რამდენიმე დღეა Massimo Dutti-ს აპლიკაციასა და ვებ-გვერდ massimodutti.com-ზე შესვლისას მომხმარებლები ხედავდნენ შეტყობინებას, რომ მალე ონლაინ შეძენის სერვისი საქართველოდან იქნებოდა შესაძლებელი.

მართლაც, 25 მაისიდან საქართველოდან შესულ მომხმარებლებს ექნებათ წვდომა ბრენდის სრულ კატალოგზე. პრემიუმ ბრენდის ქალისა და მამაკაცის მუდმივად განახლებადი კოლექციების შეძენა შესაძლებელი იქნება Massimo Dutti-ს აპლიკაციისა და massimodutti.com ვებ-გვერდის საშუალებით და მიწოდება განხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

Massimo Dutti, მსოფლიოს უმსხვილესი ტანსაცმლის საცალო ვაჭრობის ჯგუფის წარმომადგენელი პრემიუმ ბრენდია. 74 ქვეყანაში წარმოდგენილია 677 მაღაზიით. ბრენდი საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს 4 მაღაზიით. საქართველო პირველია ამიერკავკასიის ქვეყნებს შორის, სადაც გლობალური გვერდიდან ონლაინ შეძენის სერვისის დანერგვა შესაძლებელი გახდა.

“თანამედროვე მსოფლიო გამოწვევების პასუხად ონლაინ შეძენის ინტერესი და მასზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. საქართველოში ონლაინ გაყიდვების დაწყება ბრენდის გლობალური სტრატეგიის ნაწილია. Massimo Dutti მის ერთგულ მომხმარებლებს სთავაზობს როგორც სრულიად განსხვავებულ შესყიდვის გამოცდილებას, ასევე ხელმისაწვდომობას ბრენდის სრულ კატალოგზე, მათ შორის იმ მოდელებზეც, რომლებიც კონკრეტულ პერიოდში საქართველოს მაღაზიებში არ არის წარმოდგენილი. ვიცით, რომ Massimo Dutti-ს მომხმარებლები ამ შესაძლებლობას სულმოუთმენლად ელოდნენ და, იმედი გვაქვს, გავახარებთ ამ სიახლით”, - აცხადებენ რითეილ გრუპ ჯორჯიაში, რომელიც Massimo Dutti-ს ექსკლუზიური ფრენშაიზ პარტნიორია საქართველოში.

Massimo Dutti მომხმარებლებს სთავაზობს ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების კოლექციებს. Massimo Dutti ერთმანეთს უთავსებს ბუნებრივ ელეგანტურ სილუეტებს და ურბანულ სტილს, უმაღლესი ხარისხის მასალებისგან ქმნის კომფორტულ სამოსს, შესაბამისად, მისი კოლექციები იდეალური არჩევანია დამოუკიდებელი, ძლიერი, თანამედროვე ქალებისა და მამაკაცებისთვის.

Massimo Dutti-ს ბრენდი Inditex ჯგუფს 1991 წელს შეუერთდა დაარსებიდან 6 წლის შემდეგ. 2001 წლიდან ბრენდის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა სხვადასხვა საქველმოქმედო კომპანიებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა, სპეციალური პროგრამები და თანამშრომლობა შეზღუდული შესაძლებლობებისა და მენტალური ჯანმრთელობის თემებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის. ამასთან ერთად, ინდიტექს ჯგუფში შემავალი ყველა სხვა ბრენდის მსგავსად, ეკო-მეგობრული და მდგრადი განვითარების სტრატეგიია ბრენდისთვის მნიშვნელოვანი განაცხადია და მთელს მსოფლიოში, ისევე როგორც საქართველოში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ამ გლობალური სტრატეგიის განსახორციელებლად.

Retail Group Georgia, Alhokair Fashion Retail-ის ჯგუფის წევრი კომპანია Massimo Dutti-სთან ერთად საქართველოში ოპერირებას უწევს Inditex ჯგუფში შემავალ დანარჩენ ბრენდებს: Zara, Bershka, Stradivarius, Pull & Bear, Oysho, Zara Home. Inditex ჯგუფი მსოფლიოში 6289, ხოლო საქართველოში 19 მაღაზიით არის წარმოდგენილი.

2020 წლის ოქტომბრიდან ქართველ მომხმარებელს Zara-ს გლობალური გვერდიდან ონლაინ შეძენის შესაძლებლობა მიეცა.