სტილი

მომდგარი ჯინსი ტრენდული აღარ არის: გაიცანით წლის ყველაზე მოდური 6 სტილი

მომდგარი ჯინსი ტრენდული აღარ არის: გაიცანით წლის ყველაზე მოდური 6 სტილი

ალბათ უკვე შენიშნეთ, რომ Gen-Z- ის თინეიჯერებმა მომდგარ ჯინსს პროტესტი გამოუცხადეს. ტენდენციები ყოველთვის მოდის და მიდის, მაგრამ მომდგარმა, ე.წ. „Skinny” ჯინსებმა, რომლებმაც პოპულარობა 2010-იან წლებში მოიპოვეს, დაადასტურეს, რომ გარდერობის საბაზისო ნივთია. თუმცა იმასაც შენიშნავდით, რომ 2021 ექსპერიმენტების წელია. ეს ტენდენცია კი, რაღა თქმა უნდა, ჯინსებზეც ვრცელდება.

მომდგარი ჯინსი ტრენდული აღარ არის: გაიცანით წლის ყველაზე მოდური 6 სტილი

თუ მზად ხართ თქვენი ჯინსის ახალი სტილის აღმოსაჩენად, მაშინ დაათვალიერეთ ეს 6 მოდური ტენდენცია: 

1. ჯინსებისა და ჩექმის კომბინაცია - ე.წ. Bootcut ტრენდი 

მომდგარი ჯინსი ტრენდული აღარ არის: გაიცანით წლის ყველაზე მოდური 6 სტილი

დიახ, ჩექმებისა და ჯინსების კომბინაცია ოფიციალურად ისევ ტენდენციურად გამოიყურება. გასული წლების ტრენდული ჯინსებისგან განსხვავებით, რომლებიც დაბალი წელით გამოირჩეოდნენ, ახლა კლასიკური, მაღალი და ვიწრო წელია მოდური.

ეს სტილი იდეალურად შეუხამებს თქვენს საყვარელ ჩექმებსა და ჯინსებს. ჩვენი რჩევაა, ტრენდული ლუქის შესაქმნელად, უპირატესობა სამკუთხედი ცხვირის მქონე ფეხსაცმელს მიანიჭოთ.

2. ჯინსი ხელნაკეთი ელემენტებით 

მომდგარი ჯინსი ტრენდული აღარ არის: გაიცანით წლის ყველაზე მოდური 6 სტილი

ერთწლიანი კარანტინის, ძველმანების გადარჩევისა და ხელსაქმის შემდეგ, ხელნაკეთი ტანსაცმელების ტენდენციამ დაპყრო მოდის სამყაროში.

გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ელემენეტები არა მხოლოდ ჯინსის, არამედ ყველანაირი ტანსაცმლის შემთხვევაში ტრენდულია.

3. ჯინსი ამოჭრილი ჯიბეები

მომდგარი ჯინსი ტრენდული აღარ არის: გაიცანით წლის ყველაზე მოდური 6 სტილი

დაივიწყეთ მუხლებზე ამოჭრილი ჯინსები, ახლა ამოჭრილი ჯიბეების და სითამამის დროა.

 4. 90-იანი წლების ჯინსები

მომდგარი ჯინსი ტრენდული აღარ არის: გაიცანით წლის ყველაზე მოდური 6 სტილი

უკიდურესად მომდგარი ჯინსების შემდეგ, მოდაში სუპერგანიერი ჯინსები დაბრუნდნენ. ეს სტილი ყველაზე ტრენდული გახდება, თუ წვრილ ქუსლებსა და მინიმალისტურ, სადა მაისურს შეუხამებთ.

5. ჯინსი ასიმეტრიული ღილებით

მომდგარი ჯინსი ტრენდული აღარ არის: გაიცანით წლის ყველაზე მოდური 6 სტილი

არაფერი იმაზე მეტად ტრენდული, ვიდრე კლასიკური ჯინსი საინტერესო დეტალებით - მაგალითად, ასიმეტრიული ღილებით. თანაც ეს ელემენეტი ნებისმიერ სხეულს იდეალურად ერგება.

6. კონუსის ფორმის ჯინსები

მომდგარი ჯინსი ტრენდული აღარ არის: გაიცანით წლის ყველაზე მოდური 6 სტილი

თუ თქვენ ჯერ ძალიან მოგწონთ მომდგარი ჯინსები, მაშინ ეს სტილი იდეალური არჩევანია. ის ვიწრო და განიერი ჯინსების კომბინაციაა. თანაც, იდეალურად ძერწავს სხეულის ფორმებს და ნერბისმიერ შემთხევაში, ინარჩუნებას ელეგანტურობას.



<a href="https://www.forbes.com/">https://www.forbes.com/</a>