15 მარტივი, მაგრამ ეფექტური ხრიკი, რათა ფოტოებში განსაცვიფრებლად გამოიყურებოდეთ
- 04.04.2021
ამბობენ, რომ იყო ფოტოგენური, ეს თანდაყოლილი ნიჭია, მაგრამ სინამდვილეში, ეს მხოლოდ დასწავლადი უნარია. იმისთვის, რომ ფოტოებში განსაცვიფრებლად გამოიყურებოდეთ, სულაც არაა აუცილებელი სრულყოფილი სხეული გქონდეთ. უბრალოდ სწორი ფოკუსის, პოზის, სინათლისა და სხვა მცირე ხრიკების დახმარებით, თქვენ შეძლებთ იდეალური ფოტოების გადაღებას.
1. დაამატეთ ფოტოს აქსესუარები ან დეტალები, რათა მნახველის ყურადღებით ითამაშოთ. მაგალითად, ყავის ჭიქა ერთ-ერთი ასეთი იდეალური ვარიანტია.
2. შეეცადეთ ფოტოებში ტანსაცმლის რამდენიმე ფენა მოირგოთ. ასე უბრალოდ გაქრება ზედმეტი კილოგრამები.
3. გამოიყენეთ მინის ანარეკლი - ეს ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი იდეაა.
4. ჯგუფური ფოტოების დროს, გამოიყენეთ კრეატიული აზროვნება. კარგ ფოტოსთან ერთად, ეს საინტერესო მოგონებაცაა.
5. ნუ შეეცდებით სხეულის ნაწილების დაფარვას და ნუ აფიქრებინებთ მნახველს, რომ რამე გაქვთ დასამალი.
6. გაიხედეთ სხვა მხარეს - თუ კარგად დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ ასეთი ფოტოები ძალიან მომხიბლავია.
7. შეეცადეთ ფოტოში პროპორციებით ითამაშოთ და თავიდან აირიდოთ გამოჩნდეთ ზედმეტად დიდი, ან ზედმეტად პატარა.
8. შეეცადეთ უფრო გახსნილი პოზა გქონდეთ და სახე მაღლა ასწიოთ. ასე გაცილებით თხელი და მაღალი გამოჩნდებით.
9. აუცილებლად გააკეთეთ აქცენტი წელზე: გამოიყენეთ ქამარი, ან უბრალოდ პერანგისა თუ შარვლის სათავეში ჩააყოლეთ თქვენი ზედატანი.
10. აუცილებლად გამოყავით მკლავები სხეულის დანარჩენი ნაწილისგან.
11. გამოყავით წელი დოინჯის საშუალებით. ამ ფორმით ზედმეტი კილოგრამები უბრალოდ ქრება.
12. გამოაჩინეთ თქვენი სილუეტი - ეს ძალიან მომხიბლავი გადაწყვეტილებაა.
13. იმოძრავეთ, რათა ფოტო ბუნებრივი გამოვიდეს.
14. წინ წამოსწიეთ ცალი ფეხი... ზუსტად ისე, როგორც ფოტომოდელმა.
15. მოირგეთ ერთი ტონის ტანსაცმელი, რათა მონოქრომული ლუქი შექმნათ. ასეთი ფოტოები ძალიან დახვეწილია.
თემები: Trend, ფოტოგრაფია, ფოტოები, 2021 წლის მოდა