მშობლები

11 უცნაური წესი ორსული ქალებისთვის, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იცავენ

11 უცნაური წესი ორსული ქალებისთვის, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იცავენ

ფილიპინები: მიირთვით უმი კვერცხი მშობიარობის წინ

11 უცნაური წესი ორსული ქალებისთვის, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იცავენ

ფილიპინელ ქალებს სჯერათ, რომ მშობიარობის დაწყებამდე უმი კვერცხის მიღება, პროცესს გააადვილებს. ითვლება, რომ ასე, ბავშვი ადვილად „გამოსრიალდება“ საშვილოსნოდან.

მექსიკა: მოერიდეთ კვერცხის მიღებას

11 უცნაური წესი ორსული ქალებისთვის, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იცავენ

აი, მექსიკაში კი არსებობს ძველი რწმენა, რომლის მიხედვითაც, თუ ორსული ქალი კვერცხს შეჭამს, ბავშვი ცუდი სუნით დაიბადება.

ჩინეთი: მუცელს ნუ დაიზელთ

11 უცნაური წესი ორსული ქალებისთვის, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იცავენ

ორსულობისას მუცელზე ხშირი შეხება ძალიან ბუნებრივია, მაგრამ „ძველი ცოლების ზღაპრის“ თანახმად, ჩინეთში, ორსულმა ქალმა თავი უნდა შეიკავოს მუცელზე ხშირი შეხებისგან. ითვლება, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის „დაზიანება“ ან გაბრაზება.

ინდოეთი: ატარეთ სამაჯურები

11 უცნაური წესი ორსული ქალებისთვის, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იცავენ

ინდოეთის ზოგიერთ ნაწილში, ორსულობის მეშვიდე თვის აღსანიშნავად ტარდება ცერემონია, რომელსაც ვალაიკააპუ ეწოდება. ამ დღესასწაულზე აუცილებელია ორივე ხელზე უამრავი ჟღარუნა სამაჯურის ასხმა. ძველი თქმულების თანახმად, სამაჯურების ჟღარუნი ბავშვის გრძნობებსა და ტვინს ააქტიურებს.

თურქეთი: მოერიდეთ თევზის ან ნაყინის ჭამას

11 უცნაური წესი ორსული ქალებისთვის, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იცავენ

თურქეთის კულტურულ ჯგუფებში გავრცელებულია მოსაზრება, რომ თევზის ჭამა ბავშვზე ცუდად იმოქმედებს, კერძოდ კი მის სუნზე მოახდენს გავლენას. ასევე ზოგიერთ ჯგუფში მიიჩნევენ, რომ ნაყინის ჭამამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის თავის ფორმის დაზიანება.

იაპონია: უმი თევზი ჯანსაღი კვების ნაწილია

11 უცნაური წესი ორსული ქალებისთვის, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იცავენ

ექიმები დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ უმი თევზი, ბაქტერიების დიდი შემცველობის გამო, საშიშია ჯანმრთელობისთვის. განსაკუთრებით კი ორსულებისთვის. თუმცა იაპონიაში ეს ორსულობის დიეტის ჯანმრთელ ნაწილად ითვლება.

ლათინური კულტურა: ატარეთ მეტალი მთვარის დაბნელების დროს

11 უცნაური წესი ორსული ქალებისთვის, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იცავენ

ამ რწმენის საფუძველი აცტეკებში უნდა ვეძებოთ. ითვლებოდა, რომ, თუ ორსული ქალი მთვარის დაბნელებას უყურებდა, მის ბავშვს ტუჩის ნაპრალი ექნებოდა. თავის დასაცავად კი, საუკეთესო გზა მეტალის ნივთის, მაგალითად ქინძისთავის ტარება იყო.

ბულგარეთი: ნუ მიირთმევთ კურდღლის ხორცს ან თევზს

11 უცნაური წესი ორსული ქალებისთვის, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იცავენ

კურდღლის ხორცი აკრძალულია, რადგან ითვლება, რომ თუ ორსული დედა მიირთმევს, ბავშვი ღია თვალებით დაიძინებს. ხოლო თუ ორსული ქალი ჭამს თევზს, მისი მომავალი ბავშვის ცხვირი დაიბლოკება და ხვრინვას დაიწყებს.

ჩინეთი: ძილის დროს, ლეიბის ქვეშ დანა შეინახეთ

11 უცნაური წესი ორსული ქალებისთვის, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იცავენ

ჩინელ ქალებს საწოლში დანით დაიძინონ, რათა ბოროტი სულები დააშინონ.

ებრაული კულტურა: არ მიიღოთ საჩუქრები ბავშვის დაბადებამდე

11 უცნაური წესი ორსული ქალებისთვის, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იცავენ

მიუხედავად იმისა, რომ ამის საწინააღმდეგო კანონი არ არსებობს, მომავალ დედებს ურჩევენ, ბავშვის დაბადებამდე არ მიიღონ ან გახსნან საჩუქრები. ითვლება, რომ ბავშვის დაბადების აღნიშვნა მის დაბადებამდე, ბოროტ სულებს გააქტიურებს და ბავშვი, იღბლის გარეშე მოევლინება სამყაროს.

ტაილანდი: არ დაესწროთ პანაშვიდს

11 უცნაური წესი ორსული ქალებისთვის, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იცავენ

ზოგიერთი კულტურის მიხედვით, ორსული ქალები არ უნდა დაესწრონ პანაშვიდებს. მაგალითად, ტაილანდში არსებობს რწმენა, რომლის მიხედვითაც, თუ ორსული ქალი პანაშვიდს დაესწრება, მის ახალშობილს მკვდარი სული დაედევნება.