ჰოროსკოპი

2021 წლის მარტის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: ახლა საუკეთესო დროა სიყვარულისთვის!

2021 წლის მარტის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: ახლა საუკეთესო დროა სიყვარულისთვის!

მარტის თვის დაწყებისთანავე, სულიერი, ფსიქოდელიური და გულწრფელი გრძნობები გათავისუფლდება. თევზების სეზონი არამხოლოდ მომხიბლავი ენერგიით აავსებს კოსმოსს, არამედ 3 მარტს, მამაცი მარსი ცნობისმოყვარე ტყუპებად გადაიქცევა. ეს გააძლიერებს მრავალფეროვნების შიმშილს, რაც ხელს შეგიწყობთ გონება ახალი შესაძლებლობებისთვის გახსნათ!

თვის შუა რიცხვებში თევზების სეზონის ნამდვილ ძალას იგრძნობთ. 10 მარტს, მზე საკუთარ ძალებს შემოქმედებით, წარმოსახვით და ინტუიციურ ნეპტუნთან გააერთიანებს, რაც გაზრდის რეალობიდან გაქცევისა და ცხოვრებას გაფერადების სურვილს. თუმცა 13 მარტს, როდესაც ახალი მთვარე თევზებში ცას გაანათებს, ის ცხოვრების სულიერი გააზრებისკენ მოგიწოდებთ.

ამ დღეს, სასიყვარულო ცხოვრება რომანტიკულ და მაგიურ სტიმულებს მიიღებს, რადგან პარალელურად, ვენერა და ნეპტუნი ერთმანეთს დაუკავშირდებიან. ეს ყველაფერი არ არის: 15 მარტს მერკური - კომუნიკაციის პლანეტა - თევზებში გადავა, რაც გულწრფელ, ემპათიურ და ემოციურ გაცვლას შეუწყობს ხელს. თვის შუა რიცხვები უბრალოდ იდეალური დროა რომანის დაწყებისთვის!

ვერძის სეზონი 20 მარტს იწყება და რადგან ვერძი ზოდიაქოს ბორბლის პირველი ნიშანია, ასტროლოგიური ახალი წლის ჯადოსნური ძალა ორჯერ გაიზრდება. ვერძი მამაცი და მოტივირებული ენერგიით აგავსებთ. ხოლო მას შემდეგ, რაც 21 მარტს, ვენერა ვერძში გადავა, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ქარიშხლიან რომანებში დაიკარგეთ და ერთი ნახვით შეგიყვარდათ - ვერძი ხომ მოუთმენელია!

მოკლედ, მზად ხართ წლის ყველაზე ემოციური და დაუვიწყარი თვისთვის?

ვერძი

2021 წლის მარტის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: ახლა საუკეთესო დროა სიყვარულისთვის!

თქვენი სეზონი ამ თვეში იწყება, ვერძებო! ფრთხილად იყავით ხასიათის ცვლილებებთან დაკავშირებით, რადგან თქვენი მმართველი პლანეტა, მეომარი მარსი თვის დასაწყისში სრულ გამანადგურებელ რეჟიმში გადადის. დარწმუნდით, რომ საკუთარ ემოციურ სტაბილურობაზე ზრუნვა თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და თანაც, ზედმიწევნით იცავთ ძილის რეჟიმს. გახსოვდეთ, რომ თქვენ არ გსურთ დაბადების დღემდე ყველა მეგობართან მოასწროთ კონფლიქტი! თანაც, თვის ბოლოს დიდი რომანტიკული აფეთქება გელოდებათ - ახლა კი ენერგიების დაზოგვის დროა!

კურო

2021 წლის მარტის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: ახლა საუკეთესო დროა სიყვარულისთვის!

კუროებო, ამ თვეში, თქვენთვის მთავარია ურთიერთობები. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ცხოვრებიდან იმ ხალხის გაშვებას იწყებთ, ვინც არ იზიარებს თქვენს იდეალებს, მაგრამ არ ინერვიულოთ, მარტში აუცილებლად გაიცნობთ ადამიანებს, რომლებიც მათ ადგილს დაიკავებენ. ამ თვეში ნუ შეგეშინდებათ ცხოვრების გადაფასების - დაუკავშირდით თქვენს ინტუიციას, რადგან ვარსკვლავები ზუსტად იმ სულიერ რესურსებს გთავაზობენ, რომელიც ასე ძალიან გჭირდებათ. თქვენ უბრალოდ უნდა გაარკვიოთ, თუ რა იქნება ეს პირველი.

ტყუპები

2021 წლის მარტის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: ახლა საუკეთესო დროა სიყვარულისთვის!

მართალია საკმაოდ რთულია პანდემიისას ფინანსური წარმატების დაპირება, ტყუპებო, მაგრამ ამ თვეში თქვენ ბევრი ვარიანტი გაგიჩნდებათ. ასევე მოგიწევთ გარკვეული მძიმე გადაწყვეტილებების მიღება და საზღვრების შექმნა იმ ადამიანებთან, ვინც თქვენს ცხოვრებას დადებითი ენერგიით ვეღარ ავსებს. თუ მარტის განწყობას დავუჯერებთ, ეს თვე აუცილებლად სასიყვარულო თავგადასავლით დასრულდება.

კირჩხიბი

2021 წლის მარტის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: ახლა საუკეთესო დროა სიყვარულისთვის!

მართალია მძიმე განწყობა მოგყვებათ, ტკბილო კირჩხიბებო, მაგრამ მარტი მაინც შეძლებს თქვენს გახალისებას - თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამ თვის რომანტიკული კურთხევის მისაღებად, ხასიათის ძლიერი ელემენტების გამოჩენა დაგჭირდებათ. როდესაც ვერძის თამამი სეზონი დაიწყება, როგორც პროფესიული, ისევე პირად ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება. მზად ხართ სიახლეებისთვის?

ლომი

2021 წლის მარტის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: ახლა საუკეთესო დროა სიყვარულისთვის!

ლომებო, ამ თვეში მეგობრობის მე -11 სახლში სიყვარული ჩნდება. მეგობარი ხომ არ შეგიყვარდათ? თუ ეს თქვენი შემთხვევა არ არის, მაშინ ამჟამინდელი პარტნიორობა კიდევ უფრო ინტიმური ხდება. ასეა თუ ისე, პლანეტა მერკური დაგეხმარებათ დაანახოთ სხვა ადამიანს თუ რამდენად ზრუნავთ მათზე და საიდუმლო გრძნობები გაუზიაროთ.

ქალწული

2021 წლის მარტის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: ახლა საუკეთესო დროა სიყვარულისთვის!

ამ თვეში, ძირითადად ყველაფერში კარგად არის, ქალწულებო, მაგრამ ფრთხილად იყავით სხვების მიმართ ზედმეტად კრიტიკული განწყობა არ გამოხატოთ. დაიმახსოვრეთ, რომ არსებობს მოსაზრებების გამოხატვის რბილი ხერხები და ასე უფრო გაგიადვილდებათ იმის თქმა, რასაც სინამდვილეში გულისხმობთ. თანაც შედეგად დაძაბულ სიტუაციებს აიცილებთ თავიდან. მარტში, თქვენი სასიყვარულო ცხოვრებაც დათბება და გექნებათ დიდი შანსი, სტაბილური და ბედნიერი ურთიერთობა წამოიწყოთ. დარწმუნდით, რომ ნამდვილად ზრუნავთ საკუთარი თავის მოვლაზე და სამყაროს, თქვენი თავის საუკეთესო ვერსია შესთავაზეთ.

სასწორი

2021 წლის მარტის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: ახლა საუკეთესო დროა სიყვარულისთვის!

მარსის სექსუალური ენერგია თქვენგან მოითხოვს დაივიწყოთ ყოველგვარი სირცხვილი და მორიდება, რათა პარტნიორთან იდეალურ ურთიერთობას მიაღწიოთ. ამასთან, ახალი მთვარე თქვენ მე -6 ჯანმრთელობის სახლს გაანათებს, ამიტომ დარწმუნდით, რომ სწორად იკვებებით და საკმარისად გძინავთ. თვის ბოლოს თქვენი სასიყვარული ცხოვრება გააქტიურდება, ამიტომ მოემზადეთ ყველა იმ ყურადღებისა და სიყვარულისთვის, რომელსაც იმსახურებთ.

მორიელი

2021 წლის მარტის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: ახლა საუკეთესო დროა სიყვარულისთვის!

თქვენ ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ნიშანი ხართ, მაგრამ როდის შეცვალეთ თქვენი რუტინული ცხოვრება ბოლოს? მარტი თქვენგან შემოქმედებითობას მოითხოვს, ამიტომ სცადეთ ახალი სექსუალური გამოცდილების მიღება. ამასთან, შეეცადეთ დარჩეთ თავშეკავებული, რადგან ცეცხლოვანი ვერძის სეზონი სულ მალე დაიწყება და ახლა, ენერგიების დაზოგვა საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. გახსოვდეთ, რომ თქვენც გაქვთ სუსტი მხარე, უბრალოდ უნდა მისცეთ თავს საშუალება, რომ ეს დამალული ნაწილი, თქვენს საყვარელ ადამიანებს გაუზიაროთ.

მშვილდოსანი

2021 წლის მარტის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: ახლა საუკეთესო დროა სიყვარულისთვის!

მშვილდოსნებო, ვარსკვლავები თვის დასაწყისშივე დიდ რომანს გპირდებიან. შემდეგი 31 დღის განმავლობაში, მოქმედება თქვენი მთავარი სიტყვაა. ამ პერიოდში თქვენ დიდ ნაბიჯებს გადადგამთ როგორც პროფესიულ, ასევე პირად ცხოვრებაში. ამ ცვლილებებისთვის კი ძალიან დიდხანს ემზადებოდით.

თხის რქა

2021 წლის მარტის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: ახლა საუკეთესო დროა სიყვარულისთვის!

ამ თვეში, როგორც მშრომელ თხის რქას შეეფერება, ძალიან დაკავებული იქნებით. სამწუხაროდ, თქვენი ცნობილი რაციონალურობის წყალობით, ხშირად ივიწყებთ გულის მოსმენას. ახალი მთვარე, რომელიც თევზების ნიშანს გაანათებს, თქვენგან მოითხოვს მოუსმინოთ ინტუიციას და მის მიხედვით იმოქმედოთ. თქვენი ნიშნისთვის ეს სულაც არ იქნება ადვილი, მაგრამ თვის ბოლოს, ეს ძალისხმევა აუცილებლად დაგიფასდებათ და სამყარო მატერიალურად დაგაჯილდოვებთ.

მერწყული

2021 წლის მარტის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: ახლა საუკეთესო დროა სიყვარულისთვის!

თამამი ვერძის სეზონი გიბიძგებთ, იყოთ უშუალო მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან. ვის აქვს დრო, რომ შეუსვენებლივ ითამაშოს ასეთ სტრესულ სამყაროში? ამ თვის სავსემთვარეობა დაგეხმარებათ დაძლიოთ ცუდი ჩვევები. ასევე, თქვენ შეძლებთ ფინანსური წარმატების მიღებას. გაძლიერებული ემოციური განწყობის ფონზე კი, თქვენ მოგიწევთ ყველა მძიმე ემოციური სამუშაოს შესრულება, თუმცა არ ინერვიულოთ, თქვენთვის ეს ერთგვარი სახალისო თავგადასავალი იქნება.

თევზები

2021 წლის მარტის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: ახლა საუკეთესო დროა სიყვარულისთვის!

ძვირფასო თევზებო, ამ თვეში თქვენი რომანტიკული კავშირები ღრმავდება და ახალი მთვარე დაგეხმარებათ გაანადგუროთ ის მარტოობა, რაც პანდემიის დროს განიცადეთ. ამასთან, თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ახალი რომანტიკული პარტნიორი, ამიტომ მოემზადეთ ყოფილი ურთიერთობების საბოლოოდ დასავიწყებლად.