სტილი

მითხარი, რომელია შენი საყვარელი ფერი და გეტყვი, ვინ ხარ შენ

მითხარი, რომელია შენი საყვარელი ფერი და გეტყვი, ვინ ხარ შენ

წითელი 

მითხარი, რომელია შენი საყვარელი ფერი და გეტყვი, ვინ ხარ შენ

დიახ, წითელ ფერი ასოცირდება აგრესიასა და დომინირებასთან. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სპორტსმენებს, რომლებიც ამ ფერს ატარებენ, 5% -ით მეტი გამარჯვება აქვთ. ეს ფერი იწვევს გულისცემის გაძლიერებას და ტესტოსტერონის დონის მომატებას. შედეგად, კი შეუძლია გააუმჯობესოს მოქმედება. კიდევ ერთი საინტერესო აღმოჩენა ისაა, რომ ქალი მიმტანები, რომლებსაც წითელი ფერი აცვიათ, უფრო მეტ ჩაის იღებენ მამაკაცებისგან. ასევე, კვლევები ადასტურებს, რომ ეს ფერი მამაკაცებს მაგნიტივით იზიდავს. ალბათ იმიტომ, რომ წითელი სიყვარულისა და ვნების ფერიცაა. ასე რომ, თუ გსურთ შეგამჩნიონ, სცადეთ წითელი.

იისფერი 

მითხარი, რომელია შენი საყვარელი ფერი და გეტყვი, ვინ ხარ შენ

ეს ფერი კი სამეფო წარმომავლობასთან ასოცირდება. გარდა ამისა, იისფერი დაკავშირებულია მაგიურ სამყაროსა და ჯადოქრობასთან. ის ასტიმულირებს შემოქმედებით უნარებს და მოაქვს სიმშვიდე. თუმცა ამავე დროს, იისფერი დაკავშირებულია მგრძნობიარე და ემოციურად ქცევასთან.

ნარინჯისფერი 

მითხარი, რომელია შენი საყვარელი ფერი და გეტყვი, ვინ ხარ შენ

თუ მოგწონთ ნარინჯისფერი, მაშინ ძალიან ენერგიული ხართ. ეს ფერი აბებისთვისაც კი გამოიყენება, რადგან კარგი სტიმულატორია. მისი ძალიან ძლიერი ვიბრაცია ასოცირებულია სოციალურ გარემოცვასთან. რადგან ეს მღელვარებისა და ენერგიის ფერია, ბევრი სპორტული გუნდი ამ ფერის ფორმას ირჩევს.

თეთრი 

მითხარი, რომელია შენი საყვარელი ფერი და გეტყვი, ვინ ხარ შენ

ადამიანს, რომელსაც თეთრი ფერი უყვარს, სურს კმაყოფილების განცდა. ეს პიროვნება არის ორგანიზებული,ლოგიკური და დეტალებზე ორიენტირებული. ასევე, ამ ფერს შეუძლია სიწმინდისა და სიმარტივის შეგრძნება გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ ითვლება თეთრი ფერი უბიწოების სიმბოლოდ და სწორედ ამიტომ ირჩევენ პატარძლები თეთრ კაბას.

შავი 

მითხარი, რომელია შენი საყვარელი ფერი და გეტყვი, ვინ ხარ შენ

ეს ავტორიტეტების ფერია. მისი ძლიერი ენერგია უკავშირდება ელეგანტურობას, ოფიციალურობასა და საიდუმლო საქმიანობას. შავი გამოხატავს გარკვეულ პრაქტიკულობას და რეალიზმს სამყაროში, ამიტომაც მას ის ადამიანები იყენებენ, რომლებსაც სამსახურში „დრეს კოდის“ დაცვა სჭირდებათ. პიროვნებას, რომელსაც შავი უყვარს, სურს კონტროლი და დამოუკიდებლობა.

ლურჯი 

მითხარი, რომელია შენი საყვარელი ფერი და გეტყვი, ვინ ხარ შენ

ადამიანი, რომელსაც ლურჯი მოსწონს, იდეალისტი, საიმედო, ავტონომიური და შემოქმედებითი პიროვნებაა. ის ყურადღებას აქცევს დეტალებს, არის პერფექციონისტი და აქვს უზადო მანერები. ექსპერტების თქმით, რეკრუტერები უფრო ხშირად ირჩევენ იმ ადამიანს, რომელიც გასაუბრებისთვის ლურჯი ფერის სამოსს ანიჭებს უპირატესობას.

ყვითელი 

მითხარი, რომელია შენი საყვარელი ფერი და გეტყვი, ვინ ხარ შენ

ის, ვისაც ყვითელი უყვარს, თავგადასავლებისკენ მიისწრაფვის. თუ თეთრი დამოუკიდებლობის ფერია, მაშინ ყვითელი თავისუფლების სიმბოლოა. ეს ფერი ასოცირდება იუმორთან, სპონტანურობასთან, ოპტიმიზმთან და ვნებასთან. ყვითელის მოყვარული ხალხი არის შემოქმედებითი, მაგრამ იმპულსური.

მწვანე 

მითხარი, რომელია შენი საყვარელი ფერი და გეტყვი, ვინ ხარ შენ

მართალია მწვანე ფერი ასოცირდება ფულთან და ბოსტნეულთან, მაგრამ მკვლევარები ამბობენ, რომ ის ადამიანები, ვისაც მწვანე უყვართ, უსაფრთხოებისკენ მიისწრაფვიან, რადგან მწვანე ასოცირდეს წარმატებასთან, რელაქსაციასთან და სიმშვიდესთან. ეს ფერი, ასევე, უკავშირდება ზრდას, სწავლასა და ჯანმრთელობას.

ვარდისფერი 

მითხარი, რომელია შენი საყვარელი ფერი და გეტყვი, ვინ ხარ შენ

ვარდისფერი დაკავშირებულია ნაკლებ აგრესიასთან, ასე რომ თქვენ ვერ ნახავდით კრიმინალს ვარდისფერ კოსტიუმში. მისი ენერგია, ასევე, ცნობილია როგორც განწყობის მარეგულირებელია და დამამშვიდებელი. მთავარი ასოციაციები, რომელსაც ვარდისფერი ქმნის, არის სიყვარული, მგრძნობელობა, კეთილშობილება და სიკეთე. ასევე, ამ ფერს შეუძლია გააღვიძოს სურვილი დაიცვა ის ადამიანი, ვისაც ვარდისფერი აცვია.