სილამაზე

სილამაზის უჩვეულო 5 ხრიკი მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალებისგან

სილამაზის უჩვეულო 5 ხრიკი მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალებისგან

1. ელიზაბეტ ტეილორი

სილამაზის უჩვეულო 5 ხრიკი მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალებისგან

როდესაც ელიზაბეტ ტეილორი მნიშვნელოვან ღონისძიებებზე გეგმავდა დასწრებას, ის 2 საათს უნდებოდა მაკიაჟის წასმასა და თმების დახვევას. ამის შემდეგ კი, მსახიობი ცოტა ხნით წვებოდა ცხელ აბაზანაში, რათა მაკიაჟი „ჩამჯდარიყო“. საქმე იმაშია, რომ ტეილორს არასოდეს მოსწონდა ხავერდოვანი კანი, ხოლო წყლის ორთქლი, სახეს ნაზ სიპრიალეს აძლევდა. მხოლოდ ამ პროცედურის შემდეგ ასრულებდა ჩაცმას მსახიობი და შემდეგ, გლამურულ წვეულებაზე მიდიოდა.

2. ინგრიდ ბერგმანი

სილამაზის უჩვეულო 5 ხრიკი მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალებისგან

ბუნებრივი სილამაზის მოყვარულს, ინგრიდ ბერგმანს არ უყვარდა ყოველდღიურ ცხოვრებაში მაკიაჟის გამოყენება. ის გამონაკლისს მხოლოდ მაშინ უშვებდა, როდესაც როლი მოითხოვდა. იმისათვის, რომ შუბლი უფრო მაღლა გამოჩენილიყო, მსახიობი თმის ხაზს 0,4 სმ-ით იპარსავდა.

3. გრეტა გარბო

სილამაზის უჩვეულო 5 ხრიკი მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალებისგან

ამერიკელი მსახიობი, გრეტა გარბო, მე -20 საუკუნის პირველი ნახევრის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავია. რათა მისი თვალები კიდევ უფრო შესამჩნევი და ამაღელვებელი ყოფილიყო, იგი ჩრდილების ქვეშ ვაზელინის თხელ ფენას ისვამდა. ეს ხიკი აძლიერებდა თვალის ჩრდილის ტონს და მეტ ბრწყინვალებას ანიჭებდა.

4. მერლინ მონრო

სილამაზის უჩვეულო 5 ხრიკი მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალებისგან

მერლინ მონრო დღემდე ითვლება ამერიკის კინემატოგრაფიის მთავარ ფიგურად. იმისათვის, რომ კაბა სრულყოფილად მოერგო, პირდაპირი გაგებით, მის ტანზე უნდა შემოეკერათ. ცნობილია, რომ ამ ხრიკის საშუალებით, ჯონ კენედის დაბადების დღეზე მთელი მსოფლიო ააღელვა. მოგვიანებით, ეს ტანსაცმელი აუქციონზე 4.8 მილიონ დოლარად გაიყიდა.

5. ოდრი ჰეპბერნი

სილამაზის უჩვეულო 5 ხრიკი მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალებისგან

როდესაც „რომაულ არდადეგებში“ იღებდენ, პროდიუსერებს სურდათ, რომ მსახიობის ღიმილი სრულყოფილი ყოფილიყო. ერთ-ერთ ინტერვიუში ჰეპბერნმა აღნიშნა, რომ გადაღებებზე კბილის სპეციალური საფარს იყენებდა, რათა კბილების წყობა იდეალური ყოფილიყო. სხვა შემთხვევაში, გადაღების პროცესი უბრალოდ ჩერდებოდა. მოგვიანებით, ოდრიმ სტომატოლოგს მიაკითხა და ჰოლივუდური ყველაზე კაშკაშა ღიმილის მფლობელი გახდა.