დისნეის სამყაროში, ოჯახების უმეტესობა არასრულია. მართალია, დისნეის ფილმები მაყურებელს ძალიან უყვარს ლამაზი, გულისამაჩუყებელი ისტორიების გამო, მაგრამ ადვილი შესამჩნევია, რომ ოჯახების უმეტესობა არასრულია - მათ უმრავლესობაში დედის პერსონაჟი, უბრალოდ არ არსებობს. იბადება ლოგიკური შეკითხვა, სად არის ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანი?

ძირითადად, სიუჟეტების უმრავლესობა პიროვნულ ზრდას ეხება

დედები დიდ გავლენას ახდენენ ჩვენს ცხოვრებაზე. ისინი ბავშვობიდანვე გვზრდიან, ზრუნავენ, გვასწავლიან, გვირჩევენ და არასოდეს გვტოვებენ. იგივე ეხება ფილმებსა და მულტფილმების პერსონაჟ დედებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მნიშვნელოვან როლებს ასრულებენ მთავარი გმირის ცხოვრებაში, დისნეის ფილმებში, მათ ვერ შეხვდებით.

ბემბი, კონკია ან თუნდაც „ლამაზმანისა და ურჩხულის“ ბელი - მათ ან არ ჰყავთ დედა, ან ამბის დასაწყისშივე კარგავენ. ამის გამო, პერსონაჟებს მამები ზრდიან. თუ ფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ დამთხვევაა, ამდენი მულტფილმის ნახვის შემდეგ, უნდა დაფიქრდეთ. დისნეის პერსონაჟების უმრავლესობა, ასევე შემთხვევით ხვდება მუდმივად რთულ სიტუაციებში და ამის მიზეზიც არსებობს.

აღმასრულებელი პროდიუსერი დონ ჰანი ამბობს, რომ სიუჟეტების უმრავლესობა პიროვნულ ზრდას ეხება:

”ერთი-ერთი მიზეზი პრაქტიკულია - ფილმების ხანგრძლივობაა 80 ან 90 წუთია, ხოლო დისნეის ფილმები პიროვნულ ზრდას ეხება. ისინი ყვებიან იმ დღის შესახებ, როდესაც პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ და საბოლოოდ, პიროვნულად გაიზარდოთ. რადგან დროით შეზღუდვა არსებობს, პერსონაჟებს უფრო სწრაფად უწევთ განვითარება და გაზრდა. თუ ამ დროში მშობლის ისტორიას გამოვიყენებთ, მაშინ სიუჟეტი კიდევ უფრო უნდა დავაჩქაროთ. ბემბის დედას კლავენ, ამიტომ ის უნდა გაიზარდოს; ბელის მხოლოდ მამა ჰყავს, მაგრამ ის დაიკარგა, ამიტომ იგი უნდა გაიზარდოს - ეს არის მოთხრობის სტენოგრამი“.

უოლტ დისნეიმ დედა ტრაგიკულად დაკარგა

ჰანი ასევე გვაძლევს სხვა განმარტებას, თუ რატომ არ არსებობენ დისნეის პერსონაჟი დედები. ამ შემთხვევაში, ეს არის თეორია, რომელიც უკავშირდება მის შემქმნელს, უოლტ დისნეის: გასული საუკუნის 40-იან წლებში, მისი ოჯახი ახალ სახლში გადავიდა. ეს სასიხარულო ამბავი, მალევე ტრაგედიად გადაიქცა, რადგან გაზქურასთან დაკავშირებული უბედური შემთხვევის შემდეგ, მისი დედა გარდაიცვალა. ჰანი აცხადებს, რომ ეს ტრაგედია, შეიძლება იყოს კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ პერსონაჟების უმრავლესობამაც, დედა დაკარგული.

იმის გათვალისწინებით, რომ დედის ფიგურა, ყველაზე მეტად უსაფრთხოებას უკავშირდება, ახლა გასაგები ხდება, რატომ იშვიათად ჰყავთ დისნეის ფილმების პერსონაჟებს დედები. გმირები იძულებულნი არიან სწრაფად გაიზარდონ, მიიღონ გადაწყვეტილებები და მარტოობაში დაწერონ საკუთარი ისტორიები. იქნებ ესაა მიზეზი, რის გამოც დისნეის ფილმები, უბრალოდ, განსაკუთრებულია!