ჯანმრთელობა

მზად ხართ ზაფხულისთვის? 7 რჩევა, რომელიც ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

მზად ხართ ზაფხულისთვის? 7 რჩევა, რომელიც ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

ტემპერატურა ყოველდღიურად იზრდება და უკვე ყველა ერთად ველოდებით ზაფხულის გრძელ და მზიან დღეებს. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული ცივი და სუსხიანი დღეების სტრესისგან გათავისუფლებაში გვეხმარება, მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები, როგორიცაა დეჰიდრატაცია, ბაქტერიული ინფექციები, თბორეგულაციის დარღვევა და ა.შ. ამიტომ აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ იღებთ ჯანმრთელ საკვებს და ზოგადად, ჯანმრთელობის გზას ადგახართ.

1. აითვისეთ სეზონური ხილი და ბოსტნეული 

მზად ხართ ზაფხულისთვის? 7 რჩევა, რომელიც ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

მართალია ბოსტნეულისა და ხილის უმეტესობა, მთელი წლის განმავლობაში ხელმისაწვდომია, მაგრამ სეზონური საკვების მიღებას აქვს საკუთარი მომხიბვლელობა და ასევე, ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. მიიღეთ რაც შეიძლება მეტი ქლიავი, პომიდორი, კენკრა, საზამთრო, ნიახური და თქვენი ფავორიტი სხვა პროდუქტები. 

2. არ დაგავიწყეთ დატენიანება 

მზად ხართ ზაფხულისთვის? 7 რჩევა, რომელიც ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

წყლის დალევა ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს თქვენი სხეულის რეჰიდრატაციას და შესაბამისად, უკეთეს ფუნქციონირებას. დარწმუნდით, რომ ყოველდღიურად იღებთ 8-10 ჭიქა წყალს და ასე, კარგად იტენიანებთ ორგანიზმს. გაითვალისწინეთ, არ დალიოთ ყინულოვანი წყალი, რადგან ის მხოლოდ აზიანებს თქვენს ჯანმრთელობას.

3. შეამცირეთ თქვენი ულუფები 

მზად ხართ ზაფხულისთვის? 7 რჩევა, რომელიც ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

მაღალი ტემპერატურისას, საჭმლის მონელებას უფრო მეტი დრო სჭირდება. თანაც, რაც უფრო მძიმეა და ცხიმიანია საკვები, მით უფრო რთულდება სიტუაცია. უპირატესობა მიანიჭეთ მსუბუქ კვებას, განსაკუთრებით კი, ღამის საათებში. 

4. მიირთვით მეტი გამაგრილებელი საკვები 

მზად ხართ ზაფხულისთვის? 7 რჩევა, რომელიც ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

დატვირთეთ სხეული გამაგრილებელი და სითხის შემცველი საკვებით. ეს ტემპერატურის რეგულირებაში დაგეხმარებათ. მიირთვით მეტი საზამთრო, ნესვი, არომატული წყლები, კიტრი, პიტნა და ა.შ.

5. უპირატესობა მიანიჭეთ ჯანმრთელ წვენებს 

მზად ხართ ზაფხულისთვის? 7 რჩევა, რომელიც ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

ზაფხულში უფრო ხშირად გწყურდებათ, ამიტომ უფრო მეტ გაზიან და ენერგეტიკულ სასმელს იღებთ, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში, საკმაოდ სახიფათოა. ყოველთვის, როდესაც მოგწყურდებათ, უპირატესობა მიანიჭეთ ჯანმრთელ სითხეს - მაგალითად, ფორთოხლის ან ნესვის წვენებს.

6. მიიღეთ მსუბუქი საკვები 

მზად ხართ ზაფხულისთვის? 7 რჩევა, რომელიც ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

დაივიწყეთ ის შემწვარი საჭმელები, რომლებიც ზამთარს ძალიან უხდება. ახლა სალათების, ცოცხალი ბოსტნეულისა და ცივი წვნიანების დროა.

7. ჰიგიენა ჯანმრთელობის საიდუმლოა 

მზად ხართ ზაფხულისთვის? 7 რჩევა, რომელიც ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

დარწმუნდით, რომ ყველაფერი რასაც იღებთ, სუფთა და ჰიგიენურია. ამ სეზონზე, ადამიანის ორგანიზმი განსაკუთრებით მიდრეკილია ბაქტერიული ინფექციებისკენ. რესტორანში თუ სახლში, ყოველთვის დარწმუნდით, რომ საკვები, რომელსაც მიირთმევთ, სუფთაა. ასევე, ყოველთვის დაიბანეთ ხელები ჭამის წინ.

ბედნიერ ზაფხულს გისურვებთ!