სტილი

7 მარტივი გზა, როგორ გახდეთ ქალაქის ყველაზე მოდური ქალი

7 მარტივი გზა, როგორ გახდეთ ქალაქის ყველაზე მოდური ქალი

1. ფერების კოორდინაცია 

7 მარტივი გზა, როგორ გახდეთ ქალაქის ყველაზე მოდური ქალი

დიახ, არ მოგესმათ! აარჩიეთ ორი ან სამი ფერი, რომელიც თქვენი ლუქის ბაზა გახდება (ამ შემთხვევაში ღია მწვანე და თეთრი). ხოლო შემდეგ, ტონალობების მიხედვით აირჩიეთ აქსესუარები და მაკიაჟი. არ აქვს მნიშვნელობა სად გეგმავთ წასვლას - თქვენ ყველაზე მოდურად გამოიყურებით.

2. შეურიეთ ტექსტურები 

7 მარტივი გზა, როგორ გახდეთ ქალაქის ყველაზე მოდური ქალი

აირჩიეთ რამდენიმე განსხვავებული ტექსტურის ქსოვილი - ნაქსოვი, გველის ტყავი, ზამში, აბრეშუმი და ა.შ. შეგიძლიათ აირჩიოთ თამამი ფერები და მეტად გამორჩეული ლუქი მიიღოთ, ან არ გასცდეთ ერთ ტონალობას და ელეგანტური იმიჯი მოირგოთ.

3. შეურიეთ ფერები 

7 მარტივი გზა, როგორ გახდეთ ქალაქის ყველაზე მოდური ქალი

დიახ, დაივიწყეთ ყველა სიტყვა, რაც ფერების შეხამების შესახებ გსმენიათ - მოდაში წესები არ არსებობს! შეუხამეთ ნეონისა და პასტელის ფერები; ნეიტრალური ან მკაფიო ტონები და თქვენ ყველაზე გამორჩეული იქნებით! 

4. მოირგეთ ორეულები 

7 მარტივი გზა, როგორ გახდეთ ქალაქის ყველაზე მოდური ქალი

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა, რათა გამოიყურებოდეთ ელეგანტურად. ნებისმიერი ორეული, ავტომატურად მოდურად გამოიყურება. ამის შემდეგ მხოლოდ ფეხსაცმლისა და სხვა აქსესუარების არჩევაღა დაგრჩებათ.

5. გრაფიკული მაისური 

7 მარტივი გზა, როგორ გახდეთ ქალაქის ყველაზე მოდური ქალი

ეს თინეიჯერული არჩევანი, ბოლო სეზონების ნამდვილი ტრენდია. თამამად შეუხამეთ გრაფიკული მაისური ჯინსებს, შარვლებსა და ქვედაბოლოებს - ვინ თქვა, ჩაცმისას ასაკი უნდა გაითვალისწინოთ?

6. აირჩიეთ მონოქრომული ლუქი 

7 მარტივი გზა, როგორ გახდეთ ქალაქის ყველაზე მოდური ქალი

ძალიან მარტივად - შეარჩიეთ ერთი ტონი და მას მიჰყევით. მართალია ეს ვარიანტი თქვენს არჩევანს ძალიან ავიწროებს, თუმცა ნამდვილად მოდურია.

7. მოიხურეთ პიჯაკი მხრებზე 

7 მარტივი გზა, როგორ გახდეთ ქალაქის ყველაზე მოდური ქალი

ნუ უყურებთ თქვენს პიჯაკს, როგორც მხოლოდ პიჯაკს. წარმოიდგინეთ, რომ მას არ აქვს მკლავები და მხრებზე მოიხურეთ. ეს არჩევანი განსაკუთრებით მოდური გარდამავალ სეზონებზეა - მაშინ, როდესაც ჯერ არც საკმარისი მზეა და არც საკმარისი სიცივე.