ჰოროსკოპი

27 თებერვალს სავსე მთვარეა - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

27 თებერვალს სავსე მთვარეა - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

 

ვერძი 

ფოკუსირება მოახდინეთ საკუთარ ცხოვრებაში მეტი სიმშვიდის შემოტანაზე. შესაძლოა, რეტროგრადულ მერკურთან ერთად გარკვეული აღმასვლები და რყევები განიცადეთ, რამაც თქვენს სასიყვარულო ცხოვრებაში, დრამა გამოიწვია. ასე რომ, ეს ტრანზიტი კარგი დრო იქნება თქვენი ემოციური გადატვირთვისთვის.

კურო 

ეს სავსე მთვარე გარკვეულ მღელვარებას მოუტანს თქვენს პირად და რომანტიკულ ცხოვრებას. ამ ტრანზიტის დროს, თქვენი უმრავლესობა ახალ ემოციებსა და სიხარულს შეიგრძნობს. ვენერას თევზებში კი საწვავს შემატებს თქვენს შემოქმედებასაც. ახლა შესანიშნავი დროა მიწიერი და ურყევი შეხედულების შეცვლისთვის.

ტყუპები 

მთვარის ამ ტრანზიტს ბევრი კარგი რამ მოხდება, რადგან ის საშუალებას მოგცემთ ყურადღება გაამახვილოთ იმ საკითხებზე, რომელიც უნდა შეცვალოთ უშუალოდ გარემოში, რათა მიაღწიოთ სულიერ წონასწორობას. ეს ტრანზიტი საშუალებას მოგცემთ იყოთ ენერგიული, პოზიტიური და დამშვიდებული.

კირჩხიბი 

თქვენ ხართ იმ პერიოდში, როდესაც ბედნიერებას იზიდავთ. ბოლო ორი წლის განმავლობაში, თქვენ ამ მომენტისთვის ემზადებოდით. ეს სავსე მთვარე გააძლიერებს თქვენს გონებრივ მდგომარეობას, რაც ენერგიების უკეთესად მართვის გზების აღმოჩენაში დაგეხმარებათ. 

ლომი 

ამ თვის განმავლობაში, თქვენს ცხოვრებაში ბევრი არც ისე სასიამოვნო ცვლილება მოხდება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში გარკვეულ დადებით შედეგებს გამოიღებს. ამ ტრანზიტის დროს მეტად დააფასებთ თქვენთვის ახლობელ ადამიანებს და იგრძნობთ მათ მნიშვნელობას.

ქალწული 

ბოლო ორი თვის განმავლობაში, თქვენი მთავარი გამოწვევა ბედნიერების პოვნა იყო. სავსე მთვარე თქვენს ნიშანში, საშუალებას მოგცემთ მიიღოთ მხარდაჭერა და შთაგონება მეგობრებისგან, რაც ახალი საქმიანობის დაწყებაში დაგეხმარებათ.

სასწორი 

თქვენ ისიამოვნებთ იმით, რასაც სავსე მთვარე შემოგთავაზებთ, რადგან უფრო მეტად იქნებით კონცენტრირებულნი თქვენს საჭიროებებზე. სანამ ყურადღებას გაამახვილებთ სამუშაოზე, შესაძლებლობა გექნებათ ცხოვრება სასიამოვნო მომენტებით აავსოთ, რაც დაგეხმარებათ იყოთ უფრო ორგანიზებული და ნაკლებად დაძაბული. 

მორიელი 

ამ ტრანზიტის ყველაზე დადებითი მხარე, მეგობრების გვერდით ყოფნაა. მთვარის ენერგია შეგახსენებთ, თუ რამდენი კარგი ადამიანია თქვენს ცხოვრებაში. უფრო მეტად შეეცდებით სხვებს დაეხმაროთ და წარმატებისკენ უბიძგოთ. თუმცა ეს ყველაფერი არ არის - პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია გარკვეული შოკური სიტუაციები.

მშვილდოსანი 

სავსე მთვარე ქალწულში, დაგეხმარებათ სხვებს აჩვენოთ, ვინ არის უფროსი. თუ ბოლო პერიოდის განმავლობაში ძლიერ სტრესსა და გადატვირთვას გრძნობდით, ამ ტრანზიტის დროს მეტ ენერგიულ სტიმულს მიიღებთ, შედეგად კი წარმატებაც არ დააყოვნებს. 

თხის რქა 

ამ პერიოდში, თქვენი ცხოვრება აივსება იმ ენერგიით, რომელიც ძალიან გსიამოვნებთ. სავსე მთვარის საშუალებით, თქვენ საინტერესო დრო გელოდებათ, რადგან გაცილებით სოციალური გახდებით და უამრავ ახალ ადამიანს შეხვდებით. ჭარბი ენერგია დაგეხმარებათ ცხოვრებაში ის საჭირო ცვლილებები შეიტანოთ, რაც აუცილებელია თქვენი განვითარებისთვის. 

მერწყული

სავსე მთვარე თქვენს ცხოვრებაში მიწიერ ენერგიებს შემოიტანს. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დრამატული ასპექტები გელოდებათ ოჯახისა და სამსახურის თემებში, ეს ტრანზიტი საშუალებას მოგცემთ სტაბილურობას მიაღწიოთ ცხოვრების იმ სფეროებში, რომლებიც შეიძლება სტრესულად მიგაჩნიათ. თქვენ მიწის ნიშნებისთვის დამახასიათებელი თავდაჯერებულობით გაუმკლავდებით პრობლემებს. 

თევზები 

ეს ტრანზიტი თქვენს იდენტობასა და ურთიერთობების სიძლიერეს გამოცდის. შესაძლებელია, თავი დაკარგულად იგრძნოთ და მოგეჩვენოთ, რომ ამ ცხოვრებაში ადგილი ვერ იპოვეთ, მაგრამ ეს ყველაფერი პიროვნულ ზრდასა და გაძლიერებაში დაგეხმარებათ. თქვენ შეძლებთ იპოვოთ შინაგანი ძალა სხვების დახმარების გარეშე.

27 თებერვალს სავსე მთვარეა - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის



<a href="https://thoughtcatalog.com/">https://thoughtcatalog.com/</a>