LIFE

მეცნიერების თანახმად, რობერტ პატინსონი მსოფლიოში ყველაზე ლამაზი მამაკაცია

მეცნიერების თანახმად, რობერტ პატინსონი მსოფლიოში ყველაზე ლამაზი მამაკაცია

 მეცნიერების აზრით, რობერტ პატინსონი ყველაზე ახლოს არის "სრულყოფილებასთან". ბინდის საგის 35 წლის ვარსკვლავი, აშკარად გამოირჩევა სახის სრულყოფილი ნაკვთებითა და პროპორციებით. სწორედ ამიტომ, მან უკან ჩამოიტოვა ისეთი მიმზიდველი მამაკაცები, როგორებიც არიან ბრედ პიტი და ჯორჯ კლუნი. 

ახალი ტექნიკა „ოქროს თანაფარდობის“ საპოვნელად 

მეცნიერების თანახმად, რობერტ პატინსონი მსოფლიოში ყველაზე ლამაზი მამაკაცია

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი მამაკაცის მოსაძებნად, ცნობილი პლასტიკური ქირურგი, ჯულიან დე სილვა მეცნიერებას დაუბრუნდა. მან შექმნა კარტოგრაფიის ახალი ტექნიკა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი სახე მოარგოს ბერძნულ სილამაზის სტანდარტს, იგივე "ოქროს თანაფარდობას". სწორედ ამ ტექნიკის გამოყენებით შეისწავლეს ჰოლივიდუს ვარსკვლავების სახის პროპორციები.

ძველი ბერძნული სტანდარტების თანახმად, რობერტ პატინსონი ყველაზე ლამაზი მამაკაცია 

შედეგების შეჯამების შემდეგ დაასკვნეს, რომ რობერტ პატინსონს აქვს ყველაზე სრულყოფილი სახე და პროპორციები. ის ბერძნების მიერ დასახული "სრულყოფილი ადამიანის" იდეას გასაოცარი შედეგით, 92,15% -ით ემთხევევა. ვარსკვლავის თვალები, ცხვირი და ნიკაპი უბრალოდ სრულყოფილია.

პატინსონის შემდეგ სიაში არიან ბრედლი კუპერი, ბრედ პიტი, ჯორჯ კლუნი და ა.შ. 

მეცნიერების თანახმად, რობერტ პატინსონი მსოფლიოში ყველაზე ლამაზი მამაკაცია

რობერტ პატინსონს მკაცრი კონკურენცია ჰენრი კავილმა გაუწია და 91,64% -ით ნომერ მეორე ყველაზე ლამაზ მამაკაცად დასახელდა. ბრედლი კუპერმა მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო ბრედ პიტს მხოლოდ მეოთხე ადგილი ერგო. მათ შემდეგ, სიაში ჯორჯ კლუნი მოდის.

მეცნიერების თანახმად, რობერტ პატინსონი მსოფლიოში ყველაზე ლამაზი მამაკაცია

ასევე, ყველაზე ლამაზი მამაკაცების ათეულში მოხვდნენ, ჰიუ ჯეკმანი, დევიდ ბექჰემი, იდრის ელბა, კანიე უესტი და რაიან გოსლინგი. აღსანიშნავია, რომ რაიანის ცხვირისთვის საუკეთესო ქულა დააფიქსირა, ხოლო დევიდ ბექჰემმა ნიკაპისთვის თითქმის მაქსიმალური ნიშანი მიიღო. გასაკვირია, რომ ჯეისონ მომოა ვერ მოხვდა ამ სიაში. 

იგივე ტექნოლოგია გამოიყენეს ყველაზე ლამაზი ქალის დასადგენად 

BO-4 Instagram Post

ოქროს თანაფარდობის ახალი ტექნიკის გამოყენებით, სუპერმოდელი ბელა ჰადიდი მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალია. მან ქალღმერთის ნიკაპთან სრულყოფილების 94,35% დააგროვა. მოწინავე 5-ეულში შევიდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ბიონსე, ემბერ ჰერდი, არიანა გრანდე და ტეილორ სვიფტი.