მშობლები

რა სჭირდება ქალიშვილს მამისგან - 4 ძირითადი ასპექტი, რომელიც ქალის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას განსაზღვრავს

რა სჭირდება ქალიშვილს მამისგან - 4 ძირითადი ასპექტი, რომელიც ქალის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას განსაზღვრავს

  •  როდესაც მამა საშუალებას აძლევს ბავშვს იყოს „პატარა“ და არ ამძიმებს ზრდასრული პასუხისმგებლობებით, დიდი ალბათობით მამასა და შვილს შორის, უფრო ახლო და ჯანმრთელი ურთიერთობა ჩამოყალიბდება.
  • შეგრძნება იმისა, რომ მამას შეუძლია მისი მიღება და მასთან მეგობრობა, ამცირებს გოგონას დეპრესიის განვითარების რისკს.
  • გამოკვლევების თანახმად, მამობრივი სიახლოვე, საიმედოობა და სიყვარული ამცირებს კვებითი აშლილობის განვითარების რისკებს.

1. უფლება იყოს ბავშვი 

რა სჭირდება ქალიშვილს მამისგან - 4 ძირითადი ასპექტი, რომელიც ქალის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას განსაზღვრავს

„პარენტიფიკაცია“ არის პროცესი, რომლის დროსაც, ბავშვი იღებს პასუხისმგებლობას მშობლის ემოციურ მდგომარეობაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის მდგომარეობა, როდესაც ბავშვი გრძნობს, რომ უნდა დააკმაყოფილოს მშობლების ფსიქოლოგიური მოთხოვნები და მოერგოს მის სურვილებს.

კვლევაში მონაწილეობა 500-ზე მეტმა ზრდასრულმა ქალმა მიიღო. მათივე შეფასებით, ბავშვობაში, მამასთან ურთიერთობა „პარენტიფიკაციის“ ფორმით მიმდინარეობდა. ამ ქალების კმაყოფილების და უსაფრთხოების დონე რომანტიკულ ურთიერთობში, მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე იმ ქალებში, ვისაც პარენტიფიკაცია არ ჰქონდა გამოცდილი. 

2. სითბო, მიმღებლობა, ხელმისაწვდომობა და პოზიტიური გავლენა 

რა სჭირდება ქალიშვილს მამისგან - 4 ძირითადი ასპექტი, რომელიც ქალის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას განსაზღვრავს

კვლევაში, სადაც შედარებულია დეპრესიული მოზარდი გოგონები და ის გოგონები, ვისაც არასოდეს გამოუცდიათ დეპრესია, ხაზგასმულია მამისა და ქალიშვილის ურთიერთობა. ის გოგონები, რომლებსაც დეპრესიის დიაგნოზი დაუსვეს, გრძნობდნენ, რომ მამა უარყოფდა და ჰქონდათ ცივი, დისტანციური ურთიერთობა.

უფრო მეტიც, დეპრესიული გოგონების მამების შეფასებითაც, მათ ჰქონდათ კომინიკაციის დაბალი ხარისხი საკუთარ შვილებთან, თუმცა მათ არასოდეს უგრძვნიათ სითბოს ნაკლებობა ქალიშვილის მხრიდან.

3. ჩართულობა, კომუნიკაცია და საერთო ფიზიკური აქტივობები 

რა სჭირდება ქალიშვილს მამისგან - 4 ძირითადი ასპექტი, რომელიც ქალის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას განსაზღვრავს

ამ კვლევის ფარგლებში ჩატარდა მამებისა და გოგონების ერთობლივი ტრენინგები - Dads and Daughters Exercising and Empowered (DADEE), რომელიც მიზნად ისახავდა აღზრდის ძირითადი პოზიტიური უნარების გაუმჯობესებას და გოგონების სოციალურ-ემოციურ ცხოვრებაში მამების ჩართულობის მაქსიმალურად გაზრდას. ტრენინგების ფარგლებში, მამები და გოგონები სისტემატიურად, ერთად კავდებოდნენ სხვადასხვა ფიზიკური აქტივობებითა და ფიტნესით.

9 თვის შემდეგ იმ გოგონებში, რომლებიც მამასთან ერთად მონაწილეობდნენ ამ ტრენინგებში, გაიზარდა სოციალურ-ემოციური კომპეტენციის, გადაწყვეტილების მიღების, სოციალური ცნობიერების, ურთიერთობის, პირადი პასუხისმგებლობისა და თვითმართვის უნარები.

გასაკვირი არ არის, რომ მამის ჩართულობა და კომუნიკაცია პოზიტიურად მოქმდებს მამა-შვილურ ურთიერთობაზე. მაგრამ როგორც გაირკვა, ის ასევე პოზიტიურად მოქმედებს შვილის მიმდინარე და მომავალ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

4. სიახლოვე, საიმედოობა, კეთილგანწყობა 

რა სჭირდება ქალიშვილს მამისგან - 4 ძირითადი ასპექტი, რომელიც ქალის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას განსაზღვრავს

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ქალები, რომლებსაც კვებითი აშლილობა აღენიშნებოდათ, უფრო ხშირად აღწერდნენ მამას, როგორც ნაკლებად მზრუნველს, დისტანციურსა და მკაცრს.

უფრო მეტიც, ამავე კვლევის თანახმად, ქალები, რომელთა მამებიც კონტროლის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდნენ, უფრო ხშირად წყვეტდნენ საკვების მიღებას, გამოხატავდნენ შეშფოთებას ფიზიკური ნაკლოვანებების გამო და განიცდიდნენ დეპრესიას, ვიდრე ის თანატოლები, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ შედარებით მზრუნველი მამები ჰყავდათ.

ამ დასკვნის შესაბამისად, ბოლოდროინდელმა კვლევამ აღმოაჩინა თვისობრივი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ქალები, რომლებიც კვებით აშლილობას, ბავშვობაში მამის მხრიდან მხარდაჭერის ნაკლებობას განიცდიან.