ჰოროსკოპი

რას სიურპრიზებს გვიმზადებენ ვარსკვლავები 2021 წლის მაისში? - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

რას სიურპრიზებს გვიმზადებენ ვარსკვლავები 2021 წლის მაისში? - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

რას სიურპრიზებს გვიმზადებენ ვარსკვლავები 2021 წლის მაისში? - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძებო, სოციალიზაცია და კომუნიკაცია ამ თვეში გაცილებით ადვილად აეწყობა. შესაძლოა კონკურენტებიც კი აღმოაჩინოთ, რომლებსაც თქვენი მაღალი პედესტალიდან ჩამოგდება სურთ. ჩვენი რჩევაა, ნუ ჩათვლით მათ, თქვენი არსებობის მთავარ საფრთხედ. უმჯობესია, მათი არსებობა სამყაროსეულ დახმარებად და პიროვნული განვითარების აუცილებლობად მიიღოთ.

ჯანმრთელობისა და პროდუქტიულობის მხრივ, შესაძლოა მცირე პრობლემებს გადააწყდეთ. შეეცადეთ დროულად მოახდინოთ მათი იდენტიფიკაცია და განადგურება. სხვა შემთხვევაში, მომავალში დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდებით.

კურო

კუროებო, ამ თვეში თქვენი პიროვნების განმსაზღვრელი თვისება მგრძნობელობა იქნება. ალბათ ეს ბუნებრივიცაა, რადგან მთელი კოსმოსი თქვენს დაბადება ზეიმობს. მაისი შესანიშნავი დროა საყვარელი ადამიანების განებივრებისა და სიყვარულის გაზიარებისთვის. 

განსაკურებით კი, 12 მაისს - ახალი მთვარის ფაზაში. ამ დროს, თქვენ მძაფრად შეიგრძნობთ თქვენს ქცევებსა და მოთხოვნილებებს შორის არსებულ მთლიანობისა თუ შესაბამისობას. ამავე დროს, კარიერაში რაც მეტ შემოქმედებითობას გამოავლენთ, მით მეტად დაფასდებით. დაუთმეთ დრო და მოძებნეთ სწორი სიტყვები ემოციების გამოსახატად, რადგან ამ თვის ერთადერთი საფრთხე, არასწორი კომუნიკაციაა.

ტყუპები

რას სიურპრიზებს გვიმზადებენ ვარსკვლავები 2021 წლის მაისში? - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ტყუპებო, მაისის მეორე ნახევრიდან პლანეტები მასობრივად გადავლენ თქვენს ნიშანში და შესაბამისად, უფრო სოციალურად პერიოდისთვის მოგიწევთ მომზადება. აუცილებლად გამოჩნდება თქვენი საყვარელი ფლირტის შესაძლებლობები და ბევრი პოტენციური პარტნიორი. თუმცა, სავარაუდოდ, მათთან ბევრი საერთო სულაც არ გექნებათ.

ახლა იდეალური დროა კვების რეჟიმისა და ცხოვრების წესის შესაცვლელად. რადგან, როგორც ხედავთ, მიმდინარე ჩვევები თქვენს ჯანმრთელობასა და ენერგიაზე უარყოფითად აისახება.

კირჩხიბი

კირჩხიბებო, მარსი თქვენს ნიშანში იწყებს მოძრაობას და შესაბამისად, ძლიერდება თქვენი წინსვლის მოთხოვნილება. ეს ტრანზიტი, ასევე, აძლიერებს გართობის, აღელვებისა და სიყვარულის სურვილებს.

ერთადერთი წვიმა, რომელიც ამ მაისში გელოდებათ, თქვენი სიყვარულით შეწუხებული მეგობრების, ოჯახის წევრებისა და პარტნიორისგან გელოდებათ. თუმცა შუა თვეში, თქვენი ინტენსიური ენერგია შემცირდება და საყვარელ ადამიანებსაც მისცემთ დამოუკიდებლად ცხოვრების უფლებას. მიუხედავად იმისა, რომ საქმეების უმეტესობა თქვენთვის სასარგებლო გზით ვითარდება, დაიტოვეთ ადგილი განსხვავებული აზრების მიღებისთვის.

ლომი

ლომებო, თქვენს მიერ გაცემული ენერგია, ამ თვეში, ნებისმიერ ადამიანს აღაფრთოვანებს. თქვენ მოისმენთ უამრავ კომპლიმენტებს, მაგრამ ამასთან, ჩვენი რჩევაა, არ ჩაიძიროთ თვითკმაყოფილებაში და სხვების „რჩევები“ გაითვალისწინოთ.

ამ თვეში, სხვების მიერ გაცემული სიყვარული და მხარდაჭერა სწორედ ისაა, რაც თქვენ გჭირდებათ. დაიმახსოვრეთ, რომ სხვა ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ თქვენს დახმარებას. თვის წარმატებით დასრულებისთვის, სოციალიზაცია და კომუნიკაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია.

ქალწული

ქალწულებო, მაისის თვეში სამსახური და სხვადასხვა პროექტები თქვენი კმაყოფილების მთავარი წყაროა. თანამშრომლები და უფროსები, მარტივად გაითვალისწინებენ თქვენს იდეებსა თუ რეკომენდაციებს. განსაკუთრებით კი, თვის პირველ ნაწილში. თქვენი შესაძლებლობების წარმოჩენა სიამაყით აგავსებთ და პირადი ეფექტურობის განცდას გაგიძლიერებთ.

თვის ბოლოს კი, სამყაროსთან დასაახლოებლად და საკუთარი თავის გასაძლიერებლად, ხუთივე შეგრძნების გააქტიურება მოგიწევთ. გახსოვდეთ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა, სხვებზე ზრუნვის წინაპირობაა.

 სასწორი

რას სიურპრიზებს გვიმზადებენ ვარსკვლავები 2021 წლის მაისში? - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მართალია სამყარო ვარდისფერია, მაგრამ ამ ეტაპზე, თქვენ ყოველდღიურად მოგიწევთ ნეგატიურ ენერგიებთან გამკლავება. გახსოვდეთ, რომ ეს აგრესიული ადამიანები მხოლოდ იმიტომ შემოგიტევენ, რათა თქვენ მოახერხოთ განწმენდა და გაძლიერება. ჰკითხეთ საკუთარ თავს, წარმოადგენენ თუ არა ეს პიროვნებები რეალურ საფრთხეს, თუ უბრალოდ საკუთარი დაუცველობის დასაფარად ცდილობენ თქვენზე იერიშის მიტანას.

როგორც საკუთარ თავზე, ასევე სხვა ადამიანებზე მიჯაჭვულობამ შეიძლება ზოგიერთი პრობლემა წარმოიშვას. პრობლემის გადაჭრის და ჯანმრთელი ურთიერთობის შენარჩუნების გზები კი ერთია - შინაგანი მონოლოგის წარმართვა და პოზიტიური ემოციების აღმოჩენა.

მორიელი

მორიელებო, როგორც ჩანს, ის ფაქტი, რომ სხვებს დიდად გულზე არ ეხატებით, სულაც არ შეგიძლიათ ხელს მიიღოთ ის რაც ამჟამად გსურთ. ამ თვეში, დასახული ამოცანებისა და მიზნების მიღწევა ბევრად უფრო მარტივი იქნება. გაითვალისწინეთ ეს ინფორმაცია, რათა მაქსიმალურად გამოიყენოთ სამყაროს დამხმარე მოქმედებები.

თქვენი ენერგიების გასაზრდელად, ასევე სასურველი იქნება სხვადასხვა ფიზიკური აქტივობა. ამ პერიოდში ნებისმიერი ექსპერიმენტი, რომელსაც დიეტას, ვარჯიშს ან ჯანმრთელობას უკავშირდება, გასაოცარ შედეგებს მოგიტანთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებო, ეს თვითრეფლექსიის პერიოდია, რადგან სხვისი შეტყობინებები, არჩევანი და მოტივაცია შეიძლება დამაბნეველი ან გაუგებარი აღმოჩნდეს. ვინმესთან დისკუსიამ კი შესაძლოა სხვადასხვა შედეგები მოგიტანოთ, იქნება ეს ღია კონფლიქტი თუ სექსუალური დაძაბულობა.

26 მაისს, მთვარის მთვარის დაბნელება თქვენს ნიშანში მოხდება, რაც საჭიროებებისა და ქმედებების შესაბამისობაში დაგეხმარებათ. თქვენ მკაფიოდ დაინახავთ საკუთარ უნიკალურ შესაძლებლობებს და სხვა ადამიანებს თვითრწმენის გაძლიერებაში დაეხმარებით.

თხის რქა

რას სიურპრიზებს გვიმზადებენ ვარსკვლავები 2021 წლის მაისში? - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

თხის რქებო, მაისის პირველი ნაწილი შესანიშნავი დროა სხვებთან დასაკავშირებლად და საკუთარი იდეების გასაზიარებლად. ეს პოზიტიური კომუნიკაცია კი, შეიძლება ჯანმრთელობის ან ფიტნეს რიტუალების საშუალებითაც კი მოხდეს.

სამწუხაროდ, თვის მეორე ნახევარს არასწორი კომუნიკაციის უფრო ნაკლები პოტენციალი აქვს. შესაძლოა, ამ პერიოდში სხვა ადამიანებს თქვენგან თავისუფალი სივრცეც კი დასჭირდეთ. გახსოვდეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ მოწინააღმდეგეს დამარცხება. ამისთვის კი, მხოლოდ მათი გახსნა და მოსაზრებების გაზიარება დაგჭირდებათ.

მერწყული

მერწყულებო, დროებითი რთული პერიოდის შემდეგ, ამ თვეში მეტ თანადგომასა და მხარდაჭერას იპოვით. თუმცა მოგიწევთ სკეპტიკურად შეხედოთ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს თქვენს არჩევანს სიყვარულისა და ფინანსების საკითხებში.

როდესაც კოსმიური მუსიკა შეიცვლება, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები თავის ადგილზე დადგება. მშვილდოსნის მსგავსად, შეიძლება ნაპერწკლები ცეცხლად გადაიქცეს იმ ადამიანთან, ვისაც არ ეთანხმებით. გაითვალისწინეთ მომატებული დაძაბული ენერგია და შეეცადეთ, სამყაროში არსებულ პოზიტიურ მოვლენებზე კონცენტრირდეთ.

თევზები

რას სიურპრიზებს გვიმზადებენ ვარსკვლავები 2021 წლის მაისში? - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

თევზებო, სამყარო თქვენი ნების და სურვილების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ პერიოდში, თქვენი იდეები და სტილისტური არჩევანი განსაკუთრებით კარგად არის მიღებული. თქვენ მაქსიმალურად გამოიყენებთ პოზიტიურ ენერგიებს და ახალ სიმაღლეებს დაიპყრობთ.

ენერგიების აღსადგენად, თვის მეორე ნახევარში ზრუნვა და განებივრება დაგჭირდებათ. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას - შესაძლოა, ცხოვრების წესში გარკვეული ზომებისა თუ ცვლილებების შეტანა დაგჭირდეთ.