SEX

7 ყველაზე სექსუალური ფილმი, რომელიც მხოლოდ უფროსებისთვისაა განკუთვნილი

7 ყველაზე სექსუალური ფილმი, რომელიც მხოლოდ უფროსებისთვისაა განკუთვნილი

1. ინტიმი, 2001 წელი 

7 ყველაზე სექსუალური ფილმი, რომელიც მხოლოდ უფროსებისთვისაა განკუთვნილი

ისინი მხოლოდ ოთხშაბათობით ხვდებიან ერთმანეთს. მამაკაცი - ბარმენია, ქალი კი მსახიობი. მათ მხოლოდ სექსი აკავშირებთ, თუმცა მალევე, ერთმანეთის მიმართ, ემოციური კავშირი ჩნდება... 

2. 9 ½ კვირა, 1986 წელი 

7 ყველაზე სექსუალური ფილმი, რომელიც მხოლოდ უფროსებისთვისაა განკუთვნილი

როდესაც ელიზაბეთი იდუმალ მამაკაცს გაიცნობს, მისი გაწონასწორებული ხასიათი სადღაც ქრება. სიყვარულის ვნებიანი ისტორია აიძულებს ქალს უარი თქვას საკუთარ პრინციპებზე. 

3. მოსამსახურე, 2016 წელი 

7 ყველაზე სექსუალური ფილმი, რომელიც მხოლოდ უფროსებისთვისაა განკუთვნილი

გასული საუკუნის 30-იანი წლებში კორეა იაპონიიის მიერაა ოკუპირებული. ფილმი ოთხი ადამიანის ისტორიას მოგვითხრობს: კეთილშობილი ლედი, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო დიდი ქონება; თაღლითი მოსამართლე, რომელმაც კეთილშობილი ლედის ბედი უნდა გადაწყვიტოს; ახალგაზრდა ბინის ქურდი, რომელიც თაღლითი მოსამართლის დაქირავებულია და კეთილშობილი ქალბატონის ბიძა, რომელიც მისი მცველია.

4. 9 სიმღერა, 2004 წელი 

7 ყველაზე სექსუალური ფილმი, რომელიც მხოლოდ უფროსებისთვისაა განკუთვნილი

ეს არის ფილმი ახალგაზრდა წყვილის შესახებ, რომელთა ურთიერთობა პოპულარული ბრიტანული ინდი ბენდების 9 კონცერტის ჩატარების განმავლობაში გრძელდებოდა.

5. დაწექი ჩემთან, 2005 წელი 

7 ყველაზე სექსუალური ფილმი, რომელიც მხოლოდ უფროსებისთვისაა განკუთვნილი

ლეილა - ახალგაზრდა სექსუალური ქალია, რომელსაც მამაკაცები გულგრილად ვერ უყურებენ. ის კი ძლიერი სქესის წარმომადგენლებს მხოლოდ წუთიერი სიამოვნების მიღებისთვის ხვდება. ერთხელაც ქალს ბედისწერა დევიდს ახვედრებს. მალე გოგონა ხვდება, რომ მისი ურთიერთობა დევიდთან არ გავს სხვა ურთიერთობებს...

6. ლურჯი ყველაზე თბილი ფერია, 2013 წელი

7 ყველაზე სექსუალური ფილმი, რომელიც მხოლოდ უფროსებისთვისაა განკუთვნილი

თხუთმეტი წლის ადელს არასოდეს უკითხავს საკუთარი თავისთვის, მოსწონს თუ არა ბიჭები - ეს თითქოს თავისთავად იგულისხმებოდა. მაგრამ იმ ღამეს, როცა ადელი ლურჯთმიან გოგონას, ემას ხვდება, მისი ცხოვრება თავდაყირა დგება. ფილმის ძირითადი სცენები საფრანგეთსა და ბელგიაშია გადაღებული, მათ შორისაა ისეთი დიდი ქალაქები, როგორებიცაა პარიზი და ბრიუსელი.

7. მდივანი, 2002 წელი 

7 ყველაზე სექსუალური ფილმი, რომელიც მხოლოდ უფროსებისთვისაა განკუთვნილი

დაახლოებით მეშვიდე კლასში ლიმ აღმოაჩინა, რომ საკუთარი თავისთვის ტკივილის მიყენება სიამოვნებს. ამის გამო ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც აღმოჩნდა. რა ხდება მაშინ, როდესაც გოგონა ლამაზი და სექსუალური ქალი ხდება?