მშობლები

5 რამ, რის გამოც თითოეული დედა იმსახურებს მადლობას

5 რამ, რის გამოც თითოეული დედა იმსახურებს მადლობას

დედის სიყვარული უბრალოდ უნიკალურია. ბიოლოგიური დედები, დედინაცვალი, ახალგაზრდა და მოხუცი დედები, დედები, რომლებიც ამ ქვეყნიდან ემიგრაციაში წავიდნენ და დედები, რომლებიც ჩვენს გვერდით აღარ არიან - მათ ერთი რამ აერთიანებთ: თითოეულმა მათგანმა მოგვცა უპირობო და გულწრფელი სიყვარული, რომლის მოცემაც, სხვა არავის შეუძლია.

1. მადლობა იმისთვის, რომ როდესაც საქმე შვილს ეხება, თქვენთვის არაფერია შეუძლებელი 

5 რამ, რის გამოც თითოეული დედა იმსახურებს მადლობას

დედა შეიძლება მფარველ ანგელოზად მივიჩნიოთ. ესაა ქალი, რომელსაც შეგვიძლიათ ყოველთვის ვენდოთ და მოვუსმინოთ. ჩვენი დედები ყველანაირ სირთულეს გადალახავდნენ და მაინც ახერხებენ საკუთარი თავისა და ოჯახის გაძლიერებას. ფინანსური, ემოციური და სხვადასხვა გამოწვევების მიუხედავად, ჩვენმა დედებმა შეძლეს სითბოს, განათლების, დაცულობისა და სიყვარულის შემოთავაზება.

2. მადლობა იმისთვის, რომ მუდამ საკუთარ თავზე წინ გვაყენებთ და მუდმივად ჩვენზე ზრუნავთ 

5 რამ, რის გამოც თითოეული დედა იმსახურებს მადლობას

დედები გმირები არიან რადგან ბავშვის გაჩენამდე იღებენ მასზე პასუხისმგებლობას და შემდეგ, თითოეულ ნაბიჯზე ზრუნავენ. გაიხსენეთ, როდესაც საქმე ეხებოდა სამსახურის გაცდენას, მოგზაურობის გადადებას თუ სხვა მნიშვნელოვან მოვლენას, ისინი უყოყმანოდ ირჩევდნენ თქვენზე ზრუნვას. ყველა ადამიანი ვალდებულია დააფასოს ასეთი თავგანწირვა.

3. მადლობა იმისთვის, რომ კილომეტრებს გადიხართ, რათა ჩვენ უკეთესი ცხოვრება შემოგვთავაზოთ 

5 რამ, რის გამოც თითოეული დედა იმსახურებს მადლობას

ეს ეხება ემიგრანტ დედებს, რომლებმაც თავიანთი სახლები დატოვეს, რათა ბავშვებისთვის ცხოვრების უკეთესი პირობები შეეთავაზებინათ. არ არსებობს სიტყვები, რომელიც მსგავს სიმამაცესა და გაბედულებას გამოხატავს. ალბათ მხოლოდ დედას შეუძლია მარტომ ისწავლოს ახალი ენა, გაეცნოს ახალ კულტურას და დაიწყოს ახალი ცხოვრება მხოლოდ იმისთვის, რომ მის შვილებს უკეთესი მომავლის საშუალება მისცეს.

4. მადლობა იმისთვის, რომ ყველაზე ყველაზე გაბედული, შთამაგონებელი ქალები ხართ 

5 რამ, რის გამოც თითოეული დედა იმსახურებს მადლობას

შეიძლება მათი ცხოვრება ისეთი არ ყოფილა, როგორზეც ოცნებობდა, მაგრამ ის ცდილობდა ყოფილიყო საოცნებო დედა. მათ გვასწავლეს ცხოვრების ტკბილი, მაგრამ რეალისტური ხედვა. ყველა გამოწვევის დროს, ჩვენი დედები ცდილობდნენ გზის გაკვალვას და ჩვენთვის მაგალითის მოცემას. ისინი გამუდმებით ინსპირაციით გვავსებენ და გვაჩვენებენ, რომ არასოდეს არ უნდა დავნებდეთ. 

5. მადლობა ღირებული ცხოვრებისეული გაკვეთილებითვის 

5 რამ, რის გამოც თითოეული დედა იმსახურებს მადლობას

ძვირადღირებული სათამაშოს შეძენაზე დედა გვპასუხობდა "არა"-ს და ასე, ფულის ღირებულებას გვასწავლიდა. ხოლო საშინაო დავალებების შემოწმებისას, ის ცოდნის მნიშვნელობას გვასწავლიდა. დედა გარეთ გვიან გასვლაზე მხოლოდ იმიტომ გვეუბნებოდა უარს, რომ უსაფრთხოების მნიშვნელობა გაგვეგო.

მართალია თავიდან შეიძლება არ გვესმოდა, მაგრამ დედებმა გვასწავლეს ცხოვრების გაკვეთილები, რომლებიც არასდროს დაგვავიწყდება. რაც მთავარია, მათ ეს სიყვარულისა და მზრუნველობის გამო გააკეთეს.