1. სათევზაოდ ხომ არ წახვიდოდით?
დიახ, ერთი წლის განმავლობაში სახლიდან მუშაობამ და სოციალურმა დისტანციამ ბუნებასთან დაახლოების სურვილი ნამდვილად გააძიერა. ლაშქრობები, თევზაობა და ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცის ყურება, ადამიანების ახალი ოცნებაა. ამ სურვილის დანახვა კი, ყველაზე უკეთ რა თქმა უნდა მოდაში შეიძლება.
2. მუდმივი სამკაულები
ბიჟუტერიის და ერთჯერადი სამკაულების დრო დასრულდა. Cartier Tank და Hermès H საათებიდან დაწყებული, მდიდრული სამაჯურებითა თუ ყელსაბამებით გაგრძელებული და ნებისმიერი პერსონალური კულონით დამთავრებული, 2021 წელს სამკაული ინვესტიციაა, რომელიც თაობებს უნდა გადაეცეს.
3. კლასიკური შარვალი
თეორიულად, ჩვენ სამუდამოდ მოგვიწევს პიჟამოებსა თუ სპორტულებში ცხოვრება. მას შემდეგ, რაც თვეების განმავლობაში კომფორტის ამ შეგრძნებით ცხოვრობდით, ალბათ ძალიან ძნელი იქნება უხეშ ჯინსებში დაბრუნება. ამიტომ აირჩიეთ თავისუფალი სტილის, კლასიკური შარვლები, რომლებიც მოდიდან არასოდეს გადადის.
4. ჩუსტები მთელი დღე
ალბათ, მთელი დღის სახლის ფეხსაცმელებით სიარულმა მოდაში ყველაზე პირდაპირი ასახვა ჰპოვა.
5. ნაქსოვი ორეულები
ისევ სახლის გავლენები... რას ვიზამთ, 2021 წლის მოდიდან პანდემიის კვალს ალბათ ვერავინ წაშლის. თხელი ნაქსოვი ორეულები კი ნამდვილად ელეგანტურია.
თემები: სტილი, Trend, 2021 წელი, 2021 წლის მოდა