LIFE

7 საუკეთესო მულტფილმი სიყვარულზე, რომელიც მხოლოდ ბავშვებისთვის არაა შექმნილი

7 საუკეთესო მულტფილმი სიყვარულზე, რომელიც მხოლოდ ბავშვებისთვის არაა შექმნილი

1. რაპუნცელი - 2010 წელი

7 საუკეთესო მულტფილმი სიყვარულზე, რომელიც მხოლოდ ბავშვებისთვის არაა შექმნილი

მომხიბვლელი ბანდიტი ფლინი მოგზაურობს. იგი ლამაზია, უყვარს ბევრი ლაპარაკი და იღბლიანიცაა. ერთხელაც უღრან ტყეში ღამის გასათენებლად ადის მაღალ კოშკზე. ფლინს ლამაზი რაპუნცელი კოჭავს. გოგონას 21 მეტრიანი ოქროსფერი თმა აქვს და თანაც, კოშკშია ჩაკეტილი...

2. შენი სახელი - 2016 წელი

7 საუკეთესო მულტფილმი სიყვარულზე, რომელიც მხოლოდ ბავშვებისთვის არაა შექმნილი

იაპონიის პროვინციაში მაცხოვრებელი გოგონა და ტოკიოში მაცხოვრებელი ბიჭი, აღმოაჩენენ რომ მათ შორის კავშირი არსებობს. ისინი ერთმანეთს ძილის დროს უკავშირდებიან.

3. პრინცესა და ბაყაყი - 2009 წელი

7 საუკეთესო მულტფილმი სიყვარულზე, რომელიც მხოლოდ ბავშვებისთვის არაა შექმნილი

ნეი ორლეანი, მეოცე საუკუნის დასაწყისი, ჯაზის აღმოცენების ხანა. ახალგაზრდა შარლოტა ოცნებობს ფულის შეგროვებაზე და საკუთარი რესტორნის გახსნაზე. ერთხელაც მას ბაყაყად ქცეული, ბოროტი ჯადოქრის მიერ მოჯადოებული, პრინცი აკოცებს.

4. ანასტასია - 1997 წელი

7 საუკეთესო მულტფილმი სიყვარულზე, რომელიც მხოლოდ ბავშვებისთვის არაა შექმნილი

ანიმაციური ფილმი გვიყვება ამბავს დაკარგულ რუს პრინცესა ანასტასიაზე და მის საოცარ თავგადასავლებზე. როდესაც ცვლილებების ჩრდილი რუსეთს უახლოვდება, პაწაწინა ანასტასია სიცოცხლის გადასარჩენად იძულებულია დაიმალოს. წლების მერე ის შეხვდება მომხიბვლელ ახალგაზრდა დმიტრის. ერთად ისინი პარიზში მიემართებიან, რომ ანასტასიას კანონიერი მემკვიდრეობა იპოვონ. მაგრამ მათ გზაზე ბოროტი ჯადოქარი რასპუტინი დახვდება პატარა ბოროტ ღამურასთან - ბარტოქთან ერთად.

5. პატარძლის ცხედარი - 2005 წელი

7 საუკეთესო მულტფილმი სიყვარულზე, რომელიც მხოლოდ ბავშვებისთვის არაა შექმნილი

მოქმედება ვითარდება XIX საუკუნის ერთ ევროპულ სოფელში. მთავარი გმირი - ვიქტორი ბნელ ძალებს მიწისქვეშეთში მიჰყავთ და ცოლად პატარძლის გვამს ართვევინებენ, როცა ნამდვილი საცოლე, ვიქტორია ადამიანების სამყაროში ელოდება. იმის მიუხედავათ, რომ მკვდრების სამეფოში ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესო აღმოჩნდება, ვიდრე თავის სოფელში, ვიქტორი ხვდება, რომ ნამდვილ სიყვარულს არაფერზე გაცვლის.

6. კოკო - 2017 წელი

7 საუკეთესო მულტფილმი სიყვარულზე, რომელიც მხოლოდ ბავშვებისთვის არაა შექმნილი

მთავარი გმირი მიგელი პატარა მექსიკურ სოფელში მეწაღის ოჯახში ცხოვრობს. მას მოსწონს მისი ოჯახის საქმიანობა, მაგრამ მუსიკოსობაზე ოცნებობს. მის ოჯახში კი მუსიკა წყევლად ითვლება, რადგან მისმა წინაპარმა ოცნების ასასრულებლად ცოლი მიატოვა. მიგელი ცდილობს მეტი შეიტყოს მის წინაპრებზე. მალე ის აღმოაჩინეს, რომ მასსა და მის საყვარელ მუსიკოსს შორის რაღაც კავშირი არსებობს. უფრო მეტის გასაგებად იგი გარდაცვლილთა ქვეყანაში მიდის, სადაც მეწყვილეს იპოვის. მასთან ერთად კუმირის გასაცნობად მიემგზავრება.

7. სიტყვების ბაღი - 2013 წელი

7 საუკეთესო მულტფილმი სიყვარულზე, რომელიც მხოლოდ ბავშვებისთვის არაა შექმნილი

ტაკაო ვარჯიშობს რათა შოუმენი გახდეს, აცდენს სკოლას და ერთხელაც შეხვდება იდუმალ გოგონას, რომელიც ბევრ საიდუმლოს ასწავლის.



<a href="https://www.imdb.com/">https://www.imdb.com/</a>