სილამაზე

7 ვარცხნილობა, რომელიც ნებისმიერ ქალს გააახალგაზრდავებს

7 ვარცხნილობა, რომელიც ნებისმიერ ქალს გააახალგაზრდავებს

სახეზე დაბერების პირველი ნიშნები ნაოჭების, წვრილი ხაზების და მოშვებული კანის საშუალებით ჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კოსმეტიკური პროცედურები და კანის მოვლის საშუალებები, რომლებიც დაგვეხმარება ახალგაზრდული ბრწყინვალების შენარჩუნებაში, სწორად შერჩეული თმის ვარცხნილობა ასაკის დამალვის ყველაზე ადვილი გზაა. 

1. გრძელი კარე 

7 ვარცხნილობა, რომელიც ნებისმიერ ქალს გააახალგაზრდავებს

გრძელი კარე საუკეთესო ვარცხნილობაა ასაკის დასამალად, რადგან ის ფარავს სახის არასრულყოფილ ფორმას - გამოკვეთს ყბის ხაზს და კანს მეტ სტრუქტურას მატებს. ასევე, თუ ზედმეტი წონის პრობლემა გაქვთ, ეს ვარცხნილობა რამდენიმე კილოგრამის „დაკლებაშიც“ მოგეხმარებათ.

2. მოკლე თმა, ე.წ. „ბობ კარე“ 

7 ვარცხნილობა, რომელიც ნებისმიერ ქალს გააახალგაზრდავებს

„ბობ კარე“ ხაზს უსვამს ისეთ ნაკვთებს, როგორიცაა ლოყები და თვალები. ამ ვარცხნილობას შეუძლია თავი სრულიად სხვა, თანაც უფრო ახალგაზრდა ადამიანად გაგრძნობინოთ. 

3. თმა მხრის სიგრძეზე 

7 ვარცხნილობა, რომელიც ნებისმიერ ქალს გააახალგაზრდავებს

ეს ელეგანტური და მოცულობით ტალღოვანი ვარცხნილობა თითქმის ყველა ტიპის თმას უხდება - სწორი, ხვეული თუ ტალღოვანი. ის არბილებს სახის სტრუქტურას და ხაზს უსვამს ყბის ხაზს, რაც ბუნებრივ კონტურს მოგანიჭებთ.

4. გვერდით გადაწეული წინამო, ე.წ. „ჩოლკები“ 

7 ვარცხნილობა, რომელიც ნებისმიერ ქალს გააახალგაზრდავებს

ზოგადად, ე.წ. „ჩოლკები“ ვიზუალურად ამცირებს სახის მოცულობას. ნაზი და კლასიკური გვერდით გადაწეული სტილი, იდეალურად ფარავს შუბლს და შესაბამისად წვრილ ნაოჭებს. ამ ვარცხნილობას შეუძლია მრგვალი ფორმის სახე მეტად წაგრძელებული და რაც მთავარია, თხელი გამოაჩინოს.

5. ნაზი ხვეულები 

7 ვარცხნილობა, რომელიც ნებისმიერ ქალს გააახალგაზრდავებს

იდეალურად სწორი ვარცხნილობა კარგა ხანია წარსულს ჩაბარდა. თანაც, ხვეულების საშუალებით შესაძლებელია რამდენიმე წლით გაახალგაზრდავება. ეს ერთი შეხედვით ბავშვური და სიცოცხლით სავსე ვარცხნილობა, ნებისმიერი ქალის ასაკობრივ პრობლემებს დამალავს.

6. ტალღოვანი კარე 

7 ვარცხნილობა, რომელიც ნებისმიერ ქალს გააახალგაზრდავებს

რა თქმა უნდა, არაფერია მეტად ახალგაზრდული, ვიდრე ზღვის ნესტისგან დატალღული თმები. ეს ვარცხნილობა მზესთან, მხიარულებასა და უდარდელობასთან ასოცირდება.

7. ქერა თმის ტონები 

7 ვარცხნილობა, რომელიც ნებისმიერ ქალს გააახალგაზრდავებს

კვლევების მიხედვით, როდესაც საქმე თმის ვარცხნილობას ეხება, ადამიანები ქერა და ღია ყავისფერ ჩრდილებს ახალგაზრდობას, ჯანმრთელობასა და მიმზიდველობას უკავშირებენ. დღესდღეობით, თქვენ მარტივად შეგიძლიათ აირჩიოთ ქერა თმის ის ტონი, რომელიც თქვენს სახესა და პიროვნებას შეეფერება.