გლუვდება და მკაცრდება.

ლინდსი ლოჰანი

მსახიობმა მრავალი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რომლის წყალობითაც ლინდსიმ მოახერხა ადამიანური გარეგნობის შენარჩუნება არაჯანსაღი ცხოვრების წესის შემდეგ.

ბლეიქ ლაივლი

Gossip Girl- ის ვარსკვლავმა ზუსტად იცის, როგორ უნდა აარიდოს თავი ჟურნალისტების რთულ შეკითხვებს პლასტიკურ ოპერაციებთან დაკავშირებით. ბლეიკი არ უარყოფს, რომ რინოპლასტიკა გაკეთება გადაწყვიტა, მაგრამ არც ადასტურებს. სურათებზე ჩანს, რომ ლაივლის ცხვირი შესამჩნევად თხელია და მას ახლა არისტოკრატიული პროფილი აქვს...

მეგან ფოქსი

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ამტკიცებს რომ ტუჩებიც კი ბუნებრივი აქვს, სილამაზის ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ის დამოკიდებულია ქირურგის დანაზე. ფოქსი იყენებს იმპლანტებს სახის ფორმირებისთვის და ბოტოქსს.

ჯესიკა სიმპსონი

ჯესიკა პლასტიკურ ქირურგებს ძირითადად დეპრესიის დროს მიმართავდა და განსაკუთრებულად ტუჩებს „ემტერებოდა“. ამის შესახებ მსახიობი ყოველთვის ღიად საუბრობდა ჟურნალისტებთან.

ქეით უინსლეტი

კეიტი, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე მსახიობი, კატეგორიულად უარს ამბობს ლიპოსაქციის გაკეთებაზე და, პირიქით, ეწინააღმდეგება სიგამხდრეს. ის ასევე ამბობს, რომ არ მიუმართავს პლასტიკური ქირურგებისთვის, თუმცა თუ ფოტოებს შევადარებთ, ვერ ვიტყვით, რომ ორივე ფოტოზე ერთი და იგივე ცხვირს ვხედავთ.

ანჯელინა ჯოლი

ყველას დიდი ხანია სჯეროდა, რომ ჯოლის დაბადებიდან სავსე ტუჩები ჰქონდა, მაგრამ პლასტიკური ქირურგიის უმნიშვნელო ჩარევა მაინც დასჭირდა. ცვლილებებმა გავლენა მოახდინა მის ცხვირზე და ლოყებზე.

სალმა ჰაიეკი

სალმას თითქმის სრულყოფილი პროპორციები დააჯილდოვა ბუნებამ, მაგრამ მსახიობმა რინოპლასტიკა გაიკეთა, რათა მისი ცხვირი უფრო თხელი ყოფილიყო. ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ სალმამ ბოტოქსის ინექციებს მიმართა.