ჰოროსკოპი

11 აპრილის წლის ყველაზე ცეცხლოვანი ახალი მთვარეა - გაიგეთ რა სიახლე გელოდებათ ამ უქმეებზე

11 აპრილის წლის ყველაზე ცეცხლოვანი ახალი მთვარეა - გაიგეთ რა სიახლე გელოდებათ ამ უქმეებზე

ახლა შესანიშავი დროა ჩავრთოთ ჩვენი ძრავები, რადგან 2021 წლის 11 აპრილის ახალი მთვარე ჩვენს მიზნებს ცეცხლს მოუკიდებს და შთაგვაგონებს, საკუთარ გულს მივყვეთ. ეს მთვარე გაზაფხულის პირველ ახალ მთვარესაც აღნიშნავს. თანაც, სეზონის შეცვლის შედეგად ენერგიის განახლებული გრძნობა ამ ახალმთვარეობის ენერგიას კიდევ უფრო გააძლიერებს. თუ გსურთ მაქსიმალურად გამოიყენოთ კარგი ვიბრაცია, მაშინ უნდა იცოდეთ, როგორ იმოქმედებს ეს ახალი მთვარე თქვენს ზოდიაქოს ნიშანზე.

ვერძი 

11 აპრილის წლის ყველაზე ცეცხლოვანი ახალი მთვარეა - გაიგეთ რა სიახლე გელოდებათ ამ უქმეებზე

დაბადების დღეს გილოცავთ, ვერძებო! ეს ახალი მთვარე პიროვნულად ახალ საწყისებზე გადაგიყვანთ, რადგან ის მოგცემთ შანსს, შემოქმედებითი გზებით ააგიზგიზოთ თქვენი ცეცხლი. დასახეთ ახალი მიზნები, გააკეთეთ თამამი არჩევანი, ან იპოვნეთ ახალი გზები სიმართლის თქმისა და თქვენი გრძნობების გამოხატვისთვის. 

კურო 

11 აპრილის წლის ყველაზე ცეცხლოვანი ახალი მთვარეა - გაიგეთ რა სიახლე გელოდებათ ამ უქმეებზე

კუროებო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ახალი მთვარე ფიზიკურ ენერგიას მოგიტანთ, ემოციურად მეტად გადაიტვირთვებით. ამიტომ უმჯობესია ეს დღეები საკუთარ თავთან მარტო დარჩენისთვის და დასვენებისთვის გამოიყენოთ, რათა გაუმკლავდეთ ყველაფერს, რის გაკეთებასაც გეგმავდით. დასახული მიზნების განხორციელებაში საკუთარ თავთან კონტაქტი და საჭირო რელაქსაცია დაგეხმარებათ. 

ტყუპები 

11 აპრილის წლის ყველაზე ცეცხლოვანი ახალი მთვარეა - გაიგეთ რა სიახლე გელოდებათ ამ უქმეებზე

თქვენს სოციალურ ცხოვრებაში, ახალ ფურცელს გადაშლით, ტყუპებო! თქვენ გექნებათ შესაძლებლობა გაერთოთ, გაიცნოთ ახალი ადამიანები და წამოიწყოთ საინტერესო ურთიერთობები. ამ უქმეებზე დაივიწყეთ საქმეები და პასუხისმგებლობები, ზოგჯერ გართობა კიდევ უფრო პროდუქტიული ორშაბათის გარანტიაა. 

კირჩხიბი 

11 აპრილის წლის ყველაზე ცეცხლოვანი ახალი მთვარეა - გაიგეთ რა სიახლე გელოდებათ ამ უქმეებზე

ახლა დროა ახალი კარიერული ცხოვრება დაიწყოთ, კირჩხიბებო. ნუ მოგერიდებათ ახალი პროფესიული შესაძლებლობების გამოყენება, მიმდინარე თანამდებობაზე დაწინაურება ან ავტორიტეტებისგან დაფასება. გახსოვდეთ, რომ შრომისმოყვარეობა აუცილებლად და ყოველთვის ფასდება. ახლა კი სწორედ ეს დროა. 

ლომი 

11 აპრილის წლის ყველაზე ცეცხლოვანი ახალი მთვარეა - გაიგეთ რა სიახლე გელოდებათ ამ უქმეებზე

ლომებო, ეს ახალი მთვარე ახალ, საინტერესო თავგადასავალს შემოგთავაზებთ. როდესაც საქმე ეხება იმას, თუ რისი მიღწევა შეგიძლიათ, თქვენთვის საზღვრები არ არსებობს. ამიტომ დაიწყეთ მომავლის მანიფესტაცია ისე, თითქოს ის უკვე რეალობაა. ეს ხელსაყრელი დროა ახალი ცოდნის მიღების, შორეულ ადგილას მოგზაურობის ან სრულიად მოულოდნელი საქმის გაკეთებისთვის. იყავით გაბედული და მიიღეთ ახალი შემოთავაზებები. 

ქალწული 

11 აპრილის წლის ყველაზე ცეცხლოვანი ახალი მთვარეა - გაიგეთ რა სიახლე გელოდებათ ამ უქმეებზე

ქალწულებო, ნორმალურია იმის შიში, რასაც ვერ ხედავთ. მაგრამ ეს ახალი მთვარე შეგახსენებთ, რომ თქვენი ძალის წყალობით, შესაძლებლობა გაქვთ ნებისმიერ ურჩხულს გაუმკლავდეთ. დროა გაბედოთ და დაიწყოთ თქვენი ვალის, ფინანსურისა თუ სულიერის გასტუმრება. შეასრულეთ დანაპირები, რათა სინდისის გაწმენდა და სიმძიმეების ჩამოშორება მოახერხოთ.

სასწორი 

11 აპრილის წლის ყველაზე ცეცხლოვანი ახალი მთვარეა - გაიგეთ რა სიახლე გელოდებათ ამ უქმეებზე

ახლა თქვენს გონებაში მხოლოდ სიყვარული ტრიალებს, თუმცა მიმდინარე ურთიერთობები მშვიდი სულაც არ არის. საკუთარი თავის ადვოკატირება და საკუთარი საჭიროებების, აზრებისა თუ სიამოვნებებისთვის პრიორიტეტების მინიჭება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კომპრომისების მიღწევა. თუ საყვარელი ადამიანისთვის ეს ფაქტი მიუღებელია, მაშინ უნდა დაფიქრდეთ, საერთოდ, ღირებულია თუ არა ეს ურთიერთობა.

მორიელი 

11 აპრილის წლის ყველაზე ცეცხლოვანი ახალი მთვარეა - გაიგეთ რა სიახლე გელოდებათ ამ უქმეებზე

მორიელებო, ეს ულამაზესი ახალი მთვარე შთაგაგონებთ პასუხისმგებლობით მოეკიდოთ ყოველდღიურ რეჟიმს და სერიოზულად შეაფასოთ თქვენი ჯანმრთელობა. იქნება ეს ახალი, რთული სავარჯიშო რუტინის დაწყება თუ უფრო ორგანიზებული გრაფიკის დაცვა. მთვარე მოგცემთ ენერგიას, რათა თქვენი ყოველდღიური ცხოვრება მეტად პროდუქტიული გახდეს.

მშვილდოსანი

11 აპრილის წლის ყველაზე ცეცხლოვანი ახალი მთვარეა - გაიგეთ რა სიახლე გელოდებათ ამ უქმეებზე

დაიწყეთ ფლირტი, მშვილდოსანო! ეს ახალი მთვარე, ცეცხლოვან ვიბრაციას აუწევს თქვენი სასიყვარულო ცხოვრებას - ასე რომ, თუ ურთიერთობაში არ ხართ, მაშინ იდეალური დროა პაემნებისთვის, სხვა შემთხვევაში კი, შემატეთ გარკვეული მღელვარება თქვენს ჩვეულ რომანტიკულ ცხოვრებას, გამოიყენეთ შემოქმედებით უნარები და გააღვივეთ ერთმანეთის ვნებები.

თხის რქა 

11 აპრილის წლის ყველაზე ცეცხლოვანი ახალი მთვარეა - გაიგეთ რა სიახლე გელოდებათ ამ უქმეებზე

თხის რქებო, საოჯახო საკითხებმა ან ემოციურმა პრობლემებმა შესაძლოა ახლა თქვენი ყურადღება მიიპყროს, ამიტომ შეაჩერეთ თქვენი სამუშაო ცხოვრება, რათა სრულად შეძლოთ საკუთარ გრძნობებთან გამკლავება. ახლა საუკეთესო დროა პატიებისა და დავიწყებისთვის.

მერწყული 

11 აპრილის წლის ყველაზე ცეცხლოვანი ახალი მთვარეა - გაიგეთ რა სიახლე გელოდებათ ამ უქმეებზე

მერწყულებო, ეს ახალი მთვარე თქვენგან მოითხოვს თამამად წამოიწყოთ სხვებთან კავშირი და საკუთარი აზრები ახალი, ამაღელვებელი გზებით გამოხატოთ. უსმინეთ პოდკასტებს, გახსენით ბლოგი, წაიკითხეთ თქვენი მემუარები ან უბრალოდ დახარჯეთ დამატებითი დრო იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, ვინც თქვენს ცხოვრებას შთაგონებით ავსებს.

თევზები

11 აპრილის წლის ყველაზე ცეცხლოვანი ახალი მთვარეა - გაიგეთ რა სიახლე გელოდებათ ამ უქმეებზე

თევზებო, ეს ახალი მთვარე თქვენს ფინანსურ ცხოვრებაში ახალ ფურცელს გადაშლის. თანაც, ამ თამაშებთან გასამკლავებელ მოტივაციასაც მოგცემთ. დროა დაიწყოთ ყველანაირი სიმრავლის გამოხატვა თქვენს ცხოვრებაში. არ შეგეშინდეთ, რადგან სამყარო ზუსტად იმდენს დაგიბრუნებთ, რამდენსაც იმსახურებთ.