LIFE

ჭკვიანი ქალი ყველაზე სექსუალურია: კვლევა, რომლის მიხედვითაც „ლამაზი“ არ ნიშნავს „მიმზიდველს“

ჭკვიანი ქალი ყველაზე სექსუალურია: კვლევა, რომლის მიხედვითაც „ლამაზი“ არ ნიშნავს „მიმზიდველს“

რას ეძებენ ადამიანები პარტნიორში? - ინტელექტს 

ჭკვიანი ქალი ყველაზე სექსუალურია: კვლევა, რომლის მიხედვითაც „ლამაზი“ არ ნიშნავს „მიმზიდველს“

ჭკუა და ინტელექტი ისევ და ისევ წამყვანი მახასიათებლებია, როდესაც ადამიანები თავიანთ იდეალურ პარტნიორზე ფიქრობენ. კულტურათშორისმა კვლევამ, სადაც 200 000-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა, ცხადყო, რომ ინტელექტუალური ქალი მამაკაცთა ნომერ პირველი სასურველი პარტნიორია, რასაც მოსდევს კარგი გარეგნობა. ხოლო ქალების შემთხვევაში მეორე ადგილი, კარგმა იუმორის გრძნობამ დაიკავა. გამოდის, რომ ინტელექტი მთავარი იარაღია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საოცნებო პარტნიორის პოვნა.

მაგრამ შესაძლებელია იყო ზედმეტად ჭკვიანი იმისთვის, რომ საწინააღმდეგო სქესს მოეწონო? 

ჭკვიანი ქალი ყველაზე სექსუალურია: კვლევა, რომლის მიხედვითაც „ლამაზი“ არ ნიშნავს „მიმზიდველს“

ტრადიციულად, მკვლევარებმა შეაგროვეს მონაცემები მეუღლის პრეფერენციების შესახებ და სთხოვეს მონაწილეებს შეაფასონ სასურველი პარტნიორის თვისება ან შეაფასონ სხვადასხვა თვისებები. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს მიდგომა გვაწვდის ინფორმაციას პარტნიორის სხვადასხვა მახასიათებელი თვისებების, მაგალითად, იუმორის, სიკეთისა და ინტელექტის შესახებ, ისინი არ გვეუბნებიან, თუ რამდენადაა სასურველი თითოეული მახასიათებელი/თვისება.

მართლაც, შეფასების ამ მეთოდმა შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ თუ რაიმე თვისება სასურველია, მაშინ რაც მეტი, მით უკეთესი. თუ სიკეთე კარგია, ძალიან კეთილი უკეთესია! თუ იუმორის გრძნობა კარგია, მაშინ რაც მეტს ხუმრობთ, მით უკეთესია! თუ ინტელექტი კარგია, სუპერ მაღალი ინტელექტუალური კოეფიციენტი კიდევ უფრო უკეთესია!

შესაძლოა ეს სიმართლეც კია: მაგალითად, მაღალი ინტელექტი მიუთითებს სასურველი მემკვიდრეობითობის ნიშან-თვისებებზე, მათ შორის კრეატიულობასა და პრობლემების გადაჭრის უნარზე. ასევე, გულისხმობს პარტნიორობის სტიმულირებას ხანგრძლივი ურთიერთობისთვის. ინტელექტის ადაპტაციური სარგებელი ისაა, რომ ჭკვიანი სახე ძალიან სექსუალურია.

მაგრამ არსებობს საზღვარი, რომლის იქითაც, ჭკუა სექსუალური აღარ არის? 

ჭკვიანი ქალი ყველაზე სექსუალურია: კვლევა, რომლის მიხედვითაც „ლამაზი“ არ ნიშნავს „მიმზიდველს“

ავსტრალიის დასავლეთის უნივერსიტეტის მკვლევრებმა სწორედ ამის გარკვევა გადაწყვიტეს. ნაცვლად იმისა, რომ მათ გაეთვალისწინებინათ რეიტინგები, ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ ინტელექტის კონკრეტული დონის პარალელურად აღქმულ მიმზიდველობაზე. მათ შეარჩიეს დაახლოებით 375 ადამიანის, რომელთა სავარაუდო ინტელექტის კოეფიციენტი დაახლოებით 100 (ანუ საშუალო) იყო, მათ სთხოვეს მონაწილეებს მიუთითონ თავიანთი მიზიდულობა (მოკლევადიანი ან გრძელვადიანი ურთიერთობებისათვის) მიმზიდველ პოტენციურ პარტნიორთან მიმართებით, რომლის ინტელექტის კოეფიციენტი განისაზღვრება უწყვეტი ხაზით.

შედეგების მიხედვით, ინტელექტმა შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს მიმზიდველობას, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ. კვლევის მიხედვით, ქალები და მამაკაცები ფაქტობრივად აცხადებენ, რომ უფრო ნაკლები მიზიდვა აქვთ იმ ადამიანის მიმართ, ვისი ინტელექტის კოეფიციენტიც 99-ია, თუმცა მეტად მოსწონთ ისინი, ვისი მაჩვენებელიც 90-ია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სუპერ-ჭკვიანი ადამიანები უფრო ნაკლებად სასურველები არიან, ვიდრე მათი ოდნავ ნაკლებად ჭკვიანები. 

ყოველივე ეს იმაზე მეტყველებს, რომ თვისებები შეიძლება სასურველი იყოს, მაგრამ შესაძლოა არა ექსტრემალურ დონეზე. ავტორები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა არაჩვეულებრივი ინტელექტის მქონე ადამიანებს ნაკლებად ახასიათებთ ძლიერი პიროვნული უნარები. მართალია ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს, თუმცა ეს შეიძლება ასახავდეს (ცრუ) სტერეოტიპს მაღალ ინტელექტუალურ ადამიანებზე. მიუხედავად იმისა, რომ მათი გავლენა ინტელექტის თვალსაზრისით შეინიშნებოდა, არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ სხვა ნიშან-თვისებებსაც შეიძლება ჰქონდეთ ამგვარი გავლენა: ნებისმიერი თვისების ზედმეტმა რაოდენობამ, რომლებიც სხვაგვარად სასურველია, შეიძლება შეამციროს მისი მფლობელის მიმზიდველობა.