სტილი

დიანას, უელსის პრინცესას ყველაზე დასამახსოვრებელი 10 სამკაული

დიანას, უელსის პრინცესას ყველაზე დასამახსოვრებელი 10 სამკაული

დიანას, უელსის პრინცესას, უყვარდა საიუველირო ნაწარმი და ყველაზე უკეთ ქმნიდა განსაკუთრებულ და დასამახსოვრებელ მომენტებს. დღეს მისი ვაჟების მეუღლეები, კემბრიჯის ჰერცოგინია და სასექსის ჰერცოგინია, ძირითადად დელიკატურ და ნახევრად ძვირფას სამკაულებს ატარებენ, ხოლო დიანას მემკვიდრეობას, მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი შემთხვევებისთვის ირჩევენ.

ხალხის პრინცესას არ ეშინოდა თამამი განცხადებებისა და ექსპერიმენტების, სწორედ ამიტომ, ის დღემდე სტილი აიკონად რჩება. 

დაათვალიერეთ დიანას, უელსის პრინცესას საუკეთესო 10 სამკაული, რომლის წყალობითაც, ის მოდის ისტორიაში დარჩა.

1. ყელსაბამი "D" ინიციალით 

დიანას, უელსის პრინცესას ყველაზე დასამახსოვრებელი 10 სამკაული

დიანამ დაამტკიცა, რომ იგი ყოველთვის უსწრებდა მოდას და რომ სამეფო ოჯახში შესვლამდეც არსებობდა ცხოვრება. სანამ სახელობითი აქსესუარები მოდის მთავარი ტრენდი გახდებოდა, ლედი დიანა სპენსერი ატარებდა ყელსაბამს "D" ინიციალით.

ეს ფოტო 1980 წლით თარიღდება, როდესაც 19 წლის დიანა პრესის ყურადღების ცენტრში პირველად მოექცა - გავრცელებული ჭორების მიხედვით, ლედი სპენსერი სულ მალე უელსის პრინცესა გახდებოდა. 

2. საფირონისა და ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი 

დიანას, უელსის პრინცესას ყველაზე დასამახსოვრებელი 10 სამკაული

ეს ბეჭედი ახლა ქეითს ეკუთვნის. თუმცა ნიშნობის ეს სიმბოლო, დიანამ სამეფო ტახტის იუველირის მიერ შეთავაზებული 12 ბეჭდიდან აარჩია. 1981 წლის, პრინც ჩარლზთან ოფიციალური ნიშნობის შემდეგ, ბეჭედი მსოფლიო სენსაცია გახდა.

თითქმის 30 წლის შემდეგ, მან პოპულარობა ახალი ტალღით მოიპოვა, როდესაც პრინცმა უილიამმა ის თავის საცოლეს, ქეით მიდლტონს გადასცა.

3. სპენსერების დიადემა 

დიანას, უელსის პრინცესას ყველაზე დასამახსოვრებელი 10 სამკაული

პრინცესა დიანას ალბათ ყველაზე ცნობილი გამოსახულება ახალგაზრდა პატარძალია. მნიშვნელოვანია, რომ ეს მდიდრული, ფოთლებისა და ყვავილების ორნამენტებით გაფორმებული დიადემა სპენსერების საოჯახო მემკვიდრეობაა.

4. საფირონის საიუველირო ნაკრები 

დიანას, უელსის პრინცესას ყველაზე დასამახსოვრებელი 10 სამკაული

საფირონისა და ბრილიანტების ეს ნაკრები, საუდის სამეფო ოჯახის საქორწილო საჩუქარია, რომლის მიზანიც, დიანას ნიშნობის ბეჭდის შევსება იყო. თუმცა ნაკრების ყველაზე დამამახსოვრებელი ნაწილი, ალბათ გადაკეთებული ყელსაბამია - საათიდან და ბეჭდიდან ამოღებული ძვირფასი თვლებით, პრინცესა დიანამ სრულიად უცხო და განსაკუთრებული, მდიდრული ყელსაბამი შექმნა.

5. საფირონისა და მარგალიტის ჩოკერი 

დიანას, უელსის პრინცესას ყველაზე დასამახსოვრებელი 10 სამკაული

ეს ძალიან განსაკუთრებული აქსესუარი, პრინცესა დიანამ „შურისძიების კაბასთან“ ერთად მოირგო. ამ ღამეს, პრინცმა ჩარლზმა სატელევიზიო შოუში აღიარა, რომ ის დიანას ღალატობდა. 

6. Lover's Knot Tiara 

დიანას, უელსის პრინცესას ყველაზე დასამახსოვრებელი 10 სამკაული

ეს მომხივლავი გვირგვინი, დედოფლის საჩუქარია, თანაც, სამეფო ოჯახის კოლექციიდანაა. დიანა ამ დიდებული ტიარას დიდი თაყვანისმცემელი იყო და ხშირადაც ირგებდა.

7. ზურმუხტის მრავალფუნქციური აქსესუარი

დიანას, უელსის პრინცესას ყველაზე დასამახსოვრებელი 10 სამკაული

ეს აქსესუარიც დედოფლის კოლექციიდანაა. დიანა მას ხშირად ატარებდა როგორც ჩოკერს, მაგრამ ისტორიაში პრინცესას თამამი გადაწყვეტილების შემდეგ შევიდა - ფაქტობრივად ყველას ახსოვს დიანა, რომელმაც ყელსაბამი თავზე დაიმაგრა და ისტორია გადაწერა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ყელსაბამი დედოფლის კოლექციას დაუბრუნდა.

8. მისი საყვარელი Cartier საათი 

დიანას, უელსის პრინცესას ყველაზე დასამახსოვრებელი 10 სამკაული

დიანა მთელი ცხოვრება კარტიეს გულშემატკივარი იყო და ფავორიტ საათს, ორ ვერსიად ატარებდა: შავი ალიგატორის სამაჯურითა და მთლიანი ოქროსფერი ჯაჭვით. აღსანიშნავია, რომ ეს მამის უკანასკნელი საჩუქარია.

9. აკვამარინის ბეჭედი 

დიანას, უელსის პრინცესას ყველაზე დასამახსოვრებელი 10 სამკაული

ეს აქსესუარი მეგან მარკლმა, საქორწინო მიღებაზე მოირგო. 1996 წელს უელსის პრინცთან განქორწინების შემდეგ, პრინცესა დაიანას საყვარელი ბეჭედი გახდა და ნიშნობის ბეჭედი, სწორედ ამ აქსესუარით შეცვალა.

10. მარგალიტი, მარგალიტი და მეტი მარგალიტი 

დიანას, უელსის პრინცესას ყველაზე დასამახსოვრებელი 10 სამკაული

დიანას უყვარდა მარგალიტები და სხვადასხვა ფორმით ირგებდა. მის ფოტობში ყოველთვის შესაძლებელია ისეთი სტილის აღმოჩენა, რომელიც ნებისმიერი გემოვნების ქალს აღაფრთოვანებს.



<a href="https://www.vogue.co.uk/">https://www.vogue.co.uk/</a>