LIFE

ბრძოლა წარმატების ნაწილია - 3 მიზეზი, რატომ არ უნდა დანებდეთ არასოდეს

ბრძოლა წარმატების ნაწილია - 3 მიზეზი, რატომ არ უნდა დანებდეთ არასოდეს

ჩვენ გვასწავლიან, რომ ბრძოლა მაშინ გვიწევს, როდესაც რაღაც არასწორი ხდება. მაგრამ გიფიქრიათ, რომ ეს ბრძოლა, შესაძლოა მოსალოდნელი წარმატების ნიშანი იყოს? ნუ შეგეშინდებათ ბრძოლის და ნუ შეეცდებით, ნებისმიერ ფასად აირიდოთ თავიდან.

ბრძოლის დაწყება იმის ნიშანია, რომ თქვენ ცდილობთ მიზნისკენ მიმავალ გზას დაადგეთ და უკვე დაიწყეთ მოქმედება. ეს უფრო რთულია, ვიდრე უმოქმედოდ ყოფნა და არაფრის გაკეთება, მაგრამ თავის თავში გულისხმობს, რომ თქვენ წინ მიდიხართ დასახაული მიზნების მისაღწევად. თუ არაფერია დასაძლევი, ალბათ იმიტომ, რომ არც არაფერი ხდება. თუ წინ არაფერი გელოდებათ, მაშინ გზად არც იქნება ბრძოლა იქნება და შედეგად, არც პროგრესი.

ბრძოლა წარმატების ნაწილია - 3 მიზეზი, რატომ არ უნდა დანებდეთ არასოდეს

ძალა ბრძოლაში იბადება. როდესაც ისწავლით შინაგანი ბრძოლების, როგორც შესაძლებლობების დანახვას, მაშინ გახდებით უფრო ძლიერი, უკეთესი და უფრო ბრძენი. ხოლო თქვნი აზროვნება - „მე არ შემიძლია ამის გაკეთება“ –დან „მე უნდა გავაკეთო ეს“-მდე შეიცვლება.

მეორე დადებითი რამ ბრძოლაში არის ის, რომ ის ბევრ რამეს გასწავლით. როდესაც შეცდომებს ვუშვებთ და შედეგების მოგვარებას ვცდილობთ, ასე დიდ ცხოვრებისეულ ცოდნას ვიღებთ. ადამიანი, რომელიც ძირს დაეცემა და დგება, უფრო უკეთესად გაუმკლავდება ნებისმიერ პრობლემას, ვიდრე ის, ვისაც სირბილი არასოდეს უცდია. დაბრკოლებები გვაიძულებს გონივრულად განვითარდეთ და უკეთესად გავუმკლავდეთ სხვადასხვა სიტუაციებს.

ადვილი საქმე ნაკლებად დასაფასებელია. შეიძლება მისი შესრულება მარტივად და სწრაფად მოახერხოთ, მაგრამ ნაკლები ემოციური ღირებულება ექნება. თუ საერთოდ უმიზეზოდ გადმოგეცემათ პრიზი, შეიძლება მშვენივრად იგრძნოთ თავი. მაგრამ ნამდვილად დააფასებთ მას? ბრძოლა გვეხმარება იმის დაფასებაში, რასაც ვიღებთ.

ბრძოლა წარმატების ნაწილია - 3 მიზეზი, რატომ არ უნდა დანებდეთ არასოდეს

ბრძოლა საუკეთესო მასწავლებელია. ის ასევე გვაჩვენებს თუ რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიზნები - მხოლოდ მაშინ დავინახავთ რეალურ სურვილებს, როდესაც მისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებებს წავაწყდებით. 

ბრძოლა ჩვენი მეგობარია და არა ჩვენი მტერი. ის ყველაზე მკაფიოდ გვაჩვენებს პროგრესს, რომელსაც ვაღწევთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიზრდებით და ვცდილობთ გავაფართოვოთ ჩვენი ცნობიერების საზღვრები. თუ ბრძოლა გვიწევს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გამარჯვებაც ნამდვილად შეგვიძლია.

BO-3 comment-réussir-au-poste-de-dirigeant-femme-quadra-dirigeante_603f610defc35.jpg

თუ ახლა ბრძოლისთვის ემზადებით, ნუ შეგეშინდებათ. ამის ნაცვლად, ჰკითხეთ საკუთარ თავს - სწორ გზაზე ხართ თუ საერთოდ არ ღირს ეს ბრძოლა? არის კი ეს თქვენი შემდეგი გამოწვევა? ნამდვილად გსურთ შედეგის მიღწევა? თუ თქვენი პასუხია დიახ, მაშინ უკან არ დაიხიოთ. როგორიც არ უნდა იყოს ბრძოლა, გააგრძელეთ წინსვლა. თანაც გახსოვდეთ, რომ შეიძლება მხოლოდ ერთი ნაბიჯია დარჩენილი მწვერვალამდე.



<a href="https://www.makemebetter.net/">https://www.makemebetter.net/</a>