როგორც ლეგენდარულმა კოკო შანელმა თქვა : ” მოდა მიდის, სტილი კი რჩება “. მართალია დიზაინერს არასოდეს გამოუცდია COVID-19 პანდემიის იზოლაცია და ციფრული ცხოვრება, თუმცა ვფიქრობთ, ეს სიტყვები ახლა ისეთი რელევანტურია, როგორც არასოდეს. უკვე გაზაფხულია, შეზღუდვები ნელ-ნელა მსუბუქდება, მზიანი ამინდები და სითბო ყველას ქუჩაში გასვლისკენ უბიძგებს. ჩვენ კი აღარც გვახსოვს, რას ნიშნავს მოდური ჩაცმა, თუმცა ყველას გვახსოვს ჩვენი სტილი.

დაათვალიერეთ 13 ლუქი მილანის ქუჩის მოდიდან და იპოვეთ თქვენი სტილის მოდური ელემენტები.

1. მბზინავი ზედატანი და კლასიკური ხაკის შარვალი - მოულოდნელი წყვილი, რომელიც გაზაფხულს ნამდვილად მოუხდა.

2. 50-იანი წლების მოდით შთაგონებული ლუქი, რომელიც განსაკუთრებით ბედნიერი დღეებისთვისაა შექმნილი.

3. ყვითელი და ლურჯი ფერების კომბინაცია, სულ მალე კლასიკად გადაიქცევა.

4. 90-იანი წლების იდეალურ ლუქზე რას იტყოდით?

5. წითელი პიჯაკი არასოდეს ყოფილა ასეთი მოთხოვნადი!

6. მწვანე დეტალი, ნებისმიერ ლუქს მოდურ ელფერს მიანიჭებს.

7. ლაბადა და სპორტული ფეხსაცმელი - რა თქმა უნდა, 2021 წელი ექსპერიმენტებისთვისაა შექმნილი.

8. მწვანე ფერის ტყავი იდეალურია ნებისმიერი სიტუაციისთვის!

9. მართალია გაზაფხულია, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ შეიძლება ზამთრის სიცივე კვლავ დაბრუნდეს...

10. პიჯაკები ნამდვილად ამ სეზონის ფავორიტია.

11. თინეიჯერობაში 70-იანების როკ ვარსკვლავობაზე ხომ არ ოცნებობდით?

12. ნეონი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი - ამით ყველაფერი ნათქვამია!

13. და რაღა თქმა უნდა, ორეულები არსად გეგმავენ წასვლას. უფრო მეტიც, მათ სულ უფრო და უფრო ხშირად შევხვდებით.