LIFE

3 მარტივი გზა, როგორ დავუბრუნოთ რომანტიკულ ურთიერთობას თავდაპირველი აღტაცება

3 მარტივი გზა, როგორ დავუბრუნოთ რომანტიკულ ურთიერთობას თავდაპირველი აღტაცება

ხანგრძლივი და სტაბილური ურთიერთობა ისაა, რაზეც ყველა ოცნებობს. ეს საშუალებას გვაძლევს, ჭეშმარიტად გავიცნოთ სხვა ადამიანი და განსხვავებული, სულიერი კავშირი განვავითაროთ. მიუხედავად ამისა, რომანტიკული ურთიერთობა, რომელიც ხანგრძლივია, ხშირად რუტინული ხდება. ცხადია, რომ თავდაპირველი აღფრთოვანებისა და აღტაცების შენარჩუნება, წლების განმავლობაში, ფაქტობრივად შეუძლებელია. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ასეთი ურთიერთობა მოსაწყენი უნდა იყოს.

როგორ დავუბრუნოთ ურთიერთობას თავდაპირველი აღტაცება?

1. იუმორი და იუმორი 

3 მარტივი გზა, როგორ დავუბრუნოთ რომანტიკულ ურთიერთობას თავდაპირველი აღტაცება

სიცილი საუკეთესო წამალია, ყოველ შემთხვევაში, მოწყენილობისთვის. ურთიერთობაში იუმორისა და გართობის ელემენტების შემოტანა დაგეხმარებათ ერთფეროვნების თავიდან აცილებაში. მაგრამ აუცილებლად დარწმუნდით, რომ ისეთ საქმიანობას ირჩევთ, რაზეც ორივეს გეცინებათ. ბევრი სიცილი ნიშნავს იმას, რომ ყველაფერს ძალიან სერიოზულად სულაც არ აღიქვამთ. ნუ ისაუბრებთ მხოლოდ სერიოზულ საკითხებზე - დაიტოვეთ ბავშვური, გულწრფელი სიცილის ადგილი.

2. გააკვირვეთ ერთმანეთი 

3 მარტივი გზა, როგორ დავუბრუნოთ რომანტიკულ ურთიერთობას თავდაპირველი აღტაცება

ზოგიერთ ადამიანს სიურპრიზები სძულს, მაგრამ თუ თქვენი პარტნიორი ერთ-ერთი მათგანი არ არის, მაშინ მხიარული გამოცდილების შექმნა შეიძლება მოწყენილობის თავიდან აცილების შესანიშნავი საშუალებაა. დაგეგმეთ მოულოდნელი გასვლები, აჩუქეთ საჩუქრები ან მოამზადეთ ისეთი აქტივობები, რომლებიც ერთმანეთის გამხიარულებაში დაგეხმარებათ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ სიურპრიზი მისასალმებელია და ხელს არ შეუშალოს, ვთქვათ, სამსახურეობრივ მოვალეობებს. შედეგები კი, შესანიშნავი იქნება. 

3. გაუზიარეთ ერთმანეთს აქტივობები 

3 მარტივი გზა, როგორ დავუბრუნოთ რომანტიკულ ურთიერთობას თავდაპირველი აღტაცება

ჩვენ ყველას გვაქვს მოვალეობები და ამოცანები, რომელთა უმეტესობას ცალკე, დამოუკიდევლად ვაკეთებთ. მაგრამ მნიშვნელოვანია არსებობდეს ისეთი საქმიანობა, რომელიც რეგულარულად გვაერთიანებს ჩვენს პარტნიორთან. ეს შეიძლება იყოს ყოველდღიური ფეხით სიარული, ან შაბათ-კვირას ქალაქიდან გასვლა, სპორტულ დარბაზში ან კლუბში ერთად გაწევრიანება, ან თუნდაც კვირაში ერთხელ, ფავორიტი ვახშმის ერთად მომზადება. მისაღებია ნებისმიერი აქტივობა, რომელიც თქვენს დაკავშირებას შეუწყობს ხელს. 

თუ ამ რჩევებს სერიოზულად მიუდგებით, მაშინ უკეთ გაუგებთ ერთმანეთს და ყოველდღიურად შეეცდებით ერთმანეთისთვის სხვადასხვა აქტივობების გაზიარებას. ხოლო ურთიერთობა, მეტად მხიარული, აღმაფრთოვანებელი და ძლიერი გახდება.