LIFE

7 საუკეთესო ფილმი, ზაფხულის ცხელი ღამეებისთვის

7 საუკეთესო ფილმი, ზაფხულის ცხელი ღამეებისთვის

1. ჩარლის ანგელოზები, 2000 წელი

ლამაზი და მოხერხებული დეტექტივი ქალები, საიდუმლოებით მოცული ხელმძღვანელის სარისკო დავალებებს ასრულებენ...

რა თქმა უნდა, ეს ფილმი ყველამ იცის, მაგრამ ზაფხული, საყვარელი ფილმების გადამეორების საუკეთესო დროა!

2. უცხოპლანეტელი, 1982 წელი 

არსებობს კი სრულყოფილი საზაფხულო ფილმების სია, სტივენ სპილბერგის კლასიკად ქცეული კინოსურათის გარეშე?

3. მამა მია! 2008 წელი 

ახალგაზრდა სოფი დაქორწინებას გეგმავს და ოცნებობს, რომ საქორწინო ცერემონია ყველა წესის დაცვით ჩატარდეს. მას სურს, რომ საკურთხეველთან მამამ მიიყვანოს. მაგრამ არ იცის მამა ვინ არის, რადგანაც დედა არაფერს უყვება. ის დედის დღიურს პოულობს, სადაც სამ მამაკაცზეა საუბარი. სოფი სამივეს უგზავნის მოსაწვევს და ისტორიაც სწორედ აქ იწყება.

4. პატარა მის ბედნიერება, 2006 წელი 

ეს არის კომედია ოჯახის შესახებ, რომლის ექვსი წევრი ერთდროულად განიცდის სულიერ კრიზისს. კრიზისისგან თავის დასაღწევად, ისინი გადაწყვეტენ მანქანით გაემგზავრონ სილამაზის კონკურსზე "პატარა მის ბედნიერება", რომელშიც მათი ქალიშვილი იღებს მონაწილეობას.

5. შენი სახელი დამიძახე, 2017 წელი 

1983 წელი. ელიო ჩვიდმეტი წლისაა და ზაფხულს ვილაზე მშობლებთან ერთად ატარებს. ბიჭი ზაფხულის დღეებს პლიაჟზე სიარულში, მეგობარ გოგონასთან გართობაში, კითხვასა და კლასიკური მუსიკის მოსმენაში ატარებს. მის დასვენებას ახალგაზრდა ამერიკელი მეცნიერის, მამამისის მეგობრის ჩამოსვლა დაარღვევს. 

6. სამერის 500 დღე, 2009 წელი 

ისტორია მოგვითხრობს, თუ როგორ შეუყვარდება ახალგაზრდა მამაკაცს ქალი, რომელსაც სიყვარულის უბრალოდ არ სჯერა... 

7. მე ჯერ კიდევ მახსოვს, რა ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს, 1998 წელი 

ჯულია ჯეიმსის გაუხსნელი საქმე მკვლელს ბაჰამის კუნძულებზე მიიყვანს. შეძლებს თუ არა, ორი ზაფხულის წინ სისხლიან თავდასხმას გადარჩენილი რეი ბრონსონი მეგობრების დასახმარებლად კუნძულამდე დროზე ჩაღწევას?