სილამაზე

9 საუკეთესო რჩევა კანის მოვლის შესახებ

9 საუკეთესო რჩევა კანის მოვლის შესახებ

1. საკვები პროდუქტები გავლენას ახდენს სახის კანზე

9 საუკეთესო რჩევა კანის მოვლის შესახებ

შაქარი შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ზოგიერთი ნაწიბური მუქდება ან გამონაყარი გიჩნდებათ. ხშირ შემთხვევაში, ეს „დამნაშავე“ საკვები რძის პროდუქტები და შაქარია.

2. ბევრი წყალი სახის კანის გაწმენდას არ უზრუნველყოფს

9 საუკეთესო რჩევა კანის მოვლის შესახებ

გავრცელებული მოსაზრება, რომ წყალი, სრულყოფილი კანის საიდუმლოა, მითია. მართალია, წყლის მიღება ძალზე მნიშვნელოვანია ზოგადად ორგანიზმის და კანის დატენიანებისთვის, მაგრამ არ არსებობს დამადასტურებელი ფაქტი, რომ წყალი კანის გაწმენდას უზრუნველყოფს.

3. ნუ გაიღიზიანებთ გამონაყარს

9 საუკეთესო რჩევა კანის მოვლის შესახებ

უამრავი ადამიანი მექანიკურად იშორებს გამონაყარს და ასე, კიდევ უფრო იუარესებს კანის მდგომარეობას. მექანიკურად დაზიანებული გამონაყარი სახის კანის ლაქების გარანტიაა, ამასთან, ეს არ არის სანიტარული პროცედურა.

დერმატოლოგების რეკომენდაციაა გამოიყენოთ გამონაყარის საწინააღმდეგო სპეციალური საშუალებები კრემი, ან დაელოდოთ მის ბუნებრივ მოშუშებას.

4. რუტინის ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი მზისგან დამცავი კრემია

9 საუკეთესო რჩევა კანის მოვლის შესახებ

სახის მოვლის რუტინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი მზისგან დამცავია. ნუ შეწუხდებით ძვირადღირებული შრატებისა ან დაბერების საწინააღმდეგო პროდუქტების შეძენით, თუ არ იყენებთ მზისგან დამცავ კრემს.

რა ტიპის მზისგან დამცავი კრემი უნდა გამოიყენოთ?

მოძებნეთ "ფიზიკური" მზისგან დამცავი საშუალებები - ეს ნიშნავს, რომ ისინი ფიზიკურად ბლოკავს UVA / UVB სხივებს. ამრიგად საუკეთესოა მზისგან დამცავი კრემი SPF 30 ან ZINC / TITANIUM OXIDE შემცველი ინგრედიენტებით.

5. ძალიან ფრთხილად შეარჩიეთ "ბუნებრივი" ინგრედიენტები, განსაკუთრებით კი, ეთერზეთები

9 საუკეთესო რჩევა კანის მოვლის შესახებ

არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ ეთერზეთები ბუნებრივი და საუკეთესო ინგრედიენტია კანის მოვლისთვის, მაგრამ სინამდვილეში, ამ პროდუქტებს ყველაზე უკეთ კანის გაღიზიანება და დაზიანება შეუძლიათ.

6. შეეცადეთ თავი შეიკავოთ კანის მოვლის სურნელოვანი პროდუქტებისგან

9 საუკეთესო რჩევა კანის მოვლის შესახებ

უამრავ ადამიანს უყვარს სურნელოვანი პროდუქტები, თუმცა სინამდვილეში, ეს ინგრედიენტი სრულიად არ არის საჭირო კანისთვის.

7. თქვენი ფორები ზომას არ იცვლიან

9 საუკეთესო რჩევა კანის მოვლის შესახებ

უამრავი ადამიანი საუბრობს ფორების ”გახსნასა და დახურვაზე”, ან ზომის შეცვლაზე, მაგრამ სინამდვილეში, თქვენი ფორები არც ზომაში იზრდებიან, არც იხსნებიან და არც იხურებიან.

8. დატენიანება, დატენიანება და დატენიანება - მაშინაც კი, თუ ცხიმიანი კანი გაქვთ

9 საუკეთესო რჩევა კანის მოვლის შესახებ

ყველა ტიპის კანს - ცხიმიანს, კომბინირებულს, მშრალსა თუ დეჰიდრატირებულს სჭირდება ბალანსი წყალსა და სებუმს (ზეთი) შორის. იპოვნეთ თქვენი კანის ტიპის შესაფერისი დამატენიანებელი და ყოველდღიურად გამოიყენეთ.

დაიმახსოვრეთ, რომ არც ერთი დამატენიანებელი არ აცხიმიანს კანს. უბრალოდ დარწმუნდით, რომ თქვენი დამატენიანებელი წყლის ბაზაზეა დამზადებული და არა ზეთოვანზე.

9. და რა თქმა უნდა - იმის გამო, რომ პროდუქტი ძვირია, არ ნიშნავს რომ ის კარგია

9 საუკეთესო რჩევა კანის მოვლის შესახებ

ძალიან ბევრ ადამიანს სჯერა, რომ თუ პროდუქტი ძვირია, ეს ნიშნავს რომ ის კარგია და მხოლოდ იმიტომ, რომ პროდუქტი იაფია - ის ცუდია. შეისწავლეთ ინდივიდუალური პროდუქტები, რადგან არსებობს ისეთი პროდუქტები, რომლებიც ფასის მიუხედავად, უბრალოდ ცუდია.

ასევე უარი თქვით პროდუქტზე, რომელსაც დადებითი შეფასებები აქვს, მაგრამ თქვენზე უარყოფითად მოქმედებს. გაითვალისწინეთ, რომ სამყაროში ყველაფერი ინდივიდუალურია და სახის მოვლის პროდუქტები თქვენი ინდივიდუალური კანის საჭიროებიდან გამომდინარე შეარჩიეთ.