LIFE

რატომ ვწითლდებით და რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენს ორგანიზმში?

რატომ ვწითლდებით და რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენს ორგანიზმში?

ზოგადად, ადამიანები ფიქრობენ, რომ მათ შეუძლიათ აკონტროლონ საკუთარი რეაქციები. რეაქცია, რომელსაც ისინი სხვების დასანახად გამოხატავენ, არის ის, რომელიც მათ, კონკრეტული მომენტისთვის ყველაზე შესაფერისი ჰგონიათ.

თუმცა მეორეს მხრივ, არსებობს სხვა სახის რეაქციებიც, რომლებიც უნებლიეა და მათი გაკონტროლება, უბრალოდ არ შეგვიძლია. ასეთია, მაგალითად „გაწითლება“, რაც არის სპონტანური პასუხი, რომელსაც ვერანაირად ვერ გავაყალბებთ.

რა ემართება ჩვენს სხეულს, როდესაც ვწითლდებით?

ადამიანის სხეული განიცდის უამრავ რეაქციას. გაწითლება, როგორც ჩანს, სიმპათიკური ნერვული სისტემის ბუნებრივი რეაქციაა, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენი სხეულის ზოგიერთ სწრაფ, უნებლიე რეაგირებაზე. 

რატომ ვწითლდებით და რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენს ორგანიზმში?

როდესაც ეს სისტემა აღიქვამს ემოციების გარკვეულ ტიპებს, ის აგზავნის შეტყობინებას თირკმელზედა ჯირკვალში, რათა მან გაათავისუფლოს ჰორმონი ადრენალინი, რომელიც პასუხისმგებელია სხეულის სტრესთან საბრძოლო რეაქციების გამოწვევაზე. როდესაც ეს ჰორმონი გამოთავისუფლდება, ჩვენი გულისცემა იწყებს აჩქარებას, რაც, თავის მხრივ, იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას, რაც ზრდის სისხლში ჟანგბადის დონეს და სისხლის ნაკადს.

კვლევამ დაადგინა, რომ გაწითლებისადმი ყველაზე მგრძნობიარე ადგილები, როგორიცაა ლოყები, კისერი და ყურები (განსაკუთრებით) განსხვავებული ანატომიური სტრუქტურისაა, რაც ამ სპონტანურ და უკონტროლო რეაქციას ქმნის.

გაწითლების შესაძლო მიზეზები

რატომ ვწითლდებით და რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენს ორგანიზმში?

ემოციები: უხერხულობა, სიმორცხვე, სიყვარული ან თუნდაც სიბრაზე შეიძლება იყოს მიზეზი, რომ ჩვენი სახის ზოგიერთი ნაწილი წითლდება.

ტემპერატურა: თუ ჩვენი სხეულის ტემპერატურა იმატებს სიცხის ან ფიზიკური დატვირთვის გამო, ის წითლდება. ანალოგიურად, უკიდურესმა სიცივემ შეიძლება გამოიწვიოს ყურების, ცხვირისა და ლოყების განსხვავებული შეფერილობა.

ანთება: როდესაც ჩვენი სხეულის ტემპერატურა იზრდება ნებისმიერი ტიპის ვირუსული პროცესის გამო, ჩნდება გაწითლება. თუ მიზეზი ანთებაა, მისი ჩაცხრობისთანავე, დანარჩენ სიმპტომებთან ერთად გაქრება გაწითლებაც.

საკვები ან სასმელი: ძალიან ცხარე საკვების მიღებამ ან გარკვეული ქიმიური კომპონენტების შემცველმა საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს გაწითლება.

გაწითლება, როგორც კომუნიკაციის ფორმა

რატომ ვწითლდებით და რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენს ორგანიზმში?

სამეცნიერო საზოგადოებამ დღესაც ვერ იპოვა სრულად ზუსტი ახსნა, თუ რა მიზანს ემსახურება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გაწითლების ბიოლოგიური ფაქტორი.

ამჟამად ყველაზე მიღებული და სარწმუნოა თეორიაა კომუნიკაციური თეორია, რომლის თანახმადაც, გაწითლებას ფუნქცია საინფორმაციოა. მისი საშუალებით ხდება ინფორმაციის გადაცემა ჩვენი თანამოსაუბრეებისთვის ან ჩვენს გარშემო მყოფი სხვა ადამიანებისთვის. ამავე დროს, ის საშუალებას აძლევს სხვებს ჰქონდეთ ან დაიბრუნონ დაკარგული ნდობა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც წითლდება.



<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>