სილამაზე

როგორ გავაკეთოთ სალონური პედიკური სახლში? - 10 მარტივი ნაბიჯი

როგორ გავაკეთოთ სალონური პედიკური სახლში? - 10 მარტივი ნაბიჯი

არაფერი უხდება ზაფხულს ისე, როგორც მოვლილი ფეხის ტერფები. სალონური პედიკური არ გულისხმობს მხოლოდ ფრჩხილების შეღებვას. ესაა სრული პროცედურა - ფეხის ტერფის მომზადებიდან, ფრჩხილების გაფერადებით დასრულებული. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ძალიან ადვილია სახლში სალონური პედიკურის გაკეთება და სიმართლე რომ ვთქვათ, სახალისოც. სხვა თუ არაფერი, საკუთარ თავზე და სხეულზე ზრუნვა, თერაპიის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

სანამ სახლის პირობებში, პედიკურის გაკეთებას დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ ყველა საჭირო იარაღი გაქვთ.

როგორ გავაკეთოთ სალონური პედიკური სახლში? - 10 მარტივი ნაბიჯი

· ლაკის მოსაშორებელი საშუალება

· ფეხის პემზა ან სკრაბი

· მაკრატელი, საკვნეტელა და ქლიბი

· ფეხის კრემი და კუტიკულის ზეთი

· ფრჩხილის ლაქი (საბაზისო და ზედა ფენის ჩათვლით)

ნაბიჯი 1: მოამზადეთ ფრჩხილები პედიკურისთვის

ამისთვის ლაკის მოსაშორებელი საშუალება დაგჭირდებათ. ჩვენი რჩევაა, რომ თუ რაიმე უცნაური ლაქა ან ყვითელი ელფერი დაგრჩათ ფრჩხილზე (ამას ჩვეულებრივ მუქი ფერის, მაგალითად წითელი ან შავი ფერის მოცილების შემდეგ დაინახავთ), ფრჩხილების ზედაპირზე წაისვით კუტიკულის ზეთი და ხელით კარგად შეიზილეთ.

ნაბიჯი 2: მოამზადეთ ტერფები პედიკურისთვის

დიახ, რა თქმა უნდა - ფეხის აბაზანა და ტერფების დარბილება აუცილებელია სალონური პედიკურის შედეგის მისაღწევად. ამისთვის მხოლოდ ცხელი წყალი, ფავორიტი ეთერზეთის 1-2 წვეთი, შხაპის გელი ან სულაც ზღვის მარილია საჭირო.

როგორ გავაკეთოთ სალონური პედიკური სახლში? - 10 მარტივი ნაბიჯი

ნაბიჯი 3: მოიშორეთ მკვდარი კანი

ალბათ ეს ქალების საყვარელი პროცედურაა - პემზის ქვისა ან სკრაბის საშუალებით, დაიმუშავეთ ფეხის ტერფები. მაგრამ ფრთხილად იყავით, რადგან თუ ძალიან ძლიერად დაიმუშავებთ კანს, შესაძლოა გაღიზიანებაც კი გამოიწვიოთ. როგორც კი იგრძნობთ, რომ კანი გლუვია, დაასრულეთ პროცედურა.

ნაბიჯი 4: დაიმოკლეთ ფეხის ფრჩხილები

თუ ფრჩხილის სიგრძე თქვენთვის მისაღებია, მაინც რეკომენდებულია რამდენიმე მილიმეტრის მოკლება და ძველი ფრჩხილის განახლება.

ნაბიჯი 5: მიეცით ფორმა ფეხის ფრჩხილებს

ახლა დროა მათი გასწორება და იდეალური ფორმის მიღება. ამისთვის ქლიბი საუკეთესო საშუალებაა.

ნაბიჯი 6: დაამატეთ რამდენიმე წვეთი კუტიკულის ზეთი

 არ დაგავიწყდეთ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ კუტიკულებს, თანაც თითოეულ თითზე. ყველამ იცის, რომ მათი უხეშად მოჭრა შეიძლება დიდ ტკივილად გადაიცეს, ამიტომ კუტიკულების ზეთი მათი მოშორების ყველაზე ადვილი და საიამოვნო გზაა. 

ნაბიჯი 7: შეიზილეთ ლოსიონი/კრემი ფეხის ტერფებზე

აქ შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ლოსიონი კანს არბილებს, მაგრამ ამასთან ერთად, ვაღიაროთ ფეხის მასაჟი უბრალოდ საოცარი შეგრძნებაა.

ნაბიჯი 8: წაისვით საბაზისო ლაქის ფენა 

თუ ფიქრობთ, რომ ამ ნაბიჯის გამოტოვება შესაძლებელია, გთხოვთ კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ. ბუნებრივ ზეთებზე დამზადებული საბაზისო ფენა უზრუნველყოფს ფრჩხილის დაცვას - თანაც, ყვითელ ლაქებსაც ვეღარასოდეს დაინახავთ!

ნაბიჯი 9: წაისვით სასურველი ფერის ლაქი

წაისვით თქვენი სასურველი ფერის ორი თხელი ფენა, დაელოდეთ საღებავის გაშრობას და ვუალა - ალბათ უკვე ხედავთ თუ რაოდენ ლამაზია თქვენი ფეხის ტერფები!

ნაბიჯი 10: წაისვით ლაქის ზედა ფენა

რა თქმა უნდა, თქვენ არ გსურთ, რომ თქვენი პედიკური მეორე დღესვე განადგურებული იხილოთ. ამიტომ - აუცილებლად წაისვით უფერული, დამცავი ზედა ფენა და დიდი ხნის განმავლობაში დატკბით სრულყოფილად მოვლილი ფეხის ტერფებით!