მშობლები

საბავშვო ბრენდი ანიტა - ვინტაჟური კაბები თქვენი პატარების გარდერობში

საბავშვო ბრენდი ანიტა - ვინტაჟური კაბები თქვენი პატარების გარდერობში

მოდა რომ ბრუნავს, არ ახალი ამბავია. ვინტაჟური სტილის სამოსი ისევ დაბრუნდა ჩვენს გარდერობებში და არა მხოლოდ უფროსებს, პატარებსაც ხშირად ნახავთ, წინა საუკუნის ბავშვებივით გაპრანჭულებს. ცოტა ხანია, რაც ონლაინ სივრცეში ახალი ქართული საბავშვო ბრენდი, “ანიტა” გამოჩნდა, რომელიც სწორედ მსგავსი სტილის სამოსს სთავაზობს პატარებს. მისი დამფუძნებელი, ხატია ნაცვლიშვილი, ამ საინტერესო იდეასა და სტარტაფერობის სირთულეებზე გვიყვება

- საიდან გაჩნდა საბავშვო ტანსაცმლის ბრენდის შექმნის იდეა?

BO-1 Instagram Post

- ბრენდის დაარსება პირველ რიგში ჩემმა გოგონამ შთამაგონა. ყოველთვის ვცდილობდი შემეძინა ისეთი სამოსი, რომელიც გამოირჩეოდა კარგი ხარისხით. იდეა გაჩნდა მაშინ როდესაც, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ყველაფერი დაკეტილი იყო, დედები ეძებდნენ ონლაინ-მაღაზიას სადაც კომფორტულ და ლამაზ სამოსს შეიძენდნენ. მეც არ დავაყოვნე და დავიწყე ძიება ყველაფრის, რაც ამ იდეის განხორციელებაში დამეხმარებოდა.

- განსხვავებული, ვიტაჟური სტილი გაქვთ, ფიქრობთ რომ მსგავსი ტიპის სამოსი მოთხოვნადია საქართველოში?

- დიახ ნამდვილად ასეა, წინა თაობებისა და ეპოქების მოდური მიმართულებების ხელახლა აღორძინებაზეა ორიენტირებული ეს სტილი. ვინაიდან მე ყოველთვის მომწონდა ვინტაჟური სტილის სამოსი, დარწმუნებული ვიყავი, რომ პატარებსაც ძალიან დაამშვენებდა და იდეამ გაამართლა.

BO-2 Instagram Post

დამზადების თუ დამუშავების ხარისხი ვცდილობთ ხელოვნების დონეზე იყოს აყვანილი. ვინტაჟური სამოსი დროში გამოვლილი სილამაზეა, რომლებიც განსაკუთრებულ მოხდენილობასა და მომხიბვლელობას ატარებს, ყველას არ მოსწონს, მაგრამ ვისაც ეს სტილი უყვარს, მათთვის დიდი დიდი კომფორტია ასეთი კაბების ხელმისაწვდომობა.

- რა სირთულეებთან არის დაკავშირებული სტარტაპის დაწყება?

- პირველ რიგში დღევანდელი არასტაბილური სიტუაციიდან გამომდინარე, დიდი რისკი იყო ეკონომიური თვალსაზრისით როდესაც სრულიად მარტო ეჭიდები ყველა სირთულეს, მაგრამ ამაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი იყო დედების აზრი, მოეწონებოდათ თუ არა.

BO-3 Instagram Post

უფრო დიდ პასუხისმგებლობას და შიშს მიჩენდა ის ფაქტი, რომ ჩემი შვილის სახელი ჰქვია ბრენდს, ნამდვილად არ მინდოდა იმედები გამეცრუებინა მისთვის და შემდეგ საკუთარი თავისთვის, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან მიხარია, რომ გავრისკე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შრომა ფასდება, ძალიან მცირე დროში შეიყვარა და გაიცნო მომხმარებელმა ბრენდი.

- ტანსაცმელი ინდივიდუალური შეკვეთითაც იკერება თუ მხოლოდ თქვენ მიერ შერჩეული მოდელები?

BO-4 Instagram Post


- ვცდილობთ, რომ ერთმანეთის მსგავსი კაბები არ განმეორდეს. ინდივიდუალური შეკვეთები გვაქვს დიახ, თუ რა თქმა უნდა ჯდება ჩვენს თემატიკაში და გემოვნებაში. ზოგჯერ უარის თქმა მიწევს, სამწუხაროდ.

- საკმაოდ ლამაზი და მრავალფეროვანი კოლექციაა, თუმცა, საინტერესოა როდის აპირებთ ახალი მოდელების დამატებას?

BO-5 Instagram Post

- ძალიან დიდი მადლობა. ეტაპობრივად ვამატებთ სამოსს, თუმცა სულ რამდენიმე დღის წინ სასიამოვნო სიახლე გავაცანით ჩვენს მომხმარებელს, ”ანიტას” საბავშვო ფეხსაცმლის ხაზი, ნატურალური ტყავი გარედან და მიკროფორფირებული ტყავის შიდა მხარე, ანტიბაქტერიული სუპინირებული საგი- რომელიც უზრუნველყოფს ტერფის თაღის სწორად ჩამოყალიბებას და ბრტყელტერფიანობის პრევენციას ახდენს.

- სად შეიძლება ამჟამად თქვენ მიერ შექმნილი ტანსაცმლის შეძენა? აპირებთ თუ არა მაღაზიის გახსნას?

BO-6 Instagram Post


- ამჟამად ონლაინ პლატფორმაზე, კერძოდ ინსტაგრამზე და რამდენიმე საბავშვო საიტზე არის განთავსებული კოლექცია, სადაც შეუძლიათ დაათვალიერონ და სურვილის შემთხვევაში შეიძინონ მომხმარებლებმა.

გვაქვს მოლაპარაკებები სავაჭრო ცენტრ ბათუმი მოლთან და უახლოეს მომავალში იქაც შეძლებთ შეიძინოთ ჩვენი სამოსი.

- რას ურჩევდით სხვა სტარტაპერებს, რომლებიც ახლა ცდილობენ საკუთარი საქმის წამოწყებას?

BO-7 Instagram Post

- როდესაც პატარა გყავს, ძალიან რთულია მარტომ წამოიწყო და შეეჭიდო ასეთ საქმიანობას, თუმცა შეუძლებელი არაფერია. ძალიან საპასუხისმგებლოა ჩემთვის, რადგან პატარებს ეხება საქმე, თუმცა, უდიდეს ბედნიერებას განვიცდი, როცა მწერენ და მეუბნებიან რომ “მოლოდინს გადააჭარბა”. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ყველა მკერავს და მეწაღეს ვინც ამ პროცესში ჩემთან ერთად არის ჩართული, მათ გარეშე ასეთი შედეგი არ იქნებოდა.

ყველას, ვინც ახლა იწყებს საქმიანობას, ვეტყოდი, რომ მთავარი სურვილის სიძლიერეშია, ამიტომ გადადგით ნაბიჯი, ყველა და ყველაფერი ხელს შეგიწყობთ თუკი ეს საქმიანობა ბედნიერებას განიჭებთ.