LIFE

რას ნიშნავს, როდესაც ადამიანს „ძველი სული“ აქვს? - 4 ნიშანი, რომ ბრძენი ხართ

რას ნიშნავს, როდესაც ადამიანს „ძველი სული“ აქვს? -  4 ნიშანი, რომ ბრძენი ხართ

ამბობენ, რომ „ბრძენი“ ის ადამიანია, რომელიც რამდენჯერმე დაიბადა და წარსულში უკვე გამოცდილი აქვს სხვა ცხოვრება. ინგლისურ ენაში, ამის აღსანიშნად სპეციალური ტერმინი, „Old Soul”-იც კი მოიპოვება. თუმცა ქართულ ენაში, მისი ზუსტი თარგმანი არ არსებობს.

იმ ადამიანებმაც კი, ვისაც არ სჯერათ რეინკარნაციის, შეიძლება ვინმე ამ სახელწოდებით მოიხსენიონ. რაც ნიშნავს, რომ მათი აზრით, ამ ადამიანს ცხოვრებისეული ცოდნა და ინტუიცია გააჩნია. სამწუხაროდ, „ძველი სულები“ ხშირად მიიჩნევენ, რომ საკუთარი ხასიათის გამო, ხშირად მათი არ ესმით. სინამდვილეში, იყო ასეთი ადამიანი, არის საუკეთესო რამ, რაც შეიძლება (ამ) ცხოვრებაში დაგემართოს. 

1. თქვენ არ ზრუნავთ მატერიალურ ნივთებზე 

რას ნიშნავს, როდესაც ადამიანს „ძველი სული“ აქვს? -  4 ნიშანი, რომ ბრძენი ხართ

თქვენ არ ცდილობთ იყოთ მდიდარი ან დააგროვოთ რაც შეიძლება მეტი ფული. თქვენ ფიქრობთ, რომ ფული მხოლოდ ძირითადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად არის საჭირო. თქვენ არ მიჰყვებით ყველა ტენდენციას: იქნება ეს უაზროდ ძვირადღირებული ტანსაცმელი, თუ ახალი ტელეფონი ყოველ წელს. თქვენ არ გადარდებთ ისეთი ნივთები, რომლებიც მხოლოდ მოკლე დროის განმავლობაში იქნება მოდური.

ამის ნაცვლად, თქვენ ირჩევთ ნივთებს, რომლებიც დიდხანს გასტანს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიძლება მათი ვიზუალი შეიცვალოს. ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენთვის მეტად მნიშვნელოვანია არამატერიალურ სამყარო. თქვენ მუდმივად ეძებთ ახალ გზებს შემეცნებისა და პიროვნული განვითარებისთვის.

2. თქვენ აფასებთ მნიშვნელოვან კავშირებს 

რას ნიშნავს, როდესაც ადამიანს „ძველი სული“ აქვს? -  4 ნიშანი, რომ ბრძენი ხართ

იმის ნაცვლად, რომ ბევრი ნაცნობი გყავდეთ, ყურადღებას გაამახვილებთ ადამიანთა მცირე ჯგუფზე, რომლებიც თქვენს მიმართ მუდამ იჩენენ ინტერესს და თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. თანაც, მათთან ღრმა და ხანგრძლივი ურთიერთობა გაკავშირებთ. თქვენი მეგობრები განსხვავებული ასაკის, შეხედულებებისა და გამოცდილების მქონე ადამიანები არიან.

თქვენ, ალბათ მეგობრობთ ასაკით ბევრად უფროს ადამიანებთან, რადგან თქვენი ბრძენი სული, მონათესავე სულს ეძებს. სავარაუდოდ, ბავშვობაში არ გყავდათ ბევრი მეგობარი, რადგან თქვენს თანატოლებთან საერთო ენის გამონახვას ვერ ახერხებდით.

ამიტომ ახლა, ყურადღებას აქცევთ და აფასებთ იმ რამდენიმე ადამიანს, ვისაც თქვენი და თქვენი სულის გაგება შეუძლია. თქვენთვის ხარისხი ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე რაოდენობა.

3. თქვენ შეგიძლიათ თანაგრძნობა 

რას ნიშნავს, როდესაც ადამიანს „ძველი სული“ აქვს? -  4 ნიშანი, რომ ბრძენი ხართ

ბრძენი ადამიანი უკიდურესად მგრძნობიარეა სხვისი გრძნობებისა და ემოციების მიმართ. თუ ვინმეს, რამე აწუხებს, თქვენ ისე გრძნობთ მის ტკივილს, თითქოს ეს საკუთარი იყოს. ეს ეხება როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ პრობლემებს. თქვენ გსურთ დაეხმაროთ სხვა ადამიანებს, რათა მათ თავი უკეთ იგრძნონ. ამ თვისების გამო კი, ხშირ შემთხვევაში, თქვენ ყველაზე ზრდასრული ადამიანი ხართ.

4. თქვენ გიყვართ მარტო ყოფნა 

რას ნიშნავს, როდესაც ადამიანს „ძველი სული“ აქვს? -  4 ნიშანი, რომ ბრძენი ხართ

ამის გამო, სხვებისთვის შეიძლება საკუთარ თავში ჩაკეტილი და შორეული ადამიანი ხართ, მაგრამ სინამდვილეში, თქვენთვის მარტო ყოფნა სასიცოცხლოდ აუცილებელია. უფრო მეტიც, მარტოობაში თქვენ უფრო მეტ ინფორმაციას იღებთ სამყაროდან და უკეთ აანალიზებთ მიმდინარე მოვლენებს.

თქვენი ემოციური მგრძნობელობისთვის აუცილებელია დრო საკუთარი თავის გასაანალიზებლად, მოვლენების გადასამუშავებლად და ემოციების გასაახლებლად. ამის გარდა, ზოგადად აქტიურ მონაწილეობასა და ჩართულობას, დამკვირვებლობა გირჩევნიათ. თქვენს თავში მიმდინარე პროცესების გამო, ხშირად ამბობენ, რომ მეოცნებე ხართ, თუმცა სინამდვილეში, ეს თქვენი შემოქმედებითი და ცნობისმოყვარე პიროვნების განუყოფელი ნაწილია.